ზაფხულის ნაკრები Vinosource 8327 კოდალი - Caudalie
ზაფხულის ნაკრები Vinosource კოდალი - Caudalie
ნაკრების შემადგენლობაშია:
1. Caudalie - კოდალი Vinoclean ქაფი 50 მლ.
2. Caudalie - კოდალი კრემ-სორბეტი Vinohydra 15 მლ.
3. Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Soleil 30 მლ.
4. Caudalie - კოდალი ტანის კრემი Vinotherapist 30 მლ.
Caudalie - კოდალი Vinoclean ქაფი
განკუთვნილია ყველა ტიპისა და ასაკის კანისთვის. სათუთად ასუფთავებს კანს და არ შეიცავს საპონს. აღადგენს კანის ბზინვარებასა და ელასტიურობას. კოდალის Vinoclean სერიის ინოვაციური გამწმედი საშუალებები დამზადებულია 97% ნატურალურ კომპონენტებზე, ხოლო არომატს წარმოწმნის ხის მერქანი, საზამთროსა და იის ყვავილის ნაზი სურნელი.
ძირითადი ინგრედიენტები: წითელი ყურძენი, სალბი, გვირილა, ვაზის ყვავილი.
გამოყენების წესი
დაიტანეთ ნოტიო კანზე დილას და საღამოს და ჩამოიბანეთ წყლით. შემოწმებული და რეკომენდებულია დერმატოლოგებისა და ოფთალმოლოგების მიერ.
Caudalie - კოდალი კრემ-სორბეტი Vinohydra
VinoHydra Sorbet Cream Moisturizer ატენიანებს და აღადგენს დაზიანებულ სახის კანს. კრემ-სორბეტი ამცირებს კანის მგრძნობელობასა და სიწითლეს. მისი ტექსტურა სუპერ მსუბუქია და მყისიერად დნება კანში, რაც მას იდეალურს ხდის ნორმალური, თუნდაც მგრძნობიარე კანისთვის.
კანის ტიპი
ნორმალური კანის ტიპი
გამოყენების წესი
ილით და ღამით, შრატის გამოყენების შემდეგ.
Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Soleil
შხაპ-გელი სასიამოვნო არომატით მზის აბაზანის შემდგომ კანის მოვლისა და რელაქსაციისთვის. ნაზად ასუფთავებს კანს, მატებს მას მსუბუქ სურნელს ფორთოხლის ყვავილის წყლის, ჟასმინის, ქოქოსის მზიანი ნოტებით. არ შეიცავს საპონს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ვეგანური.
გამოყენების წესი
დაიტანეთ საშუალება სველ კანზე, მსუბუქად აიქაფეთ და ჩამოიბანეთ წყლით.
Caudalie - კოდალი ტანის კრემი Vinotherapist
კრემოვანი ტექსტურის ტანის ლოსიონი განკუთვნილია მშრალი კანისთვის. საშუალება ინტენსიურად კვებავს კანს, მატებს მას სირბილესა და სიგლუვეს. მსუბუქი ტექსტურის ლოსიონი ადვილად დაიტანება, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. შედგება 98% ორგანული ინგრედიენტებისგან. მის შემადგენლობაშია ჰიალურონის მჟავა, ორგანული შიის კარაქი და ყურძნის წიპწის პოლიფენოლი.
გამოყენების წესი
დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს.
დამზადებულია საფრანგეთში
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account