Kool Beauty - ქულ ბიუთი ნაკრები ნიაციამიდით Imperferction 0644
Kool Beauty - ქულ ბიუთი ნაკრები ნიაციამიდით Imperferction
გამონაყარის და ლაქების საწინააღმდეგო ნაკრები ნიაცინამიდი+თუთია IMPERFECTION - KOOL BEAUTY/ გამონაყარის და ლაქების საწინააღმდეგო თუთიის დამატენიანებელი კრემი 50 მლ - განკუთვნილია კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. უცხიმო, არაკომედოგენური კრემი ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და ფორების შევიწროვებას. აუმჯობესებს კანის ტექსტურას და შესამჩნევად აუმჯობესებს აკნესადმი მიდრეკილი კანის ხარისხს. გააჩნია გრძელვადიანი, ცხიმოვანი ბზინვარების საწინააღმდეგო დამატენიანებელი მოქმედება. ხელს უწყობს ცხიმის დარეგულირებას და ხელს უშლის შავი წერტილებისა და ლაქების გაჩენას. ასევე ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას. კანი ხდება შესამჩნევად გლუვი, სუფთა და იდეალურად დატენიანებული. თუთიით გამდიდრებული მისი მსუბუქი ფორმულა სწრაფად აღწევს კანში ცხიმოვანი ფენის წარმოქმნის გარეშე. გამოყენება: დაიტანეთ სუფთა კანზე დილით და საღამოს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ნიაცინამიდის შრატის შემდეგ.
KOOL BEAUTY/ 2% ნიაცინამიდის ორფაზიანი შრატი 20 მლ - განკუთვნილია ყვველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი, ფორებიანი კანისთვის. გამოყენებადია როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიერ. მოქმედებს როგორც დეფექტების საწინააღმდეგო ძლიერი ფარი. თუთიის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ხელს უწყობს სიწითლის, აკნეს და შავი წერტილების შემცირებას. არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ხელს უწყობს სიწითლისა და ლაქების შემცირებას. დღითი დღე კანი იწმინდება და ფორები ვიწროვდება. სალიცილის მჟავას ამქერცლავი მოქმედების წყალობით შრატი ხელს უწყობს გამონაყარის და სხვა ნაკლოვანებების შესამჩნევ შემცირებას. პირველივე გამოყენების დღიდან კანი ხდება გლუვი, სუფთა, ფორები ვიწროვდება და იხვეწება კანის ტექსტურა. გამოყენება: წაისვით ადგილობრივად ან მთელ სახეზე დღის/ღამის კრემის ქვეშ. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ 2-დან 3 წვეთი სახის კრემში. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. შეინახეთ მშრალ, ვენტილირებად ადგილას 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
კანის/თმის ტიპი
კომბინირებული და ცხიმიანი კანი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account