Caudalie - კოდალი სასაჩუქრე ნაკრები Vinoscure 2023 8325
Caudalie - კოდალი სასაჩუქრე ნაკრები Vinoscure
ნაკრების შემადგენლობაშია:
1. Caudalie - კოდალი Vinoclean ქაფი
2. Caudalie - კოდალი Vinosource სახის კრემი
3. Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Soleil
4. Caudalie - კოდალი ტანის ლოსიონი Vinotherapist Hyaluronic Body Lotion
Caudalie - კოდალი Vinoclean ქაფი
განკუთვნილია ყველა ტიპისა და ასაკის კანისთვის. სათუთად ასუფთავებს კანს, აღადგენს კანის ბზინვარებასა და ელასტიურობას. კოდალის Vinoclean სერიის ინოვაციური გამწმედი საშუალებები დამზადებულია 97% ნატურალურ კომპონენტებზე, ხოლო არომატს წარმოწმნის ხის მერქანი, საზამთროსა და იის ყვავილის ნაზი სურნელი. ძირითადი ინგრედიენტები: წითელი ყურძენი, სალბი, გვირილა, ვაზის ყვავილი. არ შეიცავს საპონს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ ნოტიო კანზე დილით და საღამოს, ჩამოიბანეთ წყლით. შემოწმებული და რეკომენდებულია დერმატოლოგებისა და ოფთალმოლოგების მიერ.
მოცულობა 50 მლ.
Caudalie - კოდალი Vinosource სახის კრემი
ინტენსიური და ღრმა დამატენიანებელი კრემი რეკომენდებულია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. სიმშრალის, სიწითლისა და კანის არართგვაროვანი ზედაპირის გასადავებისთვის. შეიცავს 97% ნატურალურ ინგრედიენტებს. აქვს მსუყე და სასიამოვნო ტექსტურა. მყისიერად მოქმედებს კანზე, აღადგენს კანის მიკრორელიეფს, კვებავს და ატენიანებს კანს.
ყურძნის წყალი - ატენიანებს და არბილებს, პოლიფენოლი ძლიერი ანტიოქსიდანტი.
სკვალენი - კვებავს. მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები, გლუტენის გარეშე.
გამოყენების წესი: დაიტანეთ დილით და საღამოს, დამოუკიდებლად ან შრატის შემდეგ.
Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Soleil
შხაპ-გელი სასიამოვნო არომატით მზის აბაზანის შემდგომ კანის მოვლისა და რელაქსაციისთვის. ნაზად ასუფთავებს კანს, მატებს მას მსუბუქ სურნელს ფორთოხლის ყვავილის წყლის, ჟასმინის, ქოქოსის მზიანი ნოტებით. არ შეიცავს საპონს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ვეგანური.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება სველ კანზე, მსუბუქად აიქაფეთ და ჩამოიბანეთ წყლით.
მოცულობა 30 მლ.
Caudalie - კოდალი ტანის ლოსიონი Vinotherapist Hyaluronic Body Lotion
კრემოვანი ტექსტურის ტანის ლოსიონი განკუთვნილია მშრალი კანისთვის. საშუალება ინტენსიურად კვებავს კანს, მატებს მას სირბილესა და სიგლუვეს. მსუბუქი ტექსტურის ლოსიონი ადვილად დაიტანება, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. შედგება 98% ორგანული ინგრედიენტებისგან. მის შემადგენლობაშია ჰიალურონის მჟავა, ორგანული შიის კარაქი და ყურძნის წიპწის პოლიფენოლი.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს.
მოცულობა 30 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account