სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- ხელის და ტუჩის ნაკრები ყუთით Nathalie Lete 3374 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- ნაკრები Pate Grisse 0818 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 62,64 GEL რეგულარული ფასი 104,40 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ფრჩხილის მოვლის ნაკრები Cath Kidston 8159განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Mizon - მიზონი ნაკრები კოლაგენი MINI 4686განსაკუთრებული ფასი 44,49 GEL რეგულარული ფასი 88,97 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha თმის ნაკრები 2023 2944განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- საახალწლო კრეკერი William Morris 2024 8301 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Nathalie Lete ხელის კრემის და ტუჩის ბალზამის ნაკრები 5188განსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- ტანის ნაკრები ქეისით Cath Kidston 7892 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 76,20 GEL რეგულარული ფასი 127,00 GEL
- ტანის ნაკრები ვარსკვლავი Cath Kidston 8929 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 46,20 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- ნაკრები Vagues Duo 2024 0241 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 54,50 GEL რეგულარული ფასი 109,00 GEL
- ხელის კრემის ნაკრები საახალწლო Sarra Miller 8837 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- საახალწლო ნაკრები კრეკერი Sarra Miller 8844 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 43,80 GEL რეგულარული ფასი 73,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account