ნუნუ ქადაგიძე - წინწკალა და სხვა მოთხრობები 5528
ზღაპრებს რა გამოლევს. ისინი ყოველთვის გამოიკვლევენ გზას ჩვენკენ – მკითხველებისკენ. მთავარია, ყურადღებით მოვუსმინოთ მშვენიერი სამყაროს გულისცემას, ბუნების ხმებს, ამღერებულ წვიმას… გავიგონებთ, როგორ ეჩურჩულება იის ფურცლები მზის სხივს, მდინარე – თავის პატარა შენაკადებს, ან – ნიავს როგორ მიმოაქვს მთისა და ბარის ამბები. ცის კაბადონზე ღრუბლის ფაფუკი გუნდა მიცურავს. თვალს მიადევნებ, ძალიან უხდებიან ერთმანეთს ცის სილურჯე და ღრუბლის სიქათქათე. უცებ ხედავ, ღრუბელი ჩამკვრივებულ თეთრ თათს გიქნევს. თურმე ეს უბრალო ღრუბელი კი არა, ბამბაქულა ყოფილა... შორიდან გესალმება. რომ იცოდე, რამდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელიო, განიშნებს. არანაკლები საოცრება გელოდება, თუ ტყის მწვანე ბილიკებზე გაისეირნებ. აი, ხის ძირას წინწკლებიანი სოკო მიყუჟულა; მიუახლოვდები, რათა კარგად დაათვალიერო, ასე ლამაზად დაწინწკლული სოკო ჯერ არსად გინახავს. მოულოდნელად, წინწკლებიანი ქუდი გადაიწევა, ტყის ბინადარი ქონდრისკაცი შემოგხედავს და თვალსაც ეშმაკურად ჩაგიკრავს. ეს წინწკალაა, მასაც ძალიან ბევრი რამ აქვს შენთვის სათქმელი…
წიგნი ილუსტრირებულია
გამომცემლობა: ელფი
გვერდები: 148
ზომა: 14,8/21
ყდა: რბილი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account