სან D ველი - SanDe Well სპრეი 20მლ
ჩვენება: უნარჩუნებს ჯანმრთელობას ძვლებსა და კბილებს,ზრდის იმუნიტეტის აქტივობას.
სანDველ 600 (SUN D WEL 600)
საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინD3-ს 600 სე(სპრეის ფორმით )
აქტიური ინგრედიენტები:
სპრეის თითოეული დოზა შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 15 მკგ (600 სე)
ინგრედიენტები:
მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
თვისებები და მოქმედება ორგანიზმზე:
ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში ვიტამინი D წარმოიქმნება მზის სხივების დახმარებით წინამორბედი მოლეკულებიდან - ქოლესტერინის ცვლის პროდუქტებიდან. D ვიტამინის აქტიური ფორმა არის ჰორმონი, რომლის ძირითად სამიზნე ორგანოებს წარმოადგენს წვრილი ნაწლავი, თირკმელები და ძვლები. წვრილ ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის პროცესში. ძვლებში ის ხელს უწყობს ამ მინერალების დაგროვებას ძვლის ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ სიმკვრივეს და სიძლიერეს.
ჩვენება:
• ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება;
• ორგანიზმში კალციუმის შეწოვის უზრუნველყოფა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება;
• იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია;
• კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა;
• წონის დარეგულირება;
• კუნთების ნორმალური მუშაობის შენარჩუნება და კუნთების გაძლიერება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია სპრეის ერთი დოზის გამოყენება ერთხელ დღეში.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა |
სპრეის ერთი დოზა |
NRV%* |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) |
600 სე (15 მკგ) |
300 |
* NRV: საკვები ნივთიერებების საკონტროლო მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)
ვარგისობის ვადა:
36 თვე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
განსაკუთრებული მითითება:
· რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება
· არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას.
· ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამდე, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
20 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონები, სპრეი-დოზატორით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account