სალბუტამოლის აეროზოლი - Salbutamol 100მკგ 200დოზა

6,84 GEL
მარაგშია
SKU
89720_3154

ჩვენება: გამოიყენება ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად და პროფილაქტიკისთვის.

სალბუტამოლი

(SALBUTAMOL )

სალბუტამოლიBP 100მკგ/ გამოფრქვევაში

1.სამკურნალოპროდუქტის დასახელება

სალბუტამოლი (Salbutamol)

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

სალბუტამოლი არის წნევის ქვეშ მყოფი დოზირებული ინჰალატორი, რომელიც ყოველი დაჭერისას გამოაფრქვევს 100 მიკროგრამ სალბუტამოლს (სალბუტამოლის სულფატის სახით). სალბუტამოლი შეიცავს ახალ პროპელანტს (HFA 134a) და არ შეიცავს ქლორფთორნახშირწყლებს (CFC).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

3. სამკურნალო ფორმა

აეროზოლი

4. კლინიკური მონაცემები

4.1. თერაპიული ჩვენებები

სალბუტამოლი ინიშნება მოზრდილებში, მოზარდებსა და 4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იხილეთ პუნქტები 4.2 და 5.1.

სალბუტამოლი უზრუნველყოფს მოკლევადიან (4-დან 6 საათამდე) ბრონქოდილაციას სწრაფი დაწყებით (5 წუთში) სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს.

იგი გამოიყენება ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად და პროფილაქტიკისთვის. იგი უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომების მოსახსნელად და მათი პრევენციისთვის იმ გარემოებებში, რომლებშიც პაციენტის აზრით შესაძლოა ასთმის შეტევის გამოწვევა (მაგ., ვარჯიშამდე ან ალერგენის ზემოქმედებამდე).

სალბუტამოლი გამოიყენება სიმპტომების მოსახსნელად მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ასთმის დროს, იმ პირობით, რომ მისი გამოყენება არ აყოვნებს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით რეგულარული თერაპიის დაწყებას და გამოყენებას.

4.2. დოზირება და გამოყენების წესი

სალბუტამოლი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური საინჰალაციო გამოყენებისათვის.

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით):

ასთმის მწვავე სიმპტომების შემსუბუქების მიზნით, მათ შორის ბრონქოსპაზმის დროს, შეიძლება დაინიშნოს ერთი ინჰალაცია (100 მკგ) ერთჯერადი მინიმალური საწყისი დოზის სახით. საჭიროების შემთხვევაში, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ორ ინჰალაციამდე. ალერგენით ან ვარჯიშით გამოწვეული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ორი ინჰალაცია პრობლემის წარმოქმნამდე 10-15 წუთით ადრე.

მუდმივი თერაპიის დროს - ორი ინჰალაცია 4-ჯერ დღეში.

პედიატრიული პოპულაცია

მწვავე ბრონქო სპაზმის შემსუბუქება

ჩვეულებრივი დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: ერთი ინჰალაცია (100 მიკროგრამი). საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ინჰალაციამდე.

12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები. დოზირების რეჟიმი, როგორც მოზრდილებში.

ალერგენით ან ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პრევენცია

ჩვეულებრივი დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: ერთი ინჰალაცია (100 მკგ) ვარჯიშამდე ან ფიზიკურ დატვირთვამდე.

საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ინჰალაციამდე.

12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები. დოზირების რეჟიმი, როგორც მოზრდილებში.

მუდმივი თერაპია

ჩვეულებრივი დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2 ინჰალაციამდე 4-ჯერ დღეში.

12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში: დოზირების რეჟიმი, როგორც მოზრდილებში.

5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინჰალაციის გასაადვილებლად შეიძლება სპეისერის გამოყენება.

სალბუტამოლი აეროზოლი არ უნდა გამოიყენებოდეს 8 ინჰალაციაზე მეტჯერ 24 საათის განმავლობაში. ხშირი დამატებითი გამოყენება ან დოზის უეცარი გაზრდა მიუთითებს ცუდად კონტროლირებად ასთმაზე ან ასთმის გაუარესებაზე.

4.3. უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.

4.4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

საჭიოა პაციენტის ინჰალაციის ტექნიკის შემოწმება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ აეროზოლის გამოფრქვევა სინქრონიზებულია ჩასუნთქვასთან, რათა ოპტიმალურად მოხდეს ფილტვებში წამლის მიწოდება. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ ინჰალაციისას მათ შეიძლება განსხვავებული გემო შეიგრძნონ წინა ინჰალატორთან შედარებით.

ბრონქოდილატატორები არ უნდა იყოს მკურნალობის ერთადერთი ან ძირითადი საშუალება მძიმე ან არასტაბილური ასთმის მქონე პაციენტებისთვის. მძიმე ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო გამოკვლევებს, მათ შორის ფილტვის ფუნქციის ტესტებს, რადგან პაციენტებში მაღალია მძიმე შეტევების და სიკვდილის რისკი. ექიმების მიერ ამ პაციენტებში განხილული უნდა იყოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გამოყენება ან/და თერაპია პერორალური კორტიკოსტეროიდებით.

ინჰალაციების სიხშირე უნდა გაიზარდოს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. თუ საინჰალაციო სალბუტამოლის ადრე ეფექტური დოზა არ იძლევა შვებას სულ მცირე სამი საათის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ამ სიტუაციაში პაციენტი უნდა შემოწმდეს და განიხილოს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის გაძლიერების აუცილებლობა (მაგ., საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების უფრო მაღალი დოზები ან პერორალური კორტიკოსტეროიდების კურსი).

ასთმის მძიმე გართულებების მკურნალობა უნდა მოხდეს ჩვეულებრივი გზით.

სიმპათომიმეტიკების, მათ შორის სალბუტამოლის მიღებისას, შეიძლება აღინიშნებოდეს გულ-სისხლძარღვთა ეფექტები. პოსტმარკეტინგული კვლევებისა და გამოქვეყნებული ლიტერატურული მონაცემების მიხედვით არსებობს მიოკარდიუმის იშემიის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია სალბუტამოლის გამოყენებასთან.

პაციენტები გულის თანმხლები მძიმე დაავადებით (მაგ., გულის იშემიური დაავადება, არითმიები ან გულის მძიმე უკმარისობა), რომლებიც იღებენ სალბუტამოლს, უნდა იყვნენ ინფორმირებული მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ აღნიშნავენ ტკივილს გულმკერდის არეში ან გულის დაავადების გაუარესების სხვა სიმპტომებს. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში, რადგან ისინი შეიძლება რესპირაციული ან კარდიალური წარმოშობის იყოს.

სალბუტამოლი სიფრთხილით გამოიყენება თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.

პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალემია შეიძლება გამოწვეული იყოს ბეტა-2 აგონისტებით თერაპიის შედეგად, ძირითადად პარენტერალურად შეყვანისას და ინჰალაციისას ნებულაიზერის მეშვეობით. განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდირებული მწვავე მძიმე ასთმის დროს, რადგან ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოქსიით და ქსანტინების წარმოებულებით, სტეროიდებით და დიურეტიკებით ერთდროული მკურნალობით. ასეთ სიტუაციებში საჭიროა შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი.

სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხიხინის მყისიერი მომატებით. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს მკურნალობა ალტერნატიული ფორმის ან სხვა სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორის გამოყენებით. პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, უნდა შემოწმდეს პაციენტი და საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს სხვა სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორი უწყვეტი გამოყენებისთვის.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის რეკომენდებული სალბუტამოლის და არასელექციური β-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორების, როგორიცაა პროპრანოლოლი, ერთდროულად გამოყენება.

4.6.ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

ორსულ ქალებში უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულ ქალებში სალბუტამოლის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

არსებობს იშვიათი შეტყობინებები სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიების შესახებ სალბუტამოლის პრენატალური ზემოქმედების შემდეგ (მათ შორის სასის ნაპრალი, კიდურების დეფექტები და გულის დაავადებები).

ზოგიერთი დედა ორსულობის დროს იღებდა რამდენიმე მედიკამენტს.

სალბუტამოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა.

ძუძუთი კვება

ვინაიდან სალბუტამოლი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში, მისი გამოყენება მეძუძურ დედებში სიფრთხილეს მოითხოვს. უცნობია აქვს თუ არა მას მავნე მოქმედება ახალშობილზე, ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ადამიანებში ფერტილობაზე. არასასურველი ზემოქმედება ცხოველთა ფერტილობაზე არ დაფიქცირებულა.

4.7.ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მონაცემები არ მოიპოვება.

4.8. არასასურველი ეფექტები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები მოცემულია ორგანოთა სისტემების კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კლაციფიკაციით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10,000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათად (<1/10000) ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით.

ძალიან ხშირი და ხშირი მოვლენები ზოგადად განისაზღვრა კლინიკური კვლევების მონაცემებით. იშვიათი, ძალიან იშვიათი და უცნობი მოვლენები ზოგადად განისაზღვრა სპონტანური შეტყობინებებიდან.

იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და კოლაფსი.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

იშვიათად: ჰიპოკალემია. ბეტა-2-აგონისტებით თერაპიის შედეგად შეიძლება განვითარდეს პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალემია.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი.

ძალიან იშვიათად: ​​ჰიპერაქტიურობა.

გულის მხრივ:

ხშირად: ტაქიკარდია.

არც ისე ხშირად: პალპიტაცია.

ძალიან იშვიათად: ​​გულის არითმიები (მათ შორის, წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები).

უცნობი: მიოკარდიუმის იშემია*.

სისხლძარღვთა მხრივ.

იშვიათად: პერიფერიული ვაზოდილატაცია.

სუნთქვის,გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ​​პარადოქსული ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის მხრივ:

არც ისე ხშირად: პირის ღრუს და ყელის გაღიზიანება.

კუნთების და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არც ისე ხშირად: კუნთების კრუნჩხვები.

* სპონტანური შეტყობინებები პოსტმარკეტინგულ მონაცემებში, ამიტომ სიხშირე უცნობია.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკისის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი შესაძლო არასასურველი რეაქციის შესახებ.

4.9. ჭარბი დოზირება

სალბუტამოლის ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია: ბეტა-აგონისტებით გამოწვეული გარდამავალი ეფექტები, მათ შორის ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერაქტიურობა და მეტაბოლური ეფექტები, მათ შორის ჰიპოკალემია.

სალბუტამოლით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ჰიპოკალემიის განვითარება. საჭიროა შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი. მაღალი თერაპიული დოზების გამოყენებისას, ასევე ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტებით ჭარბი დოზირებისას, დაფიქსირდა ლაქტური აციდოზი, ამიტომ ჭარბი დოზირებისას უნდა მოხდეს შრატის ლაქტატის დონის და შემდგომი მეტაბოლური აციდოზის მონიტორინგი (განსაკუთრებით, თუ ბრონქოსპაზმის სხვა ნიშნების (მაგალითად, ხიხინი) გაქრობის მიუხედავად ტაქიპნოე გრძელდება ან უარესდება.

5.ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1.ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანდრენერგული საშუალებები, ინჰალანტები. სელექციური ბეტა-2 ანდრენორეცეპტორების აგონისტები.

ათქ კოდი: R03AC02.

სალბუტამოლი არის ბეტა-2 ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტი. თერაპიულ დოზებში მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების ბეტა-2 ადრენორეცეპტორებზე, რაც სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს უზრუნველყოფს ხანმოკლე მოქმედების (4-6 საათი) ბრონქოდილაციას სწრაფი დაწყებით (5 წუთში).

სპეციალურიპაციენტებისპოპულაციები

ბავშვები< 4წლამდე

პედიატრიულმა კლინიკურმა კვლევებმა რეკომენდებული დოზებით (SB020001, SB030001, SB030002) 4 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ბრონქოსპაზმით, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქი გზების შექცევად ობსტრუქციულ დაავადებებთან, აჩვენა, რომ ვენტილს აქვს უსაფრთხოების პროფილი, რომელიც შედარებადია ≥ 4 წლის ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინტრავენურად შეყვანილი სალბუტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 4-6 საათი. იგი გამოიყოფა ნაწილობრივ თირკმლებით და ნაწილობრივ მეტაბოლიზმის შემდეგ არააქტიური 4'-O-სულფატის სახით (ფენოლური სულფატი), რომელიც ასევე ძირითადად შარდით გამოიყოფა. ფეკალიებით გამოიყოფა უმნიშვნელო რადენობით.

ინჰალაციით შეყვანის შემდეგ, დოზის 10-20% აღწევს ქვედა სასუნთქ გზებში. დარჩენილი ნაწილი რჩება მიწოდების სისტემაში ან დეპონირდება პირხახაში, საიდანაც ხდება მისი გადაყლაპვა. სასუნთქ გზებში დეპონირებული ფრაქცია შეიწოვება ფილტვის ქსოვილებსა და სისხლში, მაგრამ ფილტვებში მეტაბოლიზმი არ ხდება. სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრისას იგი ხელმისაწვდომი ხდება ღვიძლის მეტაბოლიზმისთვის; გამოიყოფა ძირითადად შარდით უცვლელი პრეპარატის და ფენოლსულფატის სახით.

ჩასუნთქული დოზის გადაყლაპული ნაწილი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ფენოლსულფატამდე ღვიძლში პირველი გავლისას.

უცვლელი პრეპარატიც და კონიუგატიც ძირითადად შარდით გამოიყოფა. ინტრავენურად, პერორალურად ან ინჰალაციის გზით შეყვანილი სალბუტამოლის დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან 72 საათის განმავლობაში. სალბუტამოლის 10% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

5.3. უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

სხვა ძლიერი სელექციური ბეტა-2-აგონისტების მსგავსად, სალბუტამოლმა გამოავლინა ტერატოგენული ეფექტები თაგვებში კანქვეშ შეყვანისას.

რეპროდუქციულ კვლევაში 2,5 მგ/კგ დოზით გამოყენებისას ნაყოფთა 9.3%-ში აღინიშნებოდა სასის ნაპრალი.

ვირთხებში, მთელი ორსულობის განმავლობაში 0.5, 2.32, 10.75 და 50 მგ/კგ/დღეში პერორალური გამოყენებისას ნაყოფის მნიშვნელოვანი ანომალიები არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ტოქსიკური ეფექტი იყო ახალშობილთა სიკვდილიანობის გაზრდა მაქსიმალური დოზის დონეზე, დედის მზრუნველობის ნაკლებობის გამო.

რეპროდუქციულმა კვლევებმა კურდღლებზე 50 მგ/კგ/დღეში პერორალური დოზებით (ადამიანის ნორმალურ დოზაზე ბევრად მაღალი დოზით) აჩვენა მკურნალობასთან დაკავშირებული ცვლილებები ნაყოფში; მათ შორისა ღია ქუთუთოები (აბლეფარია), სასის მეორეული ნაპრალი (პალატოშიზისი), ქალას შუბლის ძვლების ოსიფიკაციის ცვლილებები (კრანიოშიზისი) და კიდურების მოხრის დარღვევები.

სალბუტამოლი შემადგენლობის შეცვლამ არ შეცვალა სალბუტამოლის ცნობილი ტოქსიკოლოგიური პროფილი.

პერორალური ფერტილობის და ზოგადი რეპროდუქციული უნარის შესწავლისას ვირთხებში 2 და 50 მგ/კგ/დღეში დოზების დროს, დაბადებიდან 21-ე დღემდე გადარჩენილთა რაოდენობის შემცირების გარდა დოზირებისას 50 მგ/კგ/დღეში, არ დაფიქსირებულა არასასურველი ზემოქმედება ფერტილობაზე, ემბრიოფეტალურ განვითარებაზე, შთამომავლების რიცხვზე, სხეულის მასაზე დაბადებისას ან ზრდის ტემპზე.

CFC-ის გარეშე HFA 134a საწვავი ნაჩვენებია, რომ არატოქსიკურია ძალიან მაღალი ორთქლის კონცენტრაციით, ბევრად აღემატება იმ კონცენტრაციას, რომელიც შეიძლება მოხდეს პაციენტებში, ცხოველთა სახეობების ფართო სპექტრში, რომლებიც ყოველდღიურად ორი წლის განმავლობაში ექვემდებარება ექსპოზიციას.

6. ფარმაცევტული მონაცემები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ჰიდროფლუოროალკანი (HFA) 134ა

ოლეინის მჟავა

ეთანოლი

6.2. შეუთავსებლობა

მონაცემები არ არსებობს.

6.3. ვარგისობის ვადა.

24 თვე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5. კონტეინერის შემცველობა და შიგთავსი

ინჰალატორი, რომელიც შედგება ალუმინის კანისტრისგან, დალუქული დოზირებული სარქველით და ლურჯი თავსახურით თეთრი აქტივატორით მოთავსებულია ერთ შეფუთვაში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

თითოეული კანისტრი შეიცავს 200 დოზირებულ აქტივაციას, თითოეული გამოფრქვევა შეიცავს 100 მიკროგრამ სალბუტამოლს (სალბუტამოლის სულფატს BP).

6.6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა ქმედებების დროს

აეროზოლის სპრეი პირით შესუნთქვისას შეჰყავთ ფილტვებში.

ინჰალატორის შენჯღრევის შემდეგ მუნდშტუკი უნდა მოთავსდეს პირში და ტუჩები უნდა მოიკუმოს მის გარშემო.

აქტივატორზე დაჭერისას ხდება სპრეის გამოთავისუფლება, რომელიც უნდა დაემთხვეს ჩასუნთქვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy