ოსტეო გრანულები 30 პაკეტი ორთომოლი - Orthomol

განსაკუთრებული ფასი 218,50 GEL რეგულარული ფასი 230,00 GEL
მარაგშია
SKU
95823_2580

ორთომოლი® ოსტეო  გამოიყენება ძლიერი და ჯანსაღი ძვლებისთვის.

ოსტეო გრანულები 30 პაკეტი ორთომოლი - Orthomol

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი® ოსტეო - ძლიერი და ჯანსაღი ძვლებისთვის!

ორთომოლი®ოსტეო ვიტამინების და მინერალების ინოვაციური კომპლექსია, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას, კუნთების დაჭიმულობას, ასევე კალციუმის დეფიციტით გამოწვეული მოტეხილობების განვითარების რისკს, აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს და მინერალიზაციას, ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას.

ორთომოლი®ოსტეოს კომპლექსის რეგულარული მიღება:

·        ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს

·        ხელს უწყობს ჯანსაღი და ძლიერი ძვლების შენარჩუნებას

·        სწრაფად აღადგენს ძვლოვან ქსოვილს მოტეხილობისა და ტრავმის შემდეგ

·        აძლიერებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას

·        ინარჩუნებს სისხლში კალციუმის ოპტიმალურ დონეს

კალციუმი -პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში, ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმის დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.

კალიუმი - მონაწილეობს კუნთების და ნერვული ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის  ისეთ საბაზისო პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობა, სისხლის ოსმოსური და არტერიული წნევის შენარჩუნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კალიუმის არასაკმარისი მიღება ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ძვლოვანი მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და თირკმელკენჭოვანი დაავადება. 

ვიტამინი C + თუთია - ასტიმულირებს ჰიალურონის, ქონდროიტინის და კოლაგენის სინთეზს, ამცირებს სახსარში ანთებით პროცესებს, ზრდის სახსრების მობილობას.

ვიტამინი D + კალციუმი + ვიტამინი K - უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს, ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და ამცირებს სახსრების ტკივილს. 

ვიტამინი D ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, მნიშვნელოვანია იმუნური, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი K მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების პრევენციას.

B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას, ამცირებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების ხარისხს.

სპილენძი + მანგანუმი - ამცირებს სახსრებში ანთების სიმძიმეს, ხსნის შეშუპებას და ტკივილს.

ჩვენება

·        ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა 

·        45 წლის შემდგომ ასაკის პირებში  ძვალ- სახსროვანი სისტემის დეგენერაციულ დისტროფიული პროცესების პრევენცია

·        ჭარბი წონა (სახსრების დაზიანებით)

·        პოსტოპერაციული და პოსტტრავმული პერიოდი - ხრტილის ან ძვლოვანი ქსოვილის აღსადგენად

·        მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა

·        ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და სპორტსმენები

·        კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

შემადგენლობა

დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) შეიცავს:

შემადგენლობა

დღიური დოზა

%RM**

ვიტამინები:

ვიტამინი D

20 მკგ (800 სე*)

400

ვიტამინი K

200 მკგ

267

ვიტამინი C

120 მგ

150

ვიტამინი B6

3 მგ

214

ფოლის მჟავა

400 მკგ

200

ვიტამინი B12

10 მკგ

400

მინერალები:

კალიუმი

1,170 მგ

59

კალციუმი

600 მგ

75

თუთია

9 მგ

90

სპილენძი

1 მგ

100

მანგანუმი

2 მგ

100

ფტორი

1 მგ

29

·        *IU = საერთაშორისო ერთეულები

·        ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები:

დექსტროზა, კალიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, კალციუმის კარბონატი, მალტოდექსტრინი, L-ასკორბინის მჟავა, არომატიზატორი, თუთიის გლუკონატი, დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი, სილიციუმის დიოქსიდი, მანგანუმის სულფატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, სპილენძის სულფატი, დამატკბობელი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

ორთომოლი®ოსტეოს მიღების წესი

მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ  წყალში) დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ორთომოლი®ოსტეოს მიღება

ორთომოლი®ოსტეოს მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გაფრთხილება: 

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

·        ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

·        ორთომოლი ოსტეო შეიცავს ნახშირწყლებს (6,9 გ დღიურად), ამიტომ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში მიიღება სიფრთხილით 

·        არ გამოიყენება თირკმელების მძიმე დისფუნქციის დროს

·        თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, ორთომოლი ოსტეოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

№30 პაკეტი გრანულებით, ლიმონის არომატით.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლის ხარისხი:

·        პროდუქტები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი, ევროპული FDA) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy