ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტი პილეჟე - Pileje
ქრონობიენი ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტი პილეჟე - Pileje
სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედების მელატონინი - ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს
ქრონობიენ LP (დაყოვნებული მოქმედების) შეიცავს სწრაფი და ნელი გამოთავისუფლების მელატონინს. სწრაფი გამოთავისუფლების მელატონი განაპირობებს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას, ხოლო ნელი გამოთავისუფლების მელატონინი დილამდე ინარჩუნებს ორგანიზმში მელატონინის სტაბილურ დონეს და ეფექტურია ღამე ხშირად გამოღვიძების და დილას ადრიანად გაღვიძებისთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს (ძილის ჰორმონი), რომელსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. მელატონინი აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას. მელატონინი აუმჯობესებს გუნება - განწყობას გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი განაპირობებს ნეიროპროტექტორულ დაცვას - იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან და აუმჯობესებს ნეიროპლასტიურ - ნერვული უჯრედების განახლების პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.
ჩვენება
• ძილის დარღვევები, უძილობა
• სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• მოუსვენრობა, შფოთვა
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ვეგეტონევროზი
• საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 1,9 მგ მელატონინს (სწრაფი გამოთავისუფლების - 0.4 მგ; ნელი გამოთავისუფლების - 1.5 მგ).
დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი დაძინებამდე 1 საათით ადრე. რეკომენდებულია 2 თვე უწყვეტად.
გაფრთხილება
12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში, ეპილეფსიითა და ასთმით დაავადებულ პირებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.
ასევე, იხილეთ : Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ იმედიატი 20მლ სპრეი
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account