ნატალი პრე 30 კაფსულა ორთომოლი - Orthomol

განსაკუთრებული ფასი 161,50 GEL რეგულარული ფასი 170,00 GEL
მარაგშია
SKU
91984_2580

ჩვენება: აუმჯობესებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას, ზრდის დაორსულების შესაძლებლობას, ამზადებს ორგანიზმს წარმატებული ჩასახვისთვის.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი® ნატალი პრე

შეიგრძენი დედობის სიხარული!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლი® ნატალი პრეს ვიტამინების და მინერალების ინოვაციური კომპლექსი შექმნილია  ქალის ფერტილობის გასაუმჯობესებლად და ორსულობისთვის მოსამზადებლად. 

ორთომოლი® ნატალი პრე:

·        აუმჯობესებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას

·        ზრდის დაორსულების შესაძლებლობას

·        ამზადებს ორგანიზმს წარმატებული ჩასახვისთვის

·        არეგულირებს ქალის ჰორმონალურ ბალანსს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს

·        ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, აუმჯობესებს ჟანგბადის ცვლას

·        ზრდის ანტიმიულერის დონეს

·        ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას და უჯრედების სწორად დაყოფას

·        აძლიერებს იმუნურ სისტემას

·        აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

ორთომოლი® ნატალი პრეში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები და მახასიათებლები:

ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს (ზურგის ტვინის თიაქარის პრევენცია).

ორთომოლი® ნატალი პრეში შემავალი Quadrefolic®-ი არის ფოლატის აქტიური ფორმა, მისი ათვისება ხდება წინასწარი ტრანსფორმაციის გარეშე, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები - მონაწილეობს ნაყოფის ნერვული მილის, ნერვული სისტემის და ბადურის ფორმირებაში, აქვს ანტითრომბოზული მოქმედება.

კოენზიმი Q10 - იცავს კვერცხუჯრედებს, უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას და ფერტილობას.

იოდი + თუთია - ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, ნაყოფის სწორ განვითარებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ, აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფოლიკულის მომწიფების პროცესში, ოვულაციის რეგულაციაში, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის სეკრეციაში. იოდის დეფიციტი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დონის შენარჩუნება როგორც ნაყოფის, ისე დედის ჯანმრთელობისთვის. 

ვიტამინი D - ზრდის ემბრიონის ხარისხს, არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის დონეს, ინარჩუნებს მომავალი დედის და ნაყოფის ძვლების ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ვიტამინი B6 + ვიტამინი B12 - მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფოლიკულის მომწიფებისთვის, ოვულაციის ნორმალური მიმდინარეობისთვის, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ენერგეტიკულ ბალანსს,  ხელს უწყობს მომავალი დედის მენტალურ ჯანმრთელობას და ნაყოფის ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ განვითარებას.

ჩვენება:

·        ჩასახვის პრობლემები

·        კვერცხუჯრედის და ემბრიონის ტრანსფერიზაციის ხარისხის გაუმჯობესება

·        ენდომეტრიუმის მომზადება და ინსემინაციის დაგეგმვა

·        საკვერცხეების სასტარტო სტიმულაცია

·        საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია, ჰირსუტიზმი

·        უნაყოფობა, დაკავშირებული საკვერცხის ფუნქციის დარღვევასთან

·        ოვულაციის ციკლის დარღვევა

·        ხშირი თვითნებური აბორტი

·        გესტაციური დიაბეტი, დიაბეტი ტიპი II

·        ჭარბწონიანობა, მათ შორის ორსულებში

·        ასაკი 35 წელი და ზევით

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 კაფსულა შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %RM**
ვიტამინები:
ვიტამინი D       20 მკგ (800 სე)  400
ვიტამინი B6   1,4 მგ 100
ფოლის მჟავა, აქედან 800 მკგ 400
პტეროილმონოგლუტამინის მჟავა 400 მკგ  
(6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავას გლუკოზამინის მარილი (Quatrefolic®) 400 მკგ  
ვიტამინი B12  9 მკგ 360
მინერალები: 
თუთია  5 მგ 50
იოდი 150 მკგ 100
ასევე შეიცავს:
კოენზიმ Q10 70 მგ ***


·        ° RE = რეტინოლის ექვივალენტები

·        °° IU = საერთაშორისო ერთეულები

·        *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი

დამატებითი ინგრედიენტები:

კოენზიმი Q10, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, თუთიის ციტრატი, მაგნიუმის L ტრეონატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლს-გლუკოზამინალი, პტეროილმონოგლუტამინაზა, კალიუმიოდატი, ფეროლი, მეთილკობალამინი. 

ორთომოლი® ნატალი პრეს მიღების წესი:

მიიღება 1 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სამი თვე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა ბლისტერზე. 

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი, ევროპული FDA) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy