იმუნი 30 პაკეტი ორთომოლი - Orthomol

განსაკუთრებული ფასი 180,00 GEL რეგულარული ფასი 200,00 GEL
მარაგშია
SKU
92810_2580

ჩვენება: მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა,გრიპი და გაციება.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი® იმუნი

მიკრონუტრიენტები იმუნური სისტემის მხარდასაჭერად!

გრანულები!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.

ორთომოლი® იმუნი წარმოადგენს ინოვაციურ მულტივიტამინურ კომპლექსს, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად იმუნოდეფიციტის დროს. მზა დასალევი ფლაკონები ტაბლეტებთან ერთად უზრუნველყოფს მიკროელემენტების და ვიტამინების მაღალ ბიოშეღწევადობას.

ორთომოლი® იმუნის რეგულარული მიღება:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს
  • აფერხებს ვირუსის რეპლიკაციას და გავრცელებას
  • ააქტიურებს ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

ორთომოლი® იმუნში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

ვიტამინი A + E + სელენიიცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ პერიოდში.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.

თუთია ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

B ჯგუფის ვიტამინებიხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D + K + რკინააძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების და ქრონიკული ანთების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხ/სხ ინფექციების მიმართ.

მოლიბდენი ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას უჯრედულ დონეზე.

იოდიმნიშვნელოვანი მინერალია, მისი დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, იმპოტენციას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებმა ყოველდღიურად 150-300 მკგ იოდი უნდა მიიღონ, კაცებმა 150 მკგ.

ჩვენება:

  •   მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • გრიპი და გაციება
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი
  • არაბალანსირებული კვება
  • ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი
  • ხანდაზმული ასაკი
  • ფსიქო-ემოციური სტრესი
  • მალნუტრიცია

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 10 გ) შეიცავს:

შემადგენლობა

დღიური დოზა

%NRV**

 

ციტრუსის ბიოფლავონოიდები

5 მგ

 

ლუთეინი

800 მკგ

 

ლიკოპენი

200 მკგ

 

ვიტამინები:

ვიტამინი A

1.117 მკგ RE°

140

ბეტა კაროტინი

667 მკგ RE°

 

ვიტამინი D

15 მკგ (600 სე)

300

ვიტამინი E

150 მგ ალფა-TE°°°

1.250

ვიტამინი C

950 მგ

1.188

ვიტამინი K

60 მკგ

80

თიამინი B1

25 მგ

2.273

რიბოფლავინი B2

25 მგ

1.786

ნიაცინი

60 მგ NE*

375

ვიტამინი B6

20 მგ

1.429

ფოლის მჟავა

400 მკგ

200

ვიტამინი B12

6 მკგ

240

ბიოტინი

150 მკგ

300

პანტოთენი

18 მგ

300

მინერალები:

თუთია

10 მგ

100

რკინა

8 მგ

57

სპილენძი

0.5 მგ

50

მანგანუმი

2 მგ

100

სელენი

50 მკგ

91

ქრომი

30 მკგ

75

იოდი

150 მკგ

100

მოლიბდენი

60 მკგ

120

 

  • ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
  • °° IU = საერთაშორისო ერთეული
  • °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
  • *NE = ნიაცინის ექვივალენტი

· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები:

წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, გლიცერინი, ნატრიუმის L-ასკორბატი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), მარაკუიას წვენის კონცენტრატი, ლიმონმჟავა, საქაროზა, მალტოდექსტრინი, DL-ალფა ტოკოფერილის აცეტატი, ნიკოტინამიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, კალიუმის სორბიტი, რიბოფლავინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, თუთიის სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, შერეული ტოკოფეროლები, მაგნიუმის მარილები, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება სილიციუმის დიოქსიდი, ბეტა-კაროტინი, დამატკბობელი სუკრალოზა, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი, ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, D-ბიოტინი, რკინის ოქსიდის საღებავი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

დოზირება:

მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი გრანულები იხსნება 150 - 200 მლ წყალში) დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში.

გაფრთხილება:

  • შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
  • გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
  • არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№30 პაკეტი გრანულებით.

დოპინგთან ბრძოლის მიზნით, Orthomol Immun შედის Kölner List®-ში (Cologne List®) მეტი გამჭვირვალობის და უსაფრთხოებისთვის.

ასევე, იხილეთ: იმუნი ორთომოლი - Orthomol

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

  • ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
  • პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
  •  არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
  •  წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
  • თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

  • ISO 22000/GMP
  • International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
  •  BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
  • Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
  •  Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy