ლაქტიბიენ რეფერენსი 10 კაფსულა პილეჟე - Pileje
გამოიყენება ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობისა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ლაქტიბიენ რეფერენსი 10 კაფსულა პილეჟე - Pileje
ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება
· ლაქტიბიენ რეფერენსი წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 4 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებას
· ხელს უშლის დუღილის პროცესების, ანთებითი პროცესების განვითარებას ნაწლავებში
· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას
· ამაღლებს იმუნიტეტს
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში
ჩვენება
· ყაბზობით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· მეტეორიზმი, ყაბზობა, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში
· დაქვეითებული იმუნიტეტი
· ნაწლავური დისბაქტერიოზი
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 10 მილიარდი 4 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101; Lactobacillus helveticus LA102; Lactococcus lactis LA103; Streptococcus thermophilus LA104;
დოზირება
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში -1 კაფსულა დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. ხანგრძლივი ეფექტისთვის რეკომენდებულია 30 დღიანი კურსი.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: N10 კაფსულა.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.
ასევე, იხილეთ : Pileje - პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი
Units | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account