ლაქტიბიენ ATB 10 კაფსულა პილეჟე - Pileje

განსაკუთრებული ფასი 45,57 GEL რეგულარული ფასი 47,97 GEL
მარაგშია
SKU
65177_2863

გამოიყენება ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის, მწვავე დიარეის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

ლაქტიბიენ ATB 10 კაფსულა პილეჟე - Pileje

ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის, მწვავე დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ლაქტიბიენ ATB  წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის12 მილიარდი Lactobacillus rhamnosus GG LA801 შტამი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მიერ (WGO) ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის სამკურნალოდ. 

ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, სწრაფად აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, არეგულირებენ PH გარემოს, ელექტროლიტურ ბალანსს, აფერხებენ ტოქსინების, ალერგენების და პათოგენების შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებების და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას

ჩვენება

ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 12 მილიარდ რძემჟავა ფერმენტს - Lactobacillus rhamnosus GG LA801. 

დოზირება

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში - 1 კაფსულა დღეში კვების წინ ერთ ჭიქა წყალთან ერთად - 10 დღის განმავლობაში. მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე მისაღებია ვეგეტარიანელებისთვის.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: N10 კაფსულა.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ აიმედია 4 სტიკი

მეტი ინფორაცია
Units10
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy