კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა სოლგარი - Solgar
ჩვენება: გულის იშემიური დაავადებები ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია. ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას.
კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა სოლგარი - Solgar
მეგასორბი კოენზიმ -Q 10 200მგ
რატომ სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 ?
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას.
· აძლიერებს იმუნიტეტს;
· ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას;
· ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას;
· ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
· ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით;
სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 დამზადებულია ბრინჯის ქატოს ზეთზე, რაც ხელს უწყობს მის სწრაფ შეწოვასა და ათვისებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმები
კოენზიმ Q-10 (უბიქინონი) ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში. იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას.
კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას.
არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან.
კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.
ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.
ასევე დადგენილია, რომ Q-10 მნიშვნელოვანია მათთვის ვინც იღებს სტატინის მედიკამენტებს, ვინაიდან მას შეუძლია აღადგინოს ის რასაც ეს მედიკამენტები შლიან. CoQ-10 არ წარმოადგენს სტატინებით თერაპიის შემცვლელს, ამიტომ არ შეწყვიტოთ გამოწერილი მედიკამენტების მიღება.
ჩვენება:
· კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია;
· ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი;
· ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;
· ანდროლოგია: უშვილობა მამაკაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა (ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ), ვარიკოცელე;
· გინეკოლოგია: ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, კლიმაქტერული სინდრომი, ანემბრიონია, თვითნებითი აბორტი, ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნით გამოწვეული უშვილობა, ჰორმონალური დისბალანსი;
· ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;
· გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
· პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები;
· დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა;
· ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
· ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირიკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;
შემადგენლობა:
კოენზიმ -Q 10 200მგ
დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, ეთერზეთები, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს .
დოზირება:
1 კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account