ამვი ნაითი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ამვი ნაითი საძილე, დამამშვიდებელი საშუალება.
ამვი ნაითი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
საძილე, დამამშვიდებელი საშუალება
ამვი ნაითი კომბინირებული მოქმედების დამამშვიდებელი, საძილე საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას, ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ამვი ნაითის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს, არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ, ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას. კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვს მსუბუქი საძილე, დამამშვიდებელი მოქმედება, ახასიათებს სპაზმოლიზური, მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას. პასიფლორა ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას და დაძაბულობას, ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას. მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ხსნის კუნთოვან სპაზმს, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას, უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს.
ჩვენება
• ძილის დარღვევები, უძილობა
• მოუსვენრობა, შფოთვა
• მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით
• ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)
• კლიმაქტერული სინდრომი
• ანგიონევროზი და ვეგეტონევროზი
• ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი)
შემადგენლობა
მელატონინი - 3 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 75 მგ, კატაბალახას ფესვი - 150 მგ, პასიფლორა - 75 მგ.
დოზირება
1-2 კაფსულა დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account