პრო ჯუნიორი საღეჭი 30 ტაბლეტი ორთომოლი - Orthomol
პრო ჯუნიორი საღეჭი 30 ტაბლეტი ორთომოლი - Orthomol
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი®პრო ჯუნიორი - აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, აძლიერებს იმუნიტეტს!
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: 5 მილირდი 6 მიკრობიოტული შტამი + ვიტამინი C!
ორთომოლი®პრო ჯუნიორი რძემჟავა ბაქტერიების და C ვიტამინის ინოვაციური კომპლექსია, რომელიც აღადგენს მიკროფლორას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სხვადასხვა დაავადებების პრევენციას.
ორთომოლი®პრო ჯუნიორი:
· შექმნილია LAB2PRO™ ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ მიკრობიოტური შტამები იწარმოება კომპანია ორთომოლის მიერ დაპატენტებული ორმაგი საფარის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს შტამების მაღალ რეზისტენტობას და მდგრადობას ტემპერატურული ცვლილების, ნაღვლის მჟავების, ფერმენტების და PH-ის მიმართ
· აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას
· აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას
· აძლიერებს იმუნიტეტს
· არეგულირებს ენერგო ბალანსს
· აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას
· გამოიყენება ბავშვებში 4 წლიდან
რძემჟავა ბაქტერიები - (ბიფიდო და ლაქტობაქტერიები) მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შესანარჩუნებლად. ნაწლავის მიკროფლორის სწორად დაბალანსება არამარტო საჭმლის მომნელებელი სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობენ გაციების, ვირუსების და ბაქტერიული ინფექციების პრევენციას.
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. ისინი ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანსმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას, ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას.
ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში.
ვიტამინი C - ხელს უწყობს ენერგეტიკული ცვლის ნორმალიზებას და იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
ჩვენება
· ნაწლავის მიკროფლორის დარღვევები
· შებერილობა, დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· დაქვეითებული იმუნიტეტი
· ხანგრძლივი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია
· ხშირი ალერგიული რეაქციები
შემადგენლობა
დღიური დოზა 1 საღეჭი ტაბლეტი (0,7 გ) შეიცავს:
შემადგენლობა |
დღიური დოზა |
%RM** |
რძემჟავა მიკრობაქტერიები |
5X108 CFU° |
*** |
Bifidobacterium longum |
||
Bifidobacterium breve |
||
Lactobacillus plantarum |
||
Lactobacillus casei |
||
Lactococcus lactis |
||
Streptococcus thermophilus |
||
ვიტამინი C |
12 მგ |
15 |
· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი
· *CFU = კოლონიის ფორმირების ერთეულები
დამატებითი ინგრედიენტები
სტაბილიზატორი იზომალტი, დამატკბობელი ქსილიტოლი და სორბიტოლი, რძემჟავა მიკრობაქტერიები (Bifidobacterium longum, Bifidobacterium breve, Lactobacillus plantarum, Lactobacillus Casei, Lactococcus Lactis, Streptococcus thermophilus, შეიცავს რძეს და სოიოს), მალტოდექსტრინი, C ვიტამინის შემცველი აცეროლას წვენის კონცენტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ფრუქტოოლიგოსაქარიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ჭარხლის წვენის კონცენტრატი, ტრეჰალოზა.
არ შეიცავს: გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, არის ვეგეტარიანული.
ორთომოლი®პრო ჯუნიორის მიღების წესი
მიიღება 1 საღეჭი ტაბლეტი (დათუნიას ფორმის) დღეში 4 წლის ასაკიდან ჭამის დროს ან შემდეგ.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
№30 საღეჭი ტაბლეტი (დათუნიას ფორმის).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლის ხარისხი:
· პროდუქტები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი, ევროპული FDA)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account