პრო მეტაბოლი 30 კაფსულა ორთომოლი - Orthomol
პრო მეტაბოლი 30 კაფსულა ორთომოლი - Orthomol
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი®პრო მეტაბოლი - მეტაბოლური პროცესების გაძლიერება!
ერთი კაფსულა შეიცავს 5 მილირდ 10 მიკრობიოტულ შტამს + თუთია!
ორთომოლი®პრო მეტაბოლი ბიოლოგიურად აქტიური ინოვაციური საკვები დანამატი თუთიასთან ერთად შეიცავს სპეციალურად შერჩეულ მიკრობაქტერიების კომპლექსს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, აღადგენს ნაწლავებისა და ლორწოვანი გარსების მიკროფლორას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.
ორთომოლი®პრო მეტაბოლი:
· შექმნილია LAB2PRO™ ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ მიკრობიოტური შტამები იწარმოება კომპანია ორთომოლის მიერ დაპატენტებული ორმაგი საფარის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს შტამების მაღალ რეზისტენტობას და მდგრადობას ტემპერატურული ცვლილების, ნაღვლის მჟავების, ფერმენტების და PH-ის მიმართ
· ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მჟავების ნორმალურ მეტაბოლიზმს
· არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს
· აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას
· აქტიურად გამოიყენება წონის კლების დროს
· აძლიერებს იმუნიტეტს
· აფერხებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში
· ხელს უშლის ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებას
რძემჟავა ბაქტერიები - (ბიფიდო და ლაქტობაქტერიები) მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შესანარჩუნებლად. ნაწლავის მიკროფლორის სწორად დაბალანსება არამარტო საჭმლის მომნელებელი სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობენ გაციების, ვირუსების და ბაქტერიული ინფექციების პრევენციას.
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანსმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას, ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას.
ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში.
კვლევების თანახმად, Lactobacillus rhamnosus მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმში ჰორმონ ლეპტინის დონეზე. ლეპტინი ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმის გაძლიერებას და მადის შემცირებას, შესაბამისად მცირდება სხეულის წონა. გარდა ამისა, ლეპტინი აკონტროლებს მადას, რაც ამცირებს დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობას.
ლეპტინის დონის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მადის გაზრდა და წონაში მატება.
თუთია - ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის აღდგენას, აქტიურად მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში.
ჩვენება
· ნაწლავური დისბაქტერიოზი
· შებერილობა, დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· მეტაბოლური დარღვევები
· დაქვეითებული იმუნიტეტი
· წონის კლების პროგრამა, ორგანიზმის დეტოქსიკაცია
· ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია
· ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია
· ხშირი ალერგიული რეაქციები
შემადგენლობა
დღიური დოზა 1 კაფსულა (0,57 გ) შეიცავს:
შემადგენლობა |
დღიური დოზა |
%RM** |
რძემჟავა მიკრობაქტერიები |
5X108 CFU° |
*** |
Bifidobacterium longum |
||
Bifidobacterium bifidum |
||
Bifidobacterium lactis |
||
Bifidobacterium breve |
||
Lactobacillus acidophilus |
||
Lactobacillus rhamnosus |
||
Lactobacillus plantarum |
||
Lactobacillus casei |
||
Pediococcus pentosaceus |
||
Streptococcus thermophilus |
||
თუთია |
1,5 მგ |
15 |
· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი
· *CFU = კოლონიის ფორმირების ერთეულები
დამატებითი ინგრედიენტები
ფრუქტოოლიგოსაქარიდები, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მალტოდექსტრინი, მიკროორგანიზმები (Bifidobacterium longum, Bifido bacterium bifidum, Bifidobacterium lactis, Bifidobacteriumbreve, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus rhamno sus, Lactobacillus plantarum, Lactobacillus casei, Pedio coccus pentosaceus, Streptococcus thermophilus, შეიცავს რძეს და სოიოს), მაგნიუმის მარილები, ცხიმოვანი მჟავები, თუთიის ოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა.
არ შეიცავს: გლუტენს, ხელოვნურ საღებავებს, გმო-ს. არის ვეგეტარიანული.
ორთომოლი®პრო მეტაბოლის მიღების წესი
მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
გაფრთხილება
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
· გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
№30 კაფსულა.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლის ხარისხი:
· პროდუქტები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი, ევროპული FDA)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account