ლაქტიბიენ აიმედია 4 სტიკი პილეჟე - Pileje

განსაკუთრებული ფასი 31,96 GEL რეგულარული ფასი 33,64 GEL
მარაგშია
SKU
65179_2863

ლაქტიბიენ აიმედია გამოიყენება მწვავე დიარეის, გასტროენტერიტით გამოწვეული დისბაქტერიოზის სამკურნალოდ.

ლაქტიბიენ აიმედია  4 სტიკი  პილეჟე - Pileje

მწვავე დიარეის, გასტროენტერიტით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა 

·  ლაქტიბიენ აიმედია წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 30 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 4 შტამი, რომლიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის სწრაფად აღდგენასა და შენარჩუნებას. 

·  ხელს უშლის დუღილის პროცესების განვითარებას

·  აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას

·  უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას    

ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, არეგულირებენ PH გარემოს, ელექტროლიტურ ბალანსს, აფერხებენ ტოქსინების, ალერგენების და პათოგენების შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებების და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას.

ჩვენება

·        მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული)

·        მწვავე ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტი

·        ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პრევენცია; 

·        ნაწლავური დისბაქტერიოზი

·        გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

შემადგენლობა

1 ოროდისპერსული სტიკი შეიცავს: 30 მილიარდი 4 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები)  - Bifidobacterium longum LA101;  Lactobacillus helveticus LA102;  Lactococcus lactis LA103;  Streptococcus thermophilus LA104; 

დოზირება

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში - თითო სტიკი დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე, მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. აქვს ორცხობილას სასიამოვნო გემო, არ საჭიროებს წყლის მიყოლებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: N4 ოროდისპერსული სტიკი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

ასევე, იხილეთ : Pileje - პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი

მეტი ინფორაცია
Units4
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy