იმუნი პრო 30გრ პაკეტი და კაფსულა ორთომოლი - Orthomol
იმუნი პრო 30გრ პაკეტი და კაფსულა ორთომოლი - Orthomol
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი® იმუნი პრო - იმუნური სისტემის სამმაგი დაცვა!
ორთომოლი®იმუნი პრო ვიტამინების, მინერალების, მცენარეული წარმოშობის პრებიოტიკი ინულინის და რძემჟავა ბაქტერიების ინოვაციური კომპლექსია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აღადგენს მიკროფლორას ანტიბიოტიკების, ჰორმონების და სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სხვადასხვა დაავადებების პრევენციას.
ორთომოლი®იმუნი პრო კომპლექსი
· ხელს უწყობს იმუნიტეტის სამმაგ დაცვას, რაც განპირობებულია პრებიოტიკების, პრობიოტიკების და მიკრონუტრიენტების სინერგიული მოქმედებით
· უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ დაცვას უჯრედულ დონეზე
· აფერხებს ანთებით პროცესებს
· ხელს უშლის ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებას
· ორთომოლი®იმუნი პროს აქტიური ნივთიერებები მოთავსებულია ინოვაციურ DR კაფსულაში (DR = delayed release - ნელი გამოთავისუფლება), რაც უზრუნველყოფს სასარგებლო ბაქტერიების გამოთავისუფლებას წვრილ ნაწლავში
ინულინი - მიღებული ვარდკაჭკაჭას ფესვებისგან, არის ბუნებრივი პრებიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აქტივობას, ასტიმულირებს პრობიოტიკების მოქმედებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ინულინი, ასევე, იცავს ნაწლავის მიკრობიოტას და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, აუმჯობესებს ორგანიზმში კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას.
რძემჟავა ბაქტერიები - (ბიფიდო და ლაქტობაქტერიები) მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შესანარჩუნებლად. ნაწლავის მიკროფლორის სწორად დაბალანსება არამარტო საჭმლის მომნელებელი სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობენ გაციების, ვირუსების და ბაქტერიული ინფექციების პრევენციას.
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანსმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას, ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას.
ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში.
ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან.
ბიოტინი და ნიაცინი B ჯგუფის ვიტამინებია. ნიაცინი აძლიერებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბიოტინი ახდენს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და მონაწილეობს ენერგიის სინთეზში.
თუთია და სელენი ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას, ხსნის ნაწლავის სპაზმს.
სპილენძი მონაწილეობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში.
მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და წარმოადგენს დიეტის მნიშვნელოვან კომპონენტს სხვადასხვა დაავადების დროს.
ვიტამინი D, თუთია, სელენი, სპილენძი, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი A, ვიტამინი B6 და ვიტამინი B12 - ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი C, ვიტამინი E, ვიტამინი B2, თუთია, სელენი, სპილენძი და მანგანუმი - გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
ჩვენება
· დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობა
· ნაწლავის მიკროფლორის დარღვევები
· შებერილობა, დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· დაქვეითებული იმუნიტეტი
· ნაწლავური დისბაქტერიოზი
· ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია
· ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია
· ხშირი ალერგიული რეაქციები
· კანის დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი)
შემადგენლობა
დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) შეიცავს:
შემადგენლობა |
დღიური დოზა |
%RM** |
ციტრუსის ბიოფლავონოიდები |
20 მგ |
*** |
ლუთეინი |
800 |
*** |
ლიკოპენი |
200 |
*** |
ინულინი |
2 გ |
*** |
რძემჟავა მიკრობაქტერიები: |
2X109 CFU° |
*** |
Bifidobacterium lactis |
*** |
|
Bifidobacteriuminfantis |
*** |
|
Bifidobacterium longum |
*** |
|
Lactobacillus plantarum |
*** |
|
Lactobacillus rhamnosus |
*** |
|
ვიტამინები: |
||
ვიტამინი A, აქედან |
1.417 მკგ RE° |
177 |
ბეტა კაროტინი |
667 მკგ |
|
ვიტამინი D |
15 მკგ (600 სე°°) |
300 |
ვიტამინი E |
36 მგ alpha-TE°°° |
300 |
ვიტამინი K |
60 მკგ |
80 |
ვიტამინი C |
300 მგ |
375 |
თიამინი |
3 მგ |
273 |
რიბოფლავინი |
3,6 მგ |
257 |
ნიაცინი |
35 მგ |
219 |
ვიტამინი B6 |
3,6 მგ |
257 |
ფოლის მჟავა |
300 მკგ |
150 |
ვიტამინი B12 |
6 მკგ |
240 |
ბიოტინი |
150 მკგ |
300 |
პანტოთენის მჟავა |
18 მგ |
300 |
მინერალები: |
||
რკინა |
2,2 მგ |
16 |
თუთია |
7 მგ |
70 |
სპილენძი |
0,5 მგ |
50 |
მანგანუმი |
0,5 მგ |
25 |
სელენი |
30 მკგ |
55 |
ქრომი |
30 მკგ |
75 |
მოლიბდენი |
50 მკგ |
100 |
· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· RE = რეტინოლის ეკვივალენტები
· °° IU = საერთაშორისო ერთეულები
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
· * NE = ნიაცინის ექვივალენტები
· *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი
· *CFU = კოლონიის ფორმირების ერთეულები
დამატებითი ინგრედიენტები
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მალტოდექსტრინი, ინულინი (Cichorium intybus-დან), ფორთოხლის ფხვნილი, L-ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, არომატიზატორი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, DL-ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი, თუთიის გლუკონატი, ბიოფლავონოიდებით მდიდარი ციტრუსის ექსტრაქტი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, შერეული ტოკოფეროლი, დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, რკინის სულფატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ბეტა-კაროტინი, თიამინის მონონიტრატი, რიბოფლავინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სპილენძის სულფატი, სილიკონის დიოქსიდი, მანგანუმის სულფატი, რეტინილ აცეტატი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ საღებავებს.
ორთომოლი®იმუნი პროს მიღების წესი
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) და 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში, ხანგრძლივად.
გაფრთხილება
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
· ორთომოლი®იმუნი პრო შეიცავს ნახშირწყლებს (12 გ დღიურად), ამიტომ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში მიიღება სიფრთხილით
· გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
№30 პაკეტი გრანულებით + №30 კაფსულა ბლისტერზე.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლის ხარისხი:
· პროდუქტები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი, ევროპული FDA)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account