Cholekard - ქოლეკარდი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 38,49 GEL რეგულარული ფასი 42,30 GEL
მარაგშია
SKU
51335_1586

ჩვენება:სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.

 ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსი
 არ შეიცავს გლუტენს 30 ტაბლეტი-18 გრ. 
 ქოლეკარდი® არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მონაკოლინ K, მიღებულს ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
ინგრედიენტები: ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, (Monascus purpureus, მიღებული საფუარა სოკოს და Oryza sativa L. თესლის ფერმენტაციით) სტანდარტიზებული 3% მონაკოლინ K, მიკროკრისტალური ცელულოზა, CoQ10, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
ნუტრიციული ინფორმაცია
ფერმენტირებული წითელი ბრინჯი ----- 334 მგ
ექვივალენტური მონაკოლინ K ----- 10 მგ CoQ1 ----- 20 მგ
მონაკოლინ K ბუნებრივი წაროშობის ფიტოსტატინია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე. ისევე როგორც სხვა სტატინები იგი წარმოადგენს ფერმენტ HMG CoA- რედუქტაზას ( კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს : თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს.ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას. აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების (TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინე-ბთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
 რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
•პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში
•დისლიპიდემია, კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია
•ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
•მეტაბოლური სინდრომი
•ქოლეკარდის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II -ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით.
•სინთეზური სტატინების „აუტანლობა“ (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).
გაფრთხილებები:
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მიმართეთ ექიმს საკონსულტაციოდ.
არ გამოიყენოთ ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ასევე არ გამოიყენოთ ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებთან ერთად.
შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. მნიშვნელოვანი ეფექტი მიიღწევა ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან მიღებული 10 მგ მონაკოლინ K მიღებისას, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, მოარიდეთ სითბოს.
მიღების წესი
1 ტაბლეტი საღამოს საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი- მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შეუთვა: 30 ტაბლეტი
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც არის მითითებული კოლოფზე და რჩება ინტაქტური კოლოფის სწირად შენახვის შემთხვევაში.
მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy