Uro-Complex - ურო-კომპლექსი 15 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 25,24 GEL რეგულარული ფასი 35,05 GEL
მარაგშია
SKU
49913_2275

ჩვენება:საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, საშარდე სისტემის პრობლემებისას.

ურო -კომპლექსი უზრუნველყოფს უროგენული ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობას საშარდე სისტემაში, იცავს მას განმეორებითი ინფექციებისაგან.

პრეპარატი შედგება ხუთი კომპონენტისგან.
ერთი კაფსულა შეიცავს:
შტოშის ექსტრაქტს 360 მგ, რომელშიც10% -ია პროანტოციანიდი (PAC)-36 მგ
შვიტას ექსტრაქტს 75 მგ
მწვანე ჩაის ექსტრაქტს 75 მგ
ჭინჭრის ექსტრაქტს 25 მგ
შვრიის ექსტრაქტს 25 მგ
პროანტოცინიდი (PAC)- ხელს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და ადჰეზიას უროთელიუმზე.
შტოშის ექსტრაქტი ბუნებრივ  ანტიბიოტიკად მიიჩნევა.იგი ანადგურებს პათოლოგიურ ბაქტერიებს და იცავს საშარდე სისტემას რეინფექციებისაგან.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე E და C ვიტამინი. ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებაში და საშარდე სისტემას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში.
ჭინჭრის და შვიტის ექსტრაქტი ასუფთავებს საშარდე სისტემას და ეხმარება მას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში. აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც აუმჯობესებს თირკმლის ექსკრეტორულ ფუნქციას, განაპირობებს ტოქსინებისა და პათოლოგიური ბაქტერიების სწრაფ დ ადვილ გამოდევნას ორგანიზმიდან.
შვრიის ექსტრაქტი (შეიცავს 7% ფლავონოიდებს) შვიტასთან ერთად იცავს საშარდე სისტემას კრისტალების  წარმოქნისგან, აღადგენს საშარდე სისტემის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ შემაწუხებელ და დისკომფორტის სიმპტომებს. აქვს დადებითი მოქმედება სისხლძარღვებზე.
ჩვენებები:

საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
საშარდე სისტემის პრობლემებისას

საშარდე სისტემის განმეორებითი ინფექციების პროფილაქტიკისათვის

საშარდე სისტემის ინფექციების განვითარების რისკის გაზრდისას

მიღების წესი და დოზირება: 

ერთი კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. 

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას.

გამოშვების ფორმა:

ჟელატინისებური კაფსულა # 15

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება მშრალ და გრილ ადგილას. არ გამოიყენოთ პროდუქტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy