Solgar - სოლგარი კურკუმინი 30 კაფსულა
სოლგარი
კურკუმინი
185-ჯერ უფრო სწრაფი...უკეთესი... მაღალი ბიოშეღწევადობა
რა არის კურკუმინი?
კურკუმინი წარმოადგენს სამკურნალო მცენარე კურკუმას (ტურმერიკის) მთავარ აქტიურ ნივთიერებას, კურკუმინოიდს, რომლის შემცველობაც 93-95%-ს აღწევს. იგი განსაზღვრავს მის ყვითელ შეფერილობას. კურკუმინი ფენოლური შენაერთია, რომელიც მიიღება ტურმერიკის რიზომადან.
რაში გვჭირდება კურკუმინის ახალი ფორმა?
სტანდარტულ კურკუმინს აქვს ძალიან დაბალი ბიოშეღწევადობა:
- რთულად შეიწოვება
- მეტაბოლიზმი როგორც ღვიძლში ასევე ნაწლავებში იმდენად სწრაფია, რომ მისი მაღალი დოზით მიღების შემთხვევაშიც კი ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს სისხლში
- დეტოქსიკაციური თვისებაც შენელებულია
- გართულებულია ქსოვილებში განაწილება
სწორედ ამიტომ სოლგარმა შექმნა სპეციალური ფორმულა ბიოშეღწევადობის გასაზრდელად. დაამატა ემულსიები და ლიპოსომები (ფოსფოლიპიდების გამოყენებით), პიპერინი, რომელიც შავი პილპილის ალკალოიდს წარმოადგენს და ზრდის კურკუმინის შეწოვას 2000% ით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეამცირა მოლეკულის ზომა 10-დან 200ნმ-ის ფარგლებში, შექმნა მიცელა(ამფიპათიური მოლეკულების სფერული აგრეგაცია). ნაღვლის მჟავების მეშვეობით მიცელის მოლეკულის ცხიმში ხსნადი ნაწილი ექცევა შიგნით, ხოლო წყალში ხსნადი - ეკვრის გარს, შედეგად მოლეკულა შეღწევადი ხდება ნაწლავის წყალში ხსნად გარემოში. მცირე ზომის კურკუმინის მიცელა მარტივად გადის ნაწლავის მიკროხაოებში და აღწევს სისხლში.
რატომ სოლგარის კურკუმინი?
- სოლგარი პირველია, რომელმაც ორგანიზმისთვის რთულად ასათვისებელი კურკუმას ექსტრაქტი გარდაქმნა ცხიმში და წყალში ხსნად კვებით დანამატად, რომლის ათვისებაც ხდება მომენტალურად
- 8-ჯერ უფრო სწრაფი აბსორბცია
- სოლგარის კურკუმინის 40მგ შეესაბამება სტანდარტული კურკუმას 7400 მგ(7,4გ)-ს
- გახანგრძლივებული მოქმედება, ორგანიზმში რჩება 24 საათის განმავლობაში
- 185-ჯერ უკეთესი ბიოშეღწევადობა
- ბიომიმეტიკი (ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივის მსგავსი მიცელა)
- უზრუნველყოფს ცხიმში ხსნადი კურკუმინის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლიან გარემოში ხსნადობას
- PH სტაბილურია 1.1 დან 8.0 მდე ( არ იშლება კუჭის მჟავა გარემოში)
- პატარა, შესაბამისი ზომა, იმისთვის რომ გააღწიოს მიკროხაოში და მაქსიმალურად აბსორბირდეს
ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან და ეხმარება ორგანიზმს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში.
მეცნიერული აღმოჩენების თანახმად, სამხრეთ აზიაში, სადაც საკვებად იყენებენ და სხვადასხვა კერძებში ამატებენ კურკუმას, სიმსივნით დაავადებული ადამიანების სიხშირე 10- ჯერ უფრო დაბალია1. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ "არ არსებობს კიბოს ისეთი სახეობა, რომელიც არ ექვემდებარება კურკუმინით მკურნალობას". კვლევებით დადგენილია, რომ კურკუმინი ერევა არა ერთეულ, არამედ მრავალ სამიზნეს, რომლებიც ჩართულნი არიან კიბოს წარმოქმნის პროცესში, სიმსივნური უჯრედების ზრდის ფაქტორის დაბლოკვის ხარჯზე. თრგუნავს კიბოს ღეროვანი უჯრედების თავიდან გაზრდას, რომლებიც კიბოს სათავეებად გვევლინებიან და ხშირ შემთხვევაში არ ექვემდებარებიან ქიმიო და სხივური თერაპიით მკურნალობას2. იწვევს სიმსივნის დამრთგუნველი 600 მდე გენის აქტივაციას3 . სიმსივნეს სისხლმომარაგების გარეშე ტოვებს4 . ანადგურებს კიბოს უჯრედებს5. პირდაპირი სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა განაპირობებს კურკუმინის ანტიკანცეროგენულ მოქმედებას, მაგრამ მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით ის შერჩევითად მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის და არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს.
კურკუმა 5600 კვლევის საგანი გახდა. შციენტიფიც ჟოურნალ “The Prostate”-მა, 2011წელს დაადგინა, რომ კურკუმინი მნიშვნელოვნად აჩერებს პროსტატის და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ზრდას. international journal of cancer -ში 2007 წელს გამოქვვეყნებული კვლევის მონაცემებით კურკუმინი ოქსალიპლატინზე უფრო ეფექტურია წვრილი დ მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობისას, UCLA ჩატარდა კვლევები კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე. კურკუმინი ეფექტურია პანკრეასის კიბოსთან ბრძოლის დროს, ამცირებს სარძევე ჯირკვლის და ფილტვის კიბოს ზრდის პოტენციალს6. აფერხებს მელანომის წარმოქმნას და ანადგურებს უკვე წარმოქმნილ უჯრედებს. კურკუმინი ამცირებს ლეიკემიის განვითარების რისკს ბავშვებში. აძლიერებს ქიმიოთერაპიის ეფექტურობას და ამცირებს ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს(ინტოქსიკაცია, გულისრევა-ღებინება, თმის ცვენა, წონაში კლება).
კურკუმინს აღიარებს ამერიკის კიბოსთან ბრძოლის ოთხი მნიშვნელოვანი ცენტრი: MD Anderson Cancer Center, UCLA (university of California, Los Angeles), The Emory School of Medicine, Tufts.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. (Professor Bharat Aggerwal PH. D. MD Anderson Cancer Center, Texas)
2. National Cancer Institute, US).
3. Journal of "Genes and Nutrition" (2011, 6 (2) 93-108).
4. Emory School of Medicine, Atlanta, USA 2013
5. Kentucky University, 2013
6. The University of Missouri, Columbia, US, 2011), Tufts University.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
ანთების საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა ბლოკავს ან ციკლოოქსიგენაზას ან ლიპოქსიგენაზას, კურკუმინი კი ბლოკავს ორივეს და შედეგად აინჰიბირებს როგორც პროსტაგლანდინების, ისე ლეიკოტრიენების მოლეკულებს.იგი როგორც ცოგ-2 ის ბუნებრივი ინჰიბიტორი, ბლოკავს უჯრედის ბირთვში შეღწევად NF-Kb მოლეკულას, რომელიც განაპირობებს ქრონიკული დაავადებების უმეტესობას და გენეტიკურად დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან. კურკუმინი ბიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც მოლეკულურ დონეზე ებრძვის ანთებას. მრავალი კვლევის შედეგებით ჩანს რომ კურკუმინის ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე ისეთი პრეპარატებისა როგორიცაა: ასპირინი, იბუპროფენი, ფენილბუტაზონი, ნაპროქსენი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, დექსამეტაზონი, ცელეკოქსიბი, და ტამოქსიფენი. სწორედ ამიტომ კურკუმინი წარმატებით გამოიყენება როგორც ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება რევმატოლოგიაში - ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ანტითრომბოლიზური, კარდიო და ანგიოპროტექტორული მოქმედების გამო კურკუმა ამცირებს თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქების ჩამოყალიბების რისკს, ზრდის ნეიროტროპულ ფაქტორს და გამოიყენება დეპრესიის და ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოიყენება სისტემური დარღვევების დროს, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის და სისტემური წითელი მგლურას სამკურნალოდ. აუმჯობესებს რა სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის ფუნქციონირებას, არეგულირებს წნევას, სისხლის შედედებას და ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას.
ბუნებრივი ანტიბიოტიკი, სინთეზური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით კურკუმინი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ღვიძლზე, სისხლსა და ნაწლავურ ფლორაზე. ასუფთავებს ღვიძლს, სისხლს, ინარჩუნებს ნაწლავურ ფლორას და არ იწვევს დისბაქტერიოზს.
.
ბუნებრივი ანტისეპტიკი და ანტიბაქტერიული საშუალება
კურკუმინი აქტიურად გამოიყენება ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ, ჰელიკობაქტერიით გამოწვეულ დაავადებებთან, ჰელმინთებთან და პარაზიტებთან საბრძოლველად.
ჰიპოლიპიდემიური ეფექტი
აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, მოთხოვნილებას ცხიმიან და ტკბილ საკვებზე, აკონტროლებს ცხიმების ცვლას - ახდენს წონის კორექციას.
მატონიზირებელი ეფექტი
უზრუნველყოფს მის აქტუალურობას ვირუსული დაავადებების დროს. ძლიერი ენერგეტიკული ეფექტის გამო არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება ძილის წინ. კურკუმინი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და რეგენერაციის პროცესებს. გამოიყენება ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კურკუმინი გამოიყენება:
ონკოლოგია - ქიმიოთერაპია:
- ნებისმიერი წარმოშობის სიმსივნური დაავადების მკურნალობისას
- რადიო და ქიმიოთერაპიის პროცესში და მის შემდგომ
- ონკოდაავადებების პრევენციისთვის
გასტროენტეროლოგია
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული გასტრიტი,
- Helicobacter pylori (H pylori)-ის ინფექციით გამოწვეული კუჭის წყლული
- კუჭის პეპტიური წყლული
- დიარეა
- მეტეორიზმი, დისპეპსია,
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება
- ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
გულ - სისხლძარღვთა დაავადებები
- ათეროსკლეროზი
- ჰიპერქოლესტერინემია
- სისხლძარღვოვანი დისფუნქცია
- გულის ჰიპერტროფია
- დიაბეტური კარდიომიოპათია
- არტერიული ჰიპერტენზია
- ფიბრომიალგია
- კორონარული არტერიის შუნტირება
ნევროლოგია
- დეპრესია
- დემენცია
- ალცჰეიმერის დაავადება
სხვა დაავადებები
- პირის ღრუს დაავადებები (გინგივიტი)
- დერმატომიკოზი
- ფსორიაზი
- კანზე გამონაყარი (წითელი ბრტყელი ლიქენი)
- კანის ქავილი
- დიაბეტი
- ასთმა
- ინტოქსიკაცია და ალერგია
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
- თავის ტკივილი
- მენსტრუალური პრობლემები
შემადგენლობა:
სრული სპექტრის კურკუმინის ექსტრაქტი, რომელიც უზრუნველყოფილია:
საერთო (ჯამური) კურკუმინოიდები 48მგ,
კურკუმინი 40მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: სრული სპექტრის კურკუმინის (პოლისორბატი 80 (ემულსია)), ტურმერიკის ექსტრაქტი (Curcuma longa (რიზომა)), ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი.
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, დამატკბობელს, კონსერვანტებს და საღებავს.
დოზირება : გამოიყენება როგორც საკვები დანამატი, მოზრდილთათვის 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის ან თავსახურის მთლიანობა დარღვეულია.
რაოდენობა: 30 კაფსულა
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account