Krosh - კროში სიროფი 100მლ
ჩვენება:აუმჯობესებს მადას, იმუნიტეტს, ფიზიკურ და გონებრივ პერფორმანსს.
კროში
სიროფი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
L-კარნიტინის ტარტრატი,
ნიკოტინმჟავა (B3 ვიტამინი),
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი),
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი),
თიამინი (B1ვიტამინი),
ბიოტინი,
ციანკობალამინი (B12 ვიტამინი).
შემადგენლობა და დოზა | რეკომენდებული სადღეღამისო დოზა | ||
2-6 წელი - 2.5მლ | 6-12 წელი - 5მლ | 12 წლიდან - 10მლ | |
L-კარნიტინი | 30მგ | 60მგ | 120მგ |
B3 | 2.75მგ (17% NRV*) | 5.5მგ (34% NRV*) | 11მგ (69% NRV*) |
B6 | 0.3 მგ (21% NRV*) | 0.6 მგ (43% NRV*) | 1.2 მგ (86% NRV*) |
B2 | 0.25 მგ (18% NRV*) | 0.5 მგ (36% NRV*) | 1 მგ (71% NRV*) |
B1 | 0.25 მგ (23% NRV*) | 0.5 მგ (45% NRV*) | 1 მგ (91% NRV*) |
ბიოტინი | 3.75 მკგ (8% NRV*) | 7.5 მკგ (15% NRV*) | 15 მკგ (30% NRV*) |
B12 | 0.35 მკგ (14% NRV*) | 0.7მკგ (28% NRV*) | 1.4 მკგ (56% NRV*) |
NRV* - ნუტრიენტის რეკომენდებული ნორმა
სხვა ინგრედიენტები:
კომშის წვენი, გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება
კროში წარმოადგენს L-კარნიტინისა და B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებულ საშუალებას. აუმჯობესებს მადას, იმუნიტეტს, ფიზიკურ და გონებრივ პერფორმანსს.
კარნიტინი და B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ბავშვის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, ჩონჩხ-კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფუნქციისთვის, კოგნიტური და მოტორული უნარების ადეკვატური განვითარებისთვის.
კარნიტინი, ენდოგენური მოლეკულა, მნიშვნელოვანი შუამავალია ცხიმის მეტაბოლიზმში. კრიტიკულ როლს ასრულებს ენერგიისთვის ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციაზე დამოკიდებულ ქსოვილებში (გულისა და ჩონჩხის კუნთი). უზრუნველყოფს ენერგიის პროდუქციისთვის ცხიმოვანი მჟავების გადატანას მიტოქონდრიაში. გარდა ამისა ახდენს ტოქსიური აცილის ჯგუფების შებოჭვას და ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებიდან. უზრუნველყოფს ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის ადეკვატურ განვითარებას.
თიამინი (B1) მონაწილეობს ნახშირწყლების, ლიპიდების და ამინოჟავების მეტაბოლიზმში და ნერვული იმპულსის გადაცემაში. თიამინის დეფიციტი იწვევს მეტაბოლიზმის და მიტოქონდრიული აქტივობის დარღვევას, ენერგიის მარაგის და ნეიროტრანსმიტერების სინთეზის შემცირებას, უჯრედული მემბრანების ფუნქციის დარღვევას.
რიბოფლავინი (B2) აუცილებელია მრავალი უჯრედული მეტაბოლური გზისთვის, ენერგიის პროდუქციის რესპირაციული გზების ჩათვლით. კრიტიკულ როლს ასრულებს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.
ნიკოტინმჟავა (B3) აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების, ცილების სინთეზისა და მეტაბოლიზმისთვის.
B6 ვიტამინი აუცილებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის. მონაწილეობს გლუკონეოგენეზში, ამინომჟავების დეკარბოქსილირებაში; ჰემის, სფინგოლიპიდების, გაემ-ის, ნეიროტრანსმიტერების სინთეზში; იმუნურ ფუნქციაში, სტეროიდული ჰორმონების მოდულაციაში.
ბიოტინი აუცილებელია ნახშირწყლების, ამინომჟავების და ლიპიდების მეტაბოლიზმისთვის, ცილის სინთეზისა და უჯრედების რეპლიკაციისთვის.
ციანკობალამინს (B12) აქვს კრიტიკული როლი სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში, ცხიმისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილის სინთეზში. მონაწილეობს უჯრედების რეპლიკაციაში და ჰემოპოეზში.
გამოყენება
კროშის სიროფი გამოიყენება:
მადის გაუმჯობესების, გონებრივი და ფიზიკური პერფორმანსის გაზრდის, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით.
მიღების წესი და დოზირება
მიღების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა.
დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში არსებული საზომი ჭიქა.
2-დან 6 წლამდე რეკომენდებულია 2.5მლ დღეში ერთხელ
6-დან 12 წლამდე - 5 მლ დღეში ერთხელ
12 წლიდან ზევით - 10მლ დღეში ერთხელ
2 წლამდე ასაკში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ. რეკომენდებული არ არის საკვები დანამატის გამოყენება სრულფასოვანი დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს ნალექს.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
სიროფი 100მლ მინის ფლაკონში საზომ ჭიქასთან ერთად.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account