Calcicare - კალციქეა 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 29,09 GEL რეგულარული ფასი 40,40 GEL
მარაგშია
SKU
51167_1597

ჩვენება: კალციუმისა და D3-ის დეფიციტი მზარდი მოთხოვნა კალციუმზე ინტენსიური ზრდის პერიოდში რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

კალციქეა

ტაბლეტები

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #30

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

კალციუმი – 400მგ ;
მაგნიუმი – 100მგ;
თუთია – 4მგ;
ვიტამინი D3 – 200სე

ინგრედიენტების დახასიათება:

კალციუმი: ბავშვებისათვის აუცილებელია სრულყოფილი ძვლოვანი მასის მისაღწევად, ხოლო უფრო გვიანეულ ასაკში ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ასევე მყარი კბილების ფორმირებისათვის. ხოლო ორსულობის დროს იგი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავოცილოთ ეკლამპსია, სისხლძარღვების გაფართოვება.
მაგნიუმი: მას აქვს გარკვეული როლი კალციუმის მეტაბოლიზმში.კალციუმის შეწოვა გაადვილებულია ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე მაგნიუმი ხელს უწყობს კბილის მყარი ემალის ჩამოყალიბებას. მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლება მიგვიყვანოს თვითნებურ აბორტამდეც.
თუთია: ზრდის პერიოდი მოიცავს მნიშვნელოვან ფაზას, უჯრედების დაყოფას. თუთია მნიშვნელოვანი კოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში. ორსულობის დროს თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორის სიმახინჯეები. თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში.

ვიტამინი D3: უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვან გამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას.

ჩვენებები:

კალციუმისა და D3-ის დეფიციტი
მზარდი მოთხოვნა კალციუმზე ინტენსიური ზრდის პერიოდში
რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა
ორსულობა და ლაქტაცია
სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია მიღება საკვებთან ერთად.

უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატ Calci Care – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

განსაკუთრებული მითითებები :  არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს, საფუარს და არომატიზატორებს.

ჭარბი დოზირება: პრეპარატ Calci Care -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 30 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy