ვიტამინი B6 - Vitamin B6 5% 1მლ 10 ამპულა

3,50 GEL
მარაგშია
SKU
96469_121

გამოიყენება ჰიპო და ავიტამინოზის  სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

ვიტამინი B6 - Vitamin B6 5% 1მლ 10 ამპულა

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

სამედიცინო გამოყენების ფურცელ-ჩანართი

(ინფორმაცია პაციენტისთვის)

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.

სავაჭრო დასახელება: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Pyridoxine.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 50 მგ/მლ.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.

შემადგენლობა

ერთი ამპულა (1 მლ) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს - 50 მგ; დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები.

ATX კოდი – A 11HA02.

ჩვენება

ჰიპო- და ავიტამინოზი B6 (მკურნალობა და პროფილაქტიკა) არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციები, დიარეა, ენტერიტი, სპრუ, გახანგრძლივებული სტრესული მდგომარეობა, მალაბსორბციის სინდრომი, კუჭისა და ნაწლავის დიდი მონაკვეთების რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, ჰემოდიალიზი.

როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი: ჰიპოქრომული და მიკროციტური ანემია, პარკინსონიზმი, რადიკულიტი, ლიტლის დაავადება, მენიერის დაავადება და სინდრომი, ნევრიტი (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის ფონზე), ნევრალგია, თანდაყოლილი პირიდოქსინ-დამოკიდებული კრუნჩხვითი სინდრომი ახალშობილებში, ფტივაზიდის მიღების დროს პაციენტებში განვითარებული კრუნჩხვების პროფილაქტიკა; გესტოზი, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაზიანება ეთანოლისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, დიურეზის გაზრდისა და დიურეტიკების ეფექტის გასაძლიერებლად.

დერმატიტები (მათ შორის ატოპიური და სებორეული), ჰერპესული ინფექციები (Varicella zoster, Herpes simplex), ფსორიაზი, ექსუდაციური დიათეზი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და გულის იშემიური დაავადების დროს.

მიღების წესი და დოზები

კანქვეშ (კ/ქ.), ინტრავენურად (ი/ვ), ინტრამუსკულარულად (ი/მ), თუ პერორალური მიღება შეუძლებელია (ღებინებისას) და ნაწლავში შეწოვა დარღვეულია. მოზრდილები - 50-100 მგ/დღეში 1-2 მიღება, ბავშვები - 20 მგ. მკურნალობის კურსი მოზრდილებში - 1 თვე, ბავშვებში - 2 კვირა. იზონიაზიდთან, ფტივაზიდთან ერთდროული თერაპიისას -  5-10 მგ/დღეში.

სიდერობლასტური ანემიის სამკურნალოდ ინიშნება პერორალურად 100 მგ ყოველდღიურად ან 100 მგ ინტრამუსკულარულად კვირაში 2-ჯერ. მიზანშეწონილია ფოლიუმის მჟავას, ციანოკობალამინის და რიბოფლავინის ერთდროულად მიღება.

პარკინსონიზმის დროს - ი/მ, 100 მგ/დღეში; 20-25 ინექცია კურსზე, მკურნალობის კურსი მეორდება 2-3 თვეში, ან 50-100 მგ/დღეში დოზით დაწყებული, და ყოველდღიურად 50 მგ-ით გაზრდილი, 300-400 მგ-მდე/დღეში, ერთჯერადი ინექციის სახით 12-15 დღის განმავლობაში.

ინვოლუციური ასაკის დეპრესიისთვის - ი/მ 200 მგ/დღეში.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვის სინდრომის სამკურნალოდ მოზრდილებში -

ი/ვ ან ი/მ 30-600 მგ; ბავშვები - 10-100 მგ ყოველდღიურად.

გვერდითი ეფექტი

იმუნური სისტემის დარღვევები: სხეულის ტემპერატურის მატება.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ფოლიუმის მჟავას დონის დაქვეითება.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, სიმპტომი „წინდები და ხელთათმანები“ (კიდურებში უსიამოვნო შეგრძნებების განვითარება), გონების დაკარგვა და კრუნჩხვების განვითარება სწრაფი შეყვანისას.

გულის დარღვევები: ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების დარღვევები: სუნთქვის გაძნელება.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ფოტომგრძნობელობა.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილზე: ჰიპერემია, ქავილი, წვა.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე სიმპტომი, რომელიც აღწერილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს!

სიფრთხილის ზომები

ვიტამინი B6 გვხვდება მცენარეებსა და ცხოველთა ორგანოებში, განსაკუთრებით გაუსუფთავებელ მარცვლეულში, ბოსტნეულში, ხორცში, თევზში, რძეში, ვირთევზასა და რქოსანი პირუტყვის ღვიძლში, კვერცხის გულში. გნსაკუთრებით უფრო დიდი რაოდენობითაა ვიტამინი B6 საფუარში. B6 ვიტამინის მოთხოვნილება კმაყოფილდება საკვებით:  ნაწილობრივ ის სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორით.

პირიდოქსინის ყოველდღიური მოთხოვნილება მოზრდილებისთვი - 2-2,5 მგ; ბავშვებისთვის 6 თვიდან 1 წლამდე - 0,5 მგ, 1-1,5 წლიდან - 0,9 მგ; 1,5-2 წელი - 1 მგ; 3-4 წელი - 1,3 მგ; 5-6 წელი - 1,4 მგ; 7-10 წელი - 1,7 მგ; 11-13 წელი - 2 მგ; 14-17 წლის ბიჭებისთვის - 2,2 მგ; 14-17 წლის გოგონებისთვის - 1,9 მგ. ქალებისთვის - 2 მგ და დამატებით ორსულობის დროს 0,3 მგ, ძუძუთი კვების დროს - 0,5 მგ.

ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში პირიდოქსინმა დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის გაუარესება.

ერლიხის რეაგენტის გამოყენებით ურობილინოგენის განსაზღვრისას, მან შეიძლება აჩვენოს არასწორი შედეგები.

ტუბერკულოზის იზონიკოტინის მჟავას ჰიდრაზიდით და მისი წარმოებულებით მკურნალობისას უნდა დაინიშნოს 0,1გ პირიდოქსინი 1გ შეყვანილი იზონიკოტინის მჟავას ჰიდრაზიდზე (ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად).

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კონტროლირებადი კვლევების არარსებობის გამო, ორსულობის დროს პირიდოქსინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

პირიდოქსინი გამოიყოფა დედის რძეში. არსებობს მტკიცებულება, რომ პირიდოქსინი დიდი დოზებით თრგუნავს ლაქტაციას. თუ აუცილებელია პირიდოქსინის დანიშვნა ძუძუთი კვების პერიოდში, არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის რეკომენდებულ დღიურ მოთხოვნილებებზე მეტი დოზების გამოყენება.

გავლენა მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გაზრდილი გვერდითი ეფექტები, ცილების, ნახშირწყლების და ლიპიდების მეტაბოლური დარღვევები, დეგენერაციული ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (პერიფერიული ნეიროპათია) და პარენქიმულ ორგანოებში (მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია NAD და NADP კოენზიმების აქტივობის მნიშვნელოვან დაქვეითებასთან და ნიკოტინის მჟავას დეფიციტთან). პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომებია ჰიპერესთეზია, პარესთეზია და კუნთების სისუსტე. შესაძლებელია სენსორული ნეიროპათია პროგრესირებადი სიარულის დარღვევით, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნებით ფეხებსა და ხელებში, ნაწილობრივი სიმელოტე, ინფექციებისადმი წინააღმდეგობის დაქვეითება და სისხლის ანტიკოაგულანტული სისტემის აქტივობის დაქვეითება. დიდი დოზების ხანგრძლივად შეყვანისას, ვითარდება ჰიპერვიტამინოზი B6, რომელიც ხასიათდება ცილის შემცველობის მნიშვნელოვანი შემცირებით კუნთოვან ქსოვილსა და შინაგან ორგანოებში. B6 ჰიპერვიტამინოზის ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ეს სიმპტომები შექცევადია.

მკურნალობა: წამლის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს დიურეზულების მოქმედებას; ასუსტებს ლევოდოპას აქტივობას.

იზონიკოტინ ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ასუსტებენ პირიდოქსინის ეფექტს.

კარგად ერწყმის საგულე გლიკოზიდებს (პირიდოქსინი ხელს უწყობს მიოკარდიუმში კონტრაქტული ცილების სინთეზის გაზრდას), გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (ზრდის ჰიპოქსიის მიმართ რეზისტენტობას).

შეუთავსებლობა

პირიდოქსინის ხსნარის შერევა არ შეიძლება თიამინის (ვიტამინი B1), ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) და ტუტე ხსნარებიან შპრიცში, ასევე რკინის მარილებთან და ჟანგვის აგენტების ხსნარებთან. არ არის რეკომენდებული ერთსა და იმავე საინფუზიო სისტემაში ან ერთსა და იმავე შპრიცში შერევა შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: ადრენომიმეტიკები, ამპიცილინის ნატრიუმის მარილი, ამფოტერიცინი B, ასკორბინის მჟავა, ფიტომენადიონი, დიპირიდამოლი, ნატრიუმის ოქსიფერისკარბონი, ფენოთიაზინის წარმოებულები (ქლორპრომაზინი), ფუროსემიდი, ეტამზილატი, ეუფილინი.

შეფუთვა

1 მლ შუშის ამპულაში.

10 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში (N10).

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ასევე, იხილეთ: Vitamin B6 - ვიტამინი B6 5% 1მლ 10 ამპულა

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy