TAURETINA - ტაურეტინა 475მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 46,98 GEL რეგულარული ფასი 49,45 GEL
მარაგშია
SKU
50244_1689
ჩვენებები: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; დიაბეტური რეტინოპათია; მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა.); ასაკობრივი ცვლილებები; პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა; თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.

ტაურეტინა

TauRetina

კაფსულები

შემადგენლობა:

ერთი კაფსულის შემადგენლობაში:  ტაურინი - 100 მგ, ლუთეინი - 10მგ, ზეაქსანტინი-4მგ, თუთია - 12,5 მგ, სპილენძი - 0,5 მგ, კოენზიმ Q10 – 5 მგ, ჭარხლის ექსტრაქტი 100მგ, კურკუმას (ყვითელი იმბირი) მშრალი ექსტრაქტი - 52,63 მგ (95%, 50მგ  კურკუმინის შემცველობით).

დამხმარე ნივთიერებები:   მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის  დიოქსიდი, ფისი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტაურეტინა  - სპეციალიურად   მხედველობისთვის შემუშავებული საშუალება,  ყველაზე საჭირო კომპონენტების დაბალანსებული და სრულფასოვანი კომბინაცია.

ტაურინი - ახდენს  ნერვული უჯრედების გამტარიანობის ნორმალიზებას, არეგულირებს უჯრედული მემბრანების მუშაობას; მონაწილეობის კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმისა და ნატრიუმის  ცვლაში; აუმჯობესებს  ბადურას კვებას;

ლუთეინი და ზეაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ;  აფერხებენ მაკულას ასაკობრივ დეგენერაციას, რეტინიტს.  ბადურასა და მაკულაში ეს ნივთიერებები პასუხისმგებელნი  არიან მხედველობის ხარისხზე, იცავენ თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალების და ძლიერი სინათლის ნეგატიური ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

თუთია - აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის - როდოპსინის წარმოსაქმნელად და ბადურადან ტვინში სინათლის სიგანალების გასატარებლად, რისი წყალობითაც თვალს იცავს სტრუქტურული ცვლილებებისგან, რომლებსაც იწვევს კაშკაშა სინათლე. სწორედ თუთიის დეფიციტი  იწვევს  ბადურას სტრუქტურულ ცვლილებებს,  მცირდება ფერების აღქმა.

სპილენძი -  ეს მიკროელემენტი იცავს მხედველობის ორგანოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი.

ჭარხლის ექსტრაქტი - მდიდარია მიკროელემენტებით, გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

კურკუმას (ყვითელი იმბირი) – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას,  შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბადურაში.

ჩვენებები:

  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა.);
  • ასაკობრივი ცვლილებები;
  • პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
  • თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.

 

მიღების წესი და დოზირება:

ტაურეტინა  გამოიყენება 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს. რეკომენდებულია ტაურეტინას მიღება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში .

უკუჩვენება:

 - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

 - ორსულების   და  ლაქტაციის პერიოდი.  

სიფრთხილის ზომები:

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულებიშ გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა, 2 ბლისტერი.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი

მწარმოებელი:  BIOFTA, იტალია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy