Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი Ca+D3 15 შუშხუნა ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 19,90 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
მარაგშია
SKU
45700_651

ჩვენება: კალციუმის და ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოპელჰერცი აქტივი Ca+D3 ოსტეო 1000 მგ

ჯანსაღი ძვლებისთვის

• ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ კალციუმს და 5 მკგ D ვიტამინს

• წყალში ხსნადი შუშხუნა ტაბლეტები ლიმონის სასიამოვნო არომატით

ორგანიზმში კალციუმის თითქმის 99% გვხვდება ძვლებსა და კბილებში, რაც უზრუნველყოფს მათ მინერალიზაციას, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეშია. კალციუმი ვიტამინ D3-თან ერთად უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობას, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას, ასტიმულირებს კალციტონინის გამოყოფას, არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ბალანსს ძვლოვან ქსოვილსა და სისხლში.

კალციუმი - პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში. ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. მისი დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.

ვიტამინი D3 უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსების მიმართ. ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის დონის მატებას. ვიტამინი D3 - არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. მისი მიღების შედეგად მცირდება დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

ჩვენება:

  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი
  • კალციუმის და/ან ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაქიტი
  • მენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • ხანდაზმული ასაკი
  • კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესი

უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა ქოლეკალციფეროლის მიმართ
  • ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია, თირკმლის მძიმე უკმარისობა
  • D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი
  • ნეფროლითიაზი/ნეფროკალცინოზი

შემადგენლობა:

დღიური დოზა ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი - 1000 მგ, ვიტამინი D3 - 200 სე (5 მკგ)

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება შუშხუნა 1 ტაბლეტი დღეში გახსნილი 200 მლ წყალში

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№15 შუშხუნა ტაბლეტი

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ :Regenium - რეგენიუმი ჟოლო 10 პაკეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy