Amvilab - ამვილაბი ვიტამინი C 1000მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 15,00 GEL
მარაგშია
SKU
68078_1477

C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის, პროტეოგლიკანების სინთეზს, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ხელს უწყობს რკინის შეწოვას ნაწლავებში და მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ამვილაბი/ვიტამინი C 1000 მგ

შემადგენლობა:

  • C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) - 1000 მგ
  • კვერცეტინი - 10 მგ
  • ციტრუსის ბიოფლავანოიდები - 5 მგ
  • ასკილის ნაყოფის ექსტრაქტი - 10 მგ
  • რუტინი (ვიტამინი P) - 10 მგ
  • ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი - 5 მგ

C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან

აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას - ასტიმულირებს ინტერფერონის, ანტისხეულების, C3 კომპლემენტის სინთეზს, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, აღადგენს ორგანიზმის დამცველობით ძალებს. C ვიტამინი ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, თრგუნავს პროსტაგლანდინების, ანთების და ალერგიული რეაქციების სხვა მედიატორების წარმოქმნას.

C ვიტამინი ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის, პროტეოგლიკანების  სინთეზს, შესაბამისად მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის, კანის, თმის, ფრჩხილის, ძვალ-სახსროვანი სისტემის აღდგენაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, ანელებს დაბერების პროცესს, აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას.

C ვიტამინი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლოვან ცვლაში, მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების, ლიპიდების, ცილების, კარნიტინის სინთეზში, ფენილალანინის, თიროზინის, ჰისტამინის, რკინის მეტაბოლიზმში, უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში, ააქტიურებს პროტეოლიზურ ფერმენტებს, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას.

C ვიტამინი ხელს უწყობს რკინის შეწოვას ნაწლავებში და მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში. C ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა მნიშვნელოვნად ზრდის B1, B2, A, E ვიტამინების, პანტოთენისა და ფოლიუმის მჟავის მდგრადობას და შესაბამისად ამცირებს მათზე მოთხოვნას. მონაწილეობს ფოლიუმის მჟავის ფოლინის მჟავად გარდაქმნის პროცესში, აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიურ ნივთიერებებს.

C ვიტამინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას, არეგულირებს სისხლის შედედების უნარს, უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამტარობას, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.

C ვიტამინი არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია საკვების ან საკვები დანამატის სახით, განსაკუთრებით  რეკომენდებულია მწეველებში და ალკოჰოლის ხშირი მიღებისას, ვინაიდან თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება აძლიერებს ასკორბინის მჟავას დაშლას და აქვეითებს მის მარაგს ორგანიზმში.

კვერცეტინი - წარმოადგენს ბუნებრივად ფლავანოიდურ ნაერთს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ციტრუსის ბიოფლავანოიდები - C ვიტამინის ნატურალური წყაროა, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, არეგულირებს სისხლძარღვთა კედლების გამტარობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტისიმსივნური, სპაზმოლიზური, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარობას, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, გააჩნია მსუბუქი ნარვლმდენი და ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. ქრონიკული ვენოზური უკმარისობის დროს რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომის, ტროფიკული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას. რუტინი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.

ასკილი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, შეიცავს B1, B2, K, P ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ, აძლიერებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, სედატიური, შარდმდენი მოქმედება.

ანწლის ექსტრაქტი - დიდი რაოდენობით შეიცავს C, A, B ვიტამინებს, კვერცეტინს, რუტინს, რკინას, თუთიას, სპილენძს, ეთერზეთებს, ცხიმოვან მჟავებს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ამოსახველებელი, შარდმდენი, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი მოქმედება.

 

ჩვენებები:

  • C ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • გაციება, რესპირატორული ვირუსული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • გადაღლილობა, ასთენიური სინდრომი
  • გადატანილი დაავადებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი
  • სისხლდენებისადმი მიდრეკილება, გამოწვეული კაპილარების კედლების გაზრდილი განვლადობით
  • მადის დაქვეითება
  • რკინადეფიციტური ანემიები
  • სოკოვანი დაავადებების, თვალის დაავადებების, ღრძილების ანთების, ეგზემის, ასთმის, ათეროსკლეროზის, კანის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
  • მოტეხილობები, ჭრილობების ნელი შეხორცება

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა

დოზირება: 1- 2 ტაბლეტი დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy