დრინქვაიზი - Drinkwise N3 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 12,35 GEL რეგულარული ფასი 13,00 GEL
მარაგშია
SKU
90379_2444
ნაბახუსევის შემსუბუქების მხარდამჭერი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

DrinkWise™ - ნაბახუსევის შემსუბუქების მხარდამჭერი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი *

DrinkWise™ შეიცავს DW2™-ს, კვლევით გამოცდილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და 100%-ით ნატურალურ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის (ბად) ფორმულას:

                   - ნაბახუსევის შემსუბუქების მხარდაჭერისთვის*

DrinkWise™ ასევე:

                  - წვეულების შემდეგ აჩქარებს ჯანსაღი მდგომარეობის აღდგენას *

                  - აუმჯობესებს ტოქსინების მეტაბოლიზმსა და დაშლას *

                  - ხელს უწყობს ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებას *

DrinkWise™ ფორმულირებული, განვითარებული და დამზადებულია ა.შ.შ-ში და იყენებს საკუთარ ფორმულას, რომლის თითოეული ინგრედიენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი და დამტკიცებულია არაერთი სამეცნიერო კვლევით.

მიღების წესები:

DrinkWise™-ს კაფსულები მიიღება პერორალურად.

თითო მიღებაზე უნდა მივიღოთ 3 კაფსულა - 1,863 მგ.

გამოყენების წესი:

მიიღეთ სამი კაფსულა წყალთან ერთად ალკოჰოლის მიღებამდე. მიირთვით ჭარბი რაოდენობით წყალი ალკოჰოლის მიღების პარალელურად და მომდევნო დილით გაღვიძებისას; შეიცავს B ვიტამინებს, რამაც შესაძლოა დროებით შარდს შემატოს ღია ყვითლი, ფოსფორისფერი ფერი, რაც უვნებელი პროცესია.

DW2™

100% ნატურალური, გამოცდილი ფორმულაა, რომელიც შეიცავს:

ვიტამინი C, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ნიაცინამიდი, პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5), ვიტამინი B6, ბიოტინი, ფოლიუმი, ვიტამინი B12, მაგნიუმის ასპარტატი, კალიუმის ასპარტატი, თუთია Zinc monomethionine MethylSelene® (L-Se-methylselenocysteine), მოლიბდენის მეთიონატი და DW2™, კვლევებზე დაფუძნებული ალფა ლიპოინის მჟავა, NAC ( ნაცეტილცისტეინი ), Livinol™ (Garcinia indica), Panacin™ (Andrographis paniculata), PicroLiv® (Picrorhiza kurroa) და Phyllanthus amarus. 

სხვა ინგრედიენტები:

ბრინჯის ფქვილი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტერატი, სილიციუმის დიოქსიდი.

ეს პროდუქტი არ შეიცავს: რძეს, კვერცხს, თევზს, მოლუსკებს, არაქისს, ხორბალს, სოიოს და სხვა გავრცელებულ ალერგენებს.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ თუ პაკეტი არის დაზიანებული ან გახეული. თუ ხართ ორსული, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ კლინიკური მდგომარეობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ნებისმიერი სახის ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს მიიღებთ.

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით.

– C ვიტამინი: 

C ვიტამინი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ასკორბატი ან ასკორბინის მჟავა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფერმენტს, რომელიც თანამონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ რეაქციაში და ძირითადი ანტი–ოქსიდანტია. ორგანიზმს არ გააჩნია აღნიშნული, წყალში ხსნადი საკვები ნივთიერების მარაგის შენარჩუნების უნარი, ამრიგად ალკოჰოლის რეგულარული ან „ჭარბი რაოდენობით“ მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის აღნიშნული ნუტრიენტის დეფიციტს, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე რიგ პროცესებზე, მათ შორის, დეტოქსიფიკაცია, იმუნური ფუნქცია, გლუტაციონის გამომუშავება და შემაერთებელი ქსოვილის სინჯანსაღე.  

– B კომპლექსის ვიტამინები, მათ შორის B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინამიდი), B5 (პანტოთენის მჟავა), B6 (პირიდოქსინი), B7 (ბიოტინი), B9 (ფოლატი) და B12 (მეთილკობალამინი):

B კომპლექსის ვიტამინები წარმოადგენს მნიშვნელოვან, წყალში ხსნად საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ჩართული არიან, როგორც თანა–ფერმენტები მთელი ორგანიზმის, განსაკუთრებით ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება იწვევს აღნიშნული ნუტრიენტების დეფიციტს, რამაც შესაძლოა განაპირობოს ფიზიკური ავადობა,  ტვინის ფუნქციონირების გაუარესება, მეხსიერების დაქვეითება, და ფიზიკური ტრემორიც კი („კანკალი“), რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემდგომ. B1, B6, ფოლატი და B12 დანამატი განსაკუთრებით საყურდაღებოა პირებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს. 

– მაგნიუმი და კალიუმი (ასპარტატების სახით): 

მაგნიუმი და კალიუმი მნიშვნელოვანი ელექტროლიტური მინერალებია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე არაერთი ფიზიოლოგიური ფუნქციის „ელექტრო–სიგნალებზე“, განსაკუთრებით ნერვული სისტემის მხრივ, ასევე კუნთების ფუნქციონირებაზე, კუნთების კონტრაქციასა და რელაქსაციაზე. აღნიშნული მინერალების კარგვა სწრაფად მიმდინარეობს ხშირი შარდვის დროს, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ალკოჰოლის მოხმარებით. მაგნიუმსა და კალიუმს, ასპარტატების (ამინო მჟავა) სახით, გააჩნიათ შეწოვის უფრო მაღალი უნარი, ვინაიდან უფრო სწრაფად შეიწოვება უჯრედის მიერ. 

– თუთია (მონომეთიონინი) 

თუთია წარმოადგენს ანტიოქსიდანტ მინერალს, რომელიც საჭიროა ყველა ძუძუმწოვარი ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციონირებისა და დეტოქსიფიკაციის პროცესებისთვის. აღნიშნული მინერალი მოქმედებს C ვიტამინთან ერთად ვირუსების წინააღმდეგ, უზრუნველყოფს შესაბამის დამცველობით რეაქციას ლეიკოციტების სათანადო ფუნქციონირების შენარჩუნების გზით. აგრეთვე, თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვიძლის დეტოქსიფიკაციაში ალკოჰოლის მეტაბოლიზმის მომწამლავი პროდუქტებისგან გასათავისუფლებლად, როგორიცაა აცეტალდეჰიდი. თუთია, როგორც მიკროელემენტი, შესაძლებელია ორგანიზმში დეფიციტური გახდეს გახშირებული შარდვის დროს, მაგალითად ალკოჰოლის მოხმარების შედეგად. თუთიას, მონომეთიონინის ფორმით, გააჩნია დამატებითი სარგებლიანობა, როგორც მინერალის აბსორბციის, ასევე დეტოქსიფიკაციის უნარის გაძლიერების თვალსაზრისით.   

– სელენიუმი (როგორც MethylSelene® L-Se–მეთილსელენოცისტეინის სახით):

სელენი წარმოადგენს ძირითად მიკროელემენტს ღვიძლის და მთელი ორგანიზმის დეტოქსიფიკაციის პროცესში, თამაშობს რა მნიშვნელოვან როლს გლუტათიონის გამომუშავებაში, რომელიც ცნობილია, როგორც „ძირითადი ანტიოქსიდანტი“. L-Se-მეთილსელენოცისტეინი წარმოადგენს სელენის პირვანდელ ფორმას, რომელიც ზრდის გლუტათიონის დონეს ჯანმრთელობისთვის საჭირო ნიშნულამდე, უზრუნველყოფს რა მინერალის ბიოაკუმულაციის ზრდას, ასევე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება დეტოქსიფიკაციის სხვადასხვა მეთოდებში. 

– მოლიბდენუმი (მეთიონატის სახით):  

მოლიბდენუმი წარმოადგენს მიკროელემენტს, რომლის ნაკლებობა ხშირია როგორც ალკოჰოლის ხშირ მომხმარებლებში, ასევე, მათში ვინც ალკოჰოლს ნაკლებად მოიხმარს, მოლიბდენუმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სულფიტის ოქსიდაზას გამომუშავებაში – ფერმენტი, რომელიც იყოფა სულფიტებად, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელია ღვინოსთან დაკავშირებულ თავის ტკივილზე. მეთიონატის სახით აღნიშნული მინერალი ზრდის როგორც ბიოაკუმულაციას, ასევე დეტოქსიფიკაციის პროცესებს. 

– ლიპოინის მჟავა:

აგრეთვე ცნობილია, როგორც ალფა–ლიპოინის მჟავა და თიოქტინის მჟავა, აღნიშნული B-ვიტამინის მსგავსი ნივთიერება მთავარ როლს ასრულებს მეტაბოლიზმში, დეტოქსიფიკაციასა და ალკოჰოლის მოხმარების შედეგად მიღებული მომწამვლელი პროდუქტის, აცეტალდეჰიდის ელიმინაციაში. ლიპოინის მჟავას დანამატი ხელს უწყობს აცეტალდეჰიდის კლირენსის დაჩქარებას ადელჰიდის დეჰიდროგენაზას გამომუშავების გაძლიერებით. ეს არის ფერმენტი, რომელიც ტოქსინებს შლის აცეტატებად, რომლებიც შემდეგ გამოიყოფიან შარდთან ერთად. ლიპოინის მჟავა ასევე ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას, ძირითადი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ღვიძლს და ასევე, ხელს უწყობს დეტოქსიფიკაციას. 

– Livinol™ (გარცინია ინდიკა):

Livinol™ წარმოადგენს გარცინოლის წყაროს, გარცინია ინდიკას აქტიური მოლეკულა, ხილი, რომელიც ცნობილია, როგორც „კოკუმი“ მაგნოსტანის ოჯახიდან. Livinol™ წარმოადგენს ინგრედიენტს, რომლის სასარგებლო თვისებები ჯანსაღი ღვიძლის შენარჩუნებაში დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით. აღნიშნული ბუნებრივი შენაერთი აქტიურად გამოიყენება კორეასა და იაპონიაში, როგორც ნაბახუსევის ტრადიციული სამკურნალო საშუალება. ამასთანავე, იცავს ღვიძლს სტეატოზისგან, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ცხიმოვანი ღვიძლის სინდრომი“. 

– NAC (N-აცეტილ–ცისტეინი): 

N-აცეტილ–ცისტეინი წარმოადგენს გოგირდის შემცველ (არ უნდა აგვერიოს სულფიტებში) ამინო მჟავას, რომელიც სასიცოცხლო როლს თამაშობს დეტოქსიფიკაციის პროცესში გლუტათიონის გამომუშავების გზით. NAC წარმოადგენს ერთადერთ, ყველაზე ეფექტურ საშუალებას „ძირითადი ანტიოქსიდანტის“ გამოსამუშავებლად, ვინაიდან გულტათიონის დანამატები წარმოადგენს როგორც ძვირადღირებულ, ასევე, რთულად აბსორბირებად დანამატებს. ჩვენების მიხედვით, NAC  აგრეთვე იცავს ღვიძლს პარაცეტამოლით (აცეტამინოფენი) გამოწვეული ტოქსიკურობისა და დაზიანებისგან, როგორც მისი ჭარბი, ასევე, ალკოჰოლთან ერთად მოხმარების გამო.  

– Panacin™ (ანდროგრაფიული პანიკულატა):

აღნიშნული მცენარე, ასევე ცნობილია, როგორც „მწარე წამლების მეფე“, ათასობით წელია, რაც გამოიყენება სამკურნალო საშუალების სახით, ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების შემთხვევაში. ანდროგრაფიული პანიკულატასთვის დამახასიათებელია საჭმლის მომნელებელი პროცესების გაუმჯობესება და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ანდროგრაფიული პანიკულატა, ასევე, საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ურეცეფტო საშუალება გაციებისთვის, სურდოსთვის (რინიტი) და ართრიტთან დაკავშირებული ტკივილებისთვის. ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეს გააჩნია ღვიძლის დამცველობითი და დეტოქსიფიკაციური თვისებები. ანდროგრაფიული პანიკულატა ინარჩუნებს ღვიძლში ფერმენტების ჯანმრთელობისთვის საჭირო დონეს, რომელიც შესაძლებელია გაიზარდოს ცხოვრების სხვადასხვა წესის გამო, მაგალითად ალკოჰოლის მიღება. 

– PicroLiv® (პიკრორიზა კუროა):

პიკრორიზა კუროა წარმოადგენს მცენარეს, რომელიც ათასობით წელია ტრადიციულად გამოიყენება მრავალ სხვადასხვა კულტურაში. აღნიშნული მცენარის მნიშვნელობა საყოველთაოდ არის აღიარებული აიურვედას სამედიცინო სისტემაში, განსაკუთრებით მისი ღვიძლთან დაკავშირებული სარგებლიანობის გამო. ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ მცენარე წარმოადგენს წყაროს კუტკინისა და პიკროციდებისთვის, რომლებიც ბუნებრივად მოიპოვებიან ღვიძლის ფაზა 2 დეტოქსიფიკაციის ხელშემწყობ შენაერთებში. მსგავსი დეტოქსიფიკაციური მახასიათებლის გამო, მცენარე სასარგებლოა სხვადასხვა ჰეპატიკური დარღვევების დროს, მათ შორის, ციროზი, ჰეპატომეგალია და ჰეპატიტი. 

– ფილანთუს ამარუს

აღნიშნული მცენარე ათასობით წელია ტრადიციულად გამოიყენება  ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა კულტურაში. მედიცინამ დაამტკიცა მისი სარგებლიანობა ღვიძლის სხვადასხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა B ჰეპატიტი და პარაცეტამოლით გამოწვეული მოწამვლა. ფილანთინი, რომელიც მცენარის შემცველობაში ბუნებრივად შემავალი მოლეკულაა, ასრულებს ღვიძლის დამცველობით ფუნქციას სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით, მათ შორის, ღვიძლის უჯრედებზე ოქსიდატური ზემოქმედების შემცირებით. 

– ფილანთუს ამარუს  (cont.)

ორმაგმა ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულმა ჯვარედინმა კვლევამ აჩვენა, რომ ფილანთუს ამარუსს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ნაბახუსევთან დაკავშირებული სიმპტომები. 

DrinkWise™ არ შეიცავს პარაცეტამოლს, ასპირინს (სალიცილატებს), იბუპროფენს ან Alka-Seltzer®-ში შემავალ ინგრედიენტებს.

ალკოჰოლის მიღების დროს ან ნაბახუსევის შესამსუბუქებლად პარაცეტამოლის გამოყენება უნდა ავირიდოთ თავიდან, რადგან პარაცეტამოლი და ალკოჰოლი ერთად შეიძლება ტოქსიკური იყოს ღვიძლისთვის და გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy