ამეტრიფსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ამეტრიფსი ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების ფერმენტი .
ამეტრიფსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების ფერმენტი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მშიერ კუჭზე მიღებისთანავე ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში, ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად, ამეტრიფსი ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში.
ჩვენებები
· ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავათ
· ტრავმატოლოგია და ქირურგია: პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მოტეხილობები, კუნთების, მყესების დაზიანება
· მეან - გინეკოლოგია: საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
· მასტიტები, მასტოპათიები
· ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ევსტაქიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია
· საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები
· ანტიბიოტიკოთერაპია (აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში)
შემადგენლობა
2 კაფსულა შეიცავს: ტრიფსინი 600 ერთ (2400 UPS ერთ/მგ), ქიმოტრიფსინი 600 ერთ (1000 UPS ერთ/მგ)
დოზირება
2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account