აკნექსა - Acnexa 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 33,28 GEL რეგულარული ფასი 41,60 GEL
მარაგშია
SKU
96999_3225
გამოიყენება კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

Acnexa

აკნექსა

კანის ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი კომპლექსი დიეტური დანამატი. ეს არ არის მედიკამენტი.

ფურცლი-ჩანართი (გამოყენების ინსტრუქცია)

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლად გაეცანით შეფუთვის მარკირებაზე, ბლისტერზე და ინსტრუქციაში მოცემულ სრულ ინფორმაციას.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: მაჟელატინიზირებელ აგენტს: ჟელატინი, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით), აზადირაქტას ფოთლის ექსტრაქტი, იონჯას თესლის ექსტრაქტი (Medicago sativa extract), მწვანე ჩაის ექსტრაქტი, მეთილსულფონილმეთანი (MSM), შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა (МСС PH102), ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), გაწმენდილი წყალი, საღებავი: რკინის ოქსიდი ყვითელი, თუთია (თუთიის ოქსიდის სახით), ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი B3), D-ალფა ტოკოფეროლი (ვიტამინი E), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვიტამინი B6), ბეტა კაროტინი (ვიტამინი A), ბიოტინი (ვიტამინი B7), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

აქტიური ნივთიერებები: მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) - 75.0მგ, აზადირაქტას (ნიმი ფოთლის ექსტრაქტი - 50.0 მგ, იონჯას თესლის ექსტრაქტი (Medicago sativa extract) - 50.0მგ, მწვანე ჩაის ექსტრაქტი - 50.0მგ., მეთილსულფონილმეთანი (MSM) - 50,0მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 32,0მგ, თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) - 6,5მგ, ვიტამინი B 3 (ნიკოტინის მჟავა) - 5,5მგ, ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფეროლი) - 5,0მგ, ვიტამინი B 6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 0,95მგ, ვიტამინი A (ბეტა კაროტინი) - 420,0მკგ, ბიოტინი (ვიტამინი B7) - 50.0მკგ (μg), ვიტამინი D 3 (ქოლეკალციფეროლი) - 300 MO (სე).

 

1 კაფსულა შეიცავს:

       

1

ჟელატინი

80,16მგ

10

რკინის ოქსიდი ყვითელი

9,6მგ

2

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით)

75.0მგ

11

თუთია (თუთიის ოქსიდის სახით)

6,5მგ

3

აზადირაქტას ფოთლის ექსტრაქტი

50.0 მგ

12

ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი B3)

5,5მგ

4

იონჯას თესლის ექსტრაქტი (Medicago sativa extract)

50.0მგ

13

D-ალფა ტოკოფეროლი (ვიტამინი E)

5,0მგ

5

მწვანე ჩაის ექსტრაქტი

50.0მგ

14

მაგნიუმის სტეარატი

2,0მგ

6

მეთილსულფონილმეთანი (MSM)

50,0მგ

15

სილიციუმის დიოქსიდი

2,0მგ

7

მიკროკრისტალური ცელულოზა (МСС PH102)

50,0მგ

16

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვიტამინი B6)

0,95მგ

8

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)

32,0მგ

17

ბეტა კაროტინი (ვიტამინი A)

420,0მკგ

9

გაწმენდილი წყალი

13,92მგ

18

ბიოტინი (ვიტამინი B7)

50.0მკგ

     

19

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

300MO (სე).

გამოშვების ფორმა:  კაფსულები.

კაფსულის საერთო წონაა 546.0 მგ ± 7.5%.

პროდუქტის ფუნქციური თვისებები.

აკნექსას კაფსულების მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით:

* მაგნიუმი არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც საჭიროა როგორც კოფაქტორი 300-ზე მეტი ფერმენტული რეაქციისთვის და, შესაბამისად, აუცილებელია მრავალი მეტაბოლური პროცესის ბიოქიმიური ფუნქციონირებისთვის, რომელიც მონაწილეობს ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში, არეგულირებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, არეგულირებს ენერგიის შენახვას და გამოყოფას, ამცირებს ნერვული უჯრედების აგზნებადობას. მაგნიუმი და ვიტამინი B 6 ახდენს ნერვული სისტემის აქტივობის ნორმალიზებას, ხელს უწყობს სტრესის წინააღმდეგ ბრძოლას და უზრუნველყოფს კარგ განწყობას¹.

ნემის ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით კომპლექსურ და მრავალფეროვან ფიტოქიმიკატებს, როგორიცაა აზადირახტინი და ნიმბოლიდი, რომლებიც ფოთლებს ანიჭებენ ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და იმუნომოდულატორულ თვისებებს.

აზადირაქტას შემადგენლობისა და თვისებების გამო, იგი ფართოდ გამოიყენება კანის მრავალი დაავადების დროს: აკნე, ეგზემა და ფსორიაზი, ამცირებს ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს².

იონჯის თესლის ექსტრაქტი (Medicago sativa extract) ხასიათდება ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთებისა და ფლავონოიდების მაღალი შემცველობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორულ თვისებებს. იონჯა გავლენას ახდენს თავისუფალი რადიკალების შეწოვაზე, დადებითად მოქმედებს კანის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობასა და გამრავლებაზე, ხელს უშლის კანის დაზიანებას ულტრაიისფერი გამოსხივებით და აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას³.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი შეიცავს პოლიფენოლებს, ძირითადად კატექინებს, რომლებიც ავლენენ ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, იცავს მას ფოტოდაბერებისგან და ხელს უშლის კანის პიგმენტაციის განვითარებას4.

• მეთილსულფონილმეთანი (MSM) - არის ბუნებრივი ნაერთი, რომელიც აუმჯობესებს კანის ხარისხს და ტექსტურას, უზრუნველყოფს მის ელასტიურობას და სიმკვრივეს, მოქმედებს როგორც გოგირდის დონორი კოლაგენისა და კერატინის სინთეზისთვის5.

• ვიტამინი C აუცილებელია ადამიანის კანში მიმდინარე რიგი პროცესებისთვის, როგორიცაა კანის კოლაგენის სინთეზი, დაბერების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური აქტივობა6.

• თუთია მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ლიპიდების, ცილების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმის რეგულირებაში, ავლენს ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ ეფექტებს. ანტიანდროგენული აქტივობის გამო თუთია ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების ინჰიბირებას, რითაც ხელს უწყობს აკნეს გამოვლინების აღმოფხვრას7.

• ვიტამინები B 3 და B 6მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. ხელს უწყობს გულის, ნერვული უჯრედებისა და კუნთოვანი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის პროცესს.

ვიტამინი B3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას, აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი8.

• ვიტამინები E და A ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას მათი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული მოქმედების წყალობით. ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ანთების შემცირებას, კანის იმუნიტეტის გაძლიერებას9.

• ბიოტინი (ვიტამინი B7) მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებაში (ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები) და აუცილებელია უჯრედების აღდეგნისა და განვითარებისთვის. ბიოტინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰიპერსებორეასთან (აკნე, სებორეული დერმატიტი) თანმხლებ პირობებში, რაც ხელს უწყობს ცხიმის სეკრეციის ნორმალიზებას10.

• ვიტამინი D3 არის ფოსფორ-კალციუმის ცვლის მთავარი რეგულატორი, ხელს უწყობს საკვებიდან კალციუმის შეთვისებას, ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას.

ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს: კანის იმუნიტეტის ნორმალიზებას, ჭრილობების შეხორცებასა და ქსოვილების რეგენერაციას, აქვს ფოტოპროტექტორული ეფექტი, ხელს უწყობს ანთების შემცირებას11.

გამოყენების რეკომენდაციები

აკნექსას კაფსულები დიეტური დანამატი, ექიმმა შეიძლება ურჩიოს კვების რაციონის კორექციისთვის პირებს, რომელთაც აღენიშნებათ აკნე (ფერიმჭამელები), სახისა და თავის თმიანი ნაწილის ცხიმიანობა, სებორეული დერმატიტი, როგორც ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ხელს უწყობენ: კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აკნეს (მუწუკები) აღმოფხვრას, ცხიმის ჭარბი გამოყოფის ნორმალიზებას, კანის ბარიერის აღდგენას, ჰორმონალური დისბალანსის სტაბილიზაციას, ოქსიდაციური სტრესის შემცირებას.

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. ზოგადად, პროდუქტი უსაფრთხოდ ითვლება მოხმარებისთვის. მაგრამ, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან გაქვთ თანმხლები დაავადებები, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ბავშვები:  არ გამოიყენოთ ბავშვებში.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდ 

გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მიზანშეწონილია არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ყოველდღიური გამოყენებისას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისაა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები იღებენ 1 კაფსულას დღეში საკმარისი რაოდენობის წყლის საშუალებით. მიღების კურსის ოპტიმალური ხანგრძლივობაა - 1 თვე, შემდგომი მიღება და კურსის განმეორების შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან დიეტოლოგთან. მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისა და ტენისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:2 წელი.

შეფუთვა: 30 კაფსულაფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy