Pure - ფიური ლიპოსომალ გლუტათიონი 60 კაფსულა
ჩვენება: ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის დისტროფია, სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის ალკოჰოლური, ვირუსული, მედიკამენტოზური .
ფიური® ლიპოსომური გლუტათიონი
განაპირობებს ანტიოქსიდანტურ დაცვას და დეზინტოქსიკაციას უახლესი, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ლიპოსომური ფორმით; დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან;
ლიპოსომური გამოშვების ფორმა გლუტათიონს იცავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დეგრადაციისგან და მკვეთრად ზრდის მის აბსორბციას;
1 სოფთგელი კაფსულა შეიცავს: ბიოგლუტს* (BioGlute) – გლუტათიონისა და ესენციური ფოსფოლიპიდების ნარევს - 375 მგ: Setria* Glutathione – 250 მგ; ფოსფოლიპიდების კომპლექსი - 125 მგ;
დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინის კაფსულა ( ჟელატინი, გლიცერინი, წყალი, კალციუმის კარბონატი), ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი; შეიცავს სოიოს
გლუტათიონი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ღვიძლის სიჯანსაღეში და ხელს უწყობს მის დეზინტოქსიკაციას; უზრუნველყოფს ჯანსაღ ლიპიდურ მეტაბოლიზმსა და ოქსიდაციურ მდგომარეობას; ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან, რითაც აუმჯობესებს ჰეპატოციტების ფუნქციას; გლუტათიონი მონაწილეობს პროტეინების სინთეზში, ენზიმების ფუნქციობაში, სატრანსპორტო პროცესებში, უჯრედების პროლიფერაციასა და მომწიფებაში; მისი ოპტიმალური რაოდენობა განაპირობებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
ჩვენებები: ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები; ღვიძლის დისტროფია; სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის ალკოჰოლური, ვირუსული, მედიკამენტოზური (ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ანტივირუსული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერორალური კონტრაცეპტივები); ქიმიოთერაპიის დროს ნეიროტოქსიურობის პროფილაქტიკა -ცისპლატინით ან მონათესავე მედიკამენტებით მკურნალობის გამო; კოგნიტური დარღვევების კომპლექსური თერაპია.
დოზირება და მიღების წესი: 18 წლიდან მიიღეთ 1 – 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს;
არ შეიცავს: გლუტენს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას
გაფრთხილება: თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
გამოშვების ფორმა: 60 ჟელატინის რბილი კაფსულა
მწარმოებელი: PureEncapsulations აშშ
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account