Amvilab - ამვილაბი ბიუთი მულტივიტი 30 საღეჭი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 28,90 GEL რეგულარული ფასი 57,80 GEL
მარაგშია
SKU
71313_1477

ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა, კანის სიმშრალე, მომატებული ცხიმიანობა, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, როზაცეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება.

ამვილაბი/ბიუთი მულტივიტი

შეინარჩუნე ბუნებრივი სილამაზე

შემადგენლობა:  2 საღეჭი მარმელადი შეიცავს:  ბიოტინი - 2500 მკგ, ჰიდროლიზირებული კოლაგენი - 200 მგ, ვიტამინი C - 50 მგ,  ვიტამინი E - 5 მგ, თუთია - 5 მგ.

ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, მას  ,,H’’ და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ.  ბიოტინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ფერმენტთა კომპლექსების ფორმირებაში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას, აუცილებელია C ვიტამინის ათვისებისათვის.

ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის, ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში, უბრუნებს თმას ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას,  მონაწილეობს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში, უზრუნველყოფს კანის კვებას,  დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ანელებს დაბერების და ჭაღარა თმის გაჩენის პროცესს. ბიოტინი არეგულირებს კანის ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციას, შესაბამისად  გავლენას ახდენს კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ეფექტურია ეგზემის, სებორეის, დერმატიტების სამკურნალოდ.  ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას, ხელს უწყობს ჯანსაღი ზრდის პროცესს.

ბიოტინის დეფიციტის დროს ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები, სებორეა, ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე, თმის გათხელება, ცვენა, ხშირ შემთხვევაში ჩნდება ქერტლი, კანი ხდება ფერმკრთალი, თმა და ფრჩხილები ხდება მტვრევადი და უფერული, კარგავს სილამაზეს და ბზინვარებას.

კოლაგენი  არის ბოჭკოვანი ცილა, რომელსაც შეიცავს შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის მყესებში, იოგებში, ძვლებში, კუნთებში, სისხლძარღვებში, კანში. კოლაგენი კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებასა და აღდგენაში, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს ტენიანობას. კოლაგენის გამომუშავება მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, ამის გამომხატველი ნიშნებია ნაადრევი ნაოჭები, გამომშრალი სახის კანი, მოშვებული არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხ.  კოლაგენი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი თმის და ფრჩხილების შენარჩუნებაში.

ვიტამინი  C  ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, აუმჯობესებს   სისხლის ნაკადის, მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას თმის ფოლიკულებში, შესაბამისად ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს და ახდენს თმის ცვენის პროფილაქტიკას. მისი ნაკლებობისას კანი ბერდება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები. 

ვიტამინი  E  მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებისათვის.                                                                                         

მას ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ. ვიტამინი  E  მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. ის  არის ყველაზე ძლიერი ვიტამინი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. E ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენის, ელასტინის სინთეზში, აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას.             

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში, კერძოდ: უჯრედების დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში, მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოქმნაში, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ინსულინის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან,  მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

თუთია მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში, ასტიმულირებს  კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. თუთია ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.

ჩვენება:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა, მათ შორის მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი
  • კანის სიმშრალე, მომატებული ცხიმიანობა, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
  • ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, როზაცეა - ვარდისფერი ფერისმჭამელა, ვულგარული აკნე, ფსორიაზი, სებორეა, პიგმენტური ლაქები, კანის კანდიდოზი
  • თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)

დამატებითი ინგრედიენტები: შაქრის ლერწამი, პექტინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ქოქოსის ზეთი, კარნაუბას ცვილი.

დოზირება:  2 საღეჭი მარმელადი დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 2 - 3 თვე.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 საღეჭი მარმელადი ლიმონის არომატით

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy