Psilo-Balsam - ფსილო-ბალზამი გელი 20გ
ჩვენება: მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.
სამკურნალო ფორმა
გარეგანი გამოყენების გელი
პრეპარატის შემადგენლობა
100 გ გელი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს 1,0 გ
დამხმარე ნივთიერებებს :ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს 0,1 გ კონსერვანტის სახით მაკროგოლ -6- გლიცერილკაპრილატს / კაპრინატს ტრომეტამოლს , პოლიაკრილის მჟავას წყალს
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ათქ კოდი : D04A A 32
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფსილო - ბალზამის ანტიალერგიული მოქმედება დაკავშირებულია მის შემადგენლობაში დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის არსებობასთან , რომელიც წარმოადგენს H1- ჰისტამინურირეცეპტორების ბლოკატორს და ამის შედეგად სწრაფად ამცირებს ქავილს , ტკივილს , ჰიპერემიას ,აქვეითებს კაპილარების მომატებულ შეღწევადობას , ამცირებს ქსოვილების შეშუპებას , იწვევს ადგილობრივ ანესთეზიას . ფსილო - ბალზამს გააჩნია სასიამოვნო გამაგრილებელი მოქმედება . გელის სპეციალური გელის კომპონენი იცავს კანს და არ ტოვებს კვალს , ის შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც კანის კრემი .
გამოყენების ჩვენება
მზის ან I ხარისხის დამწვრობის, კოღოს მწერების ნაკბენის , ჭინჭრის ციების , სხვადასხვა წარმოშვების კანის ქავილის , ჩუტყვავილის, კანის ალერგიული გაღიზიანების (ქოლესტაზისდროს ქავილის გამოკლებით), მცენარეებთან შეხებით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტის დროს.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში , 2 წლამდე ასაკის ბავშვებში
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის თხელი ფენა (2–3 გ გელი ) დაიტანება კანის დაზიანებილ უბანზე და ნაწილდება მსუბუქი შეზელით .
გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია , რომელიც ვლინდება კანის მონაკვეთის გაწითლებაში და ზომიერ შეშუპებაში , რომელზეც დაიტანება პრეპარატი.
პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას სისტემური ხასიათის გვერდითი ეფექტები არ არის აღნიშნული .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას .
მაო - ს ინჰიბიტორები აძლიერებენ დიფენჰიდრამინის ანტიქოლინერგულ აქტივობას . ანტაგონისტურიურთიერთქმედება აღინიშნება ფსიქოსტიმულატორებთან ერთად დანიშვნის დროს .
გამოშვების ფორმა
20 გრ 1% გელი ალუმინის ტუბებში.
თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში .
ვარგისიანობის ვადა
3 წელი . ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ).
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account