Actinits - აქტინისი ტილების საწინააღმდეგო სპრეი 100მლ
ჩვენებები: აქტინისი სპრეი ნაჩვენებია თავის ტილების (Pediculus capitis) და წილების მოსაშორებლად.
Actinits - აქტინისი ტილების საწინააღმდეგო სპრეი 100მლ
თავის ტილების და წილების სამკურნალო საშუალება
ინგრედიენტები: ციკლოპენტაზიკლოქსანი, დიმეთიკონი.
ჩვენებები: აქტინისი სპრეი ნაჩვენებია თავის ტილების (Pediculus capitis) და წილების მოსაშორებლად.
მოქმედების მექანიზმი: აქტინისი სპრეი ახდენს ტილების და წილების სასუნთქი გზების ბლოკირებას შექმნილი გარსის ხარჯზე და გუდავს მათ.
- აქტინისი სპრეი არ შეიცავს პესტიციდებს ან ტოქსიკურ ნივთიერებებს.
- აქტინისი სპრეის ორმაგი მოქმედების ფორმულა არა მარტო გუდავს თავის ტილებს და წილებს, არამედ ახდენს მათ გაუწყლოებას.
- აქტინისი სპრეის გამოყენება შესაძლებელია უსაფრთხოდ 6 თვის ასაკიდან ბავშვებში და მოზრდილებში.
- შესაძლებელია გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში, რადგან აქტინისის სპრეის მოქმედი ნივთიერებები არ შეიწოვება კანის მიერ.
ინსტრუქცია:
- შეამოწმეთ მშრალი თმა ნაწილ-ნაწილ თმის ტილების არსებობაზე კოლოფში მოთავსებული წვრილკბილიანი ტილების საწინააღმდეგო სავარცხლის საშულებით.
- სპრეი თმიდან დაშორებული უნდა იყოს დაახლოებით 10 სმ-ით. დაასხურეთ საკმარისი რაოდენობის აქტინისის ხსნარი თანაბრად მშრალ თმაზე. დარწმუნდით რომ თავის კანი სრულად დაიფარა სითხით.
განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ ყურების უკანა მიდამოები.
- გამოყენების შემდეგ, დაივარცხნეთ თმა აქტინისის სპეციალური სავარცხლის გამოყენებით მკვდარი ტილების და წილების მოსაშორებლად.
- გაიშრეთ თმა ბუნებრივად:
– არ შეიხვიოთ თავი.
– არ გამოიყენოთ თმის საშრობი.
- დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის შამპუნი პირდაპირ მშრალ თმაზე. კარგად შეიზილეთ შამპუნი, შემდეგ დაიბანეთ წყლით (არ გამოიყენოთ ცივი წყალი). გაიმეორეთ დაბანის პროცედურა.
- სველი თმა საფუძვლიანად ჩამოივარცხნეთ აქტინისის ტილების საწინააღმდეგო სავარცხლით ტილების და წილების მოსაშორებლად. სავარცხელი გაასუფთავეთ რეგულარულად.
- მკურნალობის ან პროფილაქტიკის მიზნით პროცედურის გამეორება დასაშვებია 7 დღის შემდეგ.
- დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები: განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. კანზე სიწითლის, აშრევების ან გაღიზიანების შემთხვევაში მიმართეთ კანის ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ მოხდა თვალთან კონტაქტი, ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით.
პროდუქტი არ გამოიყენება პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ 150C – 250C-ზე კოლოფში. მოარიდეთ პროდუქტი აალებად გარემოს. მოქმედების ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
- გამოიყენება მშრალ თმაზე
- არ იწვევს თმის გაცხიმოვნებას
- შესაძლებელია თმაზე დავიტოვოთ 6-7 საათის განმავლობაში
- არ შეიცავს პესტიციდებს
- არატოქსიკურია
- უსუნო და უფერო
მწარმოებელი:
Actiwell Ilac ve Kozmetik San. Tic. A.S.
მისამართი: Orucreis Mah. Tekstilkent Cad. No: 10H/206,
ესენლერი, სტამბული/თურქეთი
www.actiwell.com.tr/info@actiwell.com.tr
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account