Farconi - ფარკონი სელის თესლი 50გ

2,90 GEL
მარაგშია
SKU
55115_2499
გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება შინაგანად მისაღებად – კუჭ-ნაწლავის ანთებითი და წყლულოვანი პროცესების დროს (ენტერიტი, კოლიტი, ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ა.შ.). გარეგანი გამოყენებისთვის – კანის ანთებითი პროცესებისას (დაჟეჟილობა, აბსცესები).

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
სელის თესლი
Semen Lini

წამლის ფორმა: სელის თესლი.

შემადგენლობა: სელის თესლი შეიცავს

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: სელის თესლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური, შემომგარსველი, საფაღარათო მოქმედება. ამცირებს გაღიზიანებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაზიანებებისას, გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის დროს, ასევე, დამწვრობისას.

გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება შინაგანად მისაღებად – კუჭ-ნაწლავის ანთებითი და წყლულოვანი პროცესების დროს (ენტერიტი, კოლიტი, ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ა.შ.).
გარეგანი გამოყენებისთვის – კანის ანთებითი პროცესებისას (დაჟეჟილობა, აბსცესები).

გამოყენების წესი: 3გ (1/2 ჩაის კოვზი) თესლს დავასხათ 100მლ (1/2 ჭიქა) მდუღარე წყალი და ვურიოთ 15 წუთი, გავწუროთ.

მიღების წესი:Bკუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს მივიღოთ 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მოხმარებისთვის ვარგისია მხოლოდ ახლად მომზადებული გამონაცემი.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი გამწვავების სტადიაში, ნაწლავების გაუვალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, გულისრევა.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 50გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy