AGROFY - აგროფაი კინოა 480გრ

20,55 GEL
მარაგშია
SKU
66205_2902

კინოა ხელს უწყობს შაკიკის დროს ტკივილის შესუსტებას, ამცირებს კიბოს რისკს, ასტიმულირებს კარგ განწყობას.

ინკების კულტურაზე უძველესია, მისი ისტორია 6000 წელს ითვლის. იგი შეიცავს B1, B2, B9, E ვიტამინს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალებს, მაგნიუმს, სპილენძს, მანგანუმს და რკინას. კინოა ხელს უწყობს შაკიკის დროს ტკივილის შესუსტებას, ამცირებს კიბოს რისკს, ასტიმულირებს კარგ განწყობას, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რეკომენდირებულია ცელიაკიას (გლუტეინის აუტანლობა) და კანდიდოზური ინფექციების დროს.

კინოა აღმოსავლური სამზარეულოს საყვარელი ინგრედიენტია. მისი მარცვლებით თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბრინჯი, მაკარონი და ხორბლის სხვა ნაწარმი. კინოათი შეგიძლიათ შეკაზმოთ ხილი, მაწონი, მიუსლი ან გარნირად მიირთვათ ხორცსა და თევზთან ერთად.

მომზადების წინ კინოა კარგად უნდა გარეცხოთ, რომ მარცვლებს მავნე ნივთიერება საპონინი არ შეჰყვეს. თუმცა საპონინს უმთავრესად ქერქი შეიცავს, მარკეტში კი კინოა დარჩეული იყიდება.

კინოა, ოღონდ აუცილებლად გაფცქვნილი, ძალიან კარგი საკვებია ორსულებისა და ბავშვებისთვის.

კულინარიაში კინოა უმიც გამოიყენება და თერმულად დამუშავებულიც. თუ გინდათ, მისი თხილისებური გემო მეტად შეიგრძნოთ, უმი ან მოხალული მიირთვით. მოხალული კინოა ასე მოამზადეთ: ჯერ კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, მოხალეთ და მერე მოხარშეთ. ძალიან გემრიელია მოხალული კინოათი შეზავებული სალათები და, როგორც გითხარით, მიუსლისაც უხდება, თუმცა თერმულად დამუშავებულ მარცვლებში საკვები ნივთიერება ნაკლებია.

კინოას მოყვარულებს მაინც მოხარშული ვარიანტი ურჩევნიათ. მოხარშვის წინ 20-30 წუთი წყალში გააჩერეთ, ნადგამი წყალი გადაუწურეთ და ორ წილ წყალში მოხარშეთ (10-15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე). ქურიდან გადადგმის შემდეგ კიდევ 10 წუთი (ან მეტიც) გააჩერეთ თავდახურული, რომ კარგად გაფუვდეს. მთავარია, ხარშვა ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ თხილისებურ გემოსაც დაკარგავს და ისე დარბილდება, რომ რას ჭამთ, ვერ გაიგებთ.

მოხარშულ კინოას ძალიან უხდება კარაქი და ზეთი. მიირთმევენ ბროკოლისთან ან ავოკადოსთან ერთად. კინოათი ყველაფერი მალე მზადდება და კარგადაც გვანაყრებს.

კინოა დიდხანს გაძლებს, თუ მას თავდახურული ჭურჭლით გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახავთ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy