რინოდუო - Rinoduo 137/50მკგ სპრეი 120 დოზა

განსაკუთრებული ფასი 66,78 GEL რეგულარული ფასი 70,29 GEL
მარაგშია
SKU
90226_1245

ჩვენება: გამოიყენება ზომიერი და მძიმე სეზონური ალერგიული რინიტის და ხანგრძლივი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

რინოდუო 137 მიკროგრამი/50 მიკროგრამი /შესასხურებელი ხსნარი, ნაზალური სპრეი

აზელასტინის ჰიდროქლორიდი/ფლუტიკაზონის პროპიონატი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ სხვა პირებს, თუნდაც იგივე სიმპტომები ჰქონდეთ რაც თქვენ, ამან შეიძლება ავნოს მათ.

- რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4.

ანოტაციის შინაარსი

1. რა არის რინოდუო და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ რინოდუოს გამოყენებამდე.

3. როგორ მივიღოთ რინოდუო.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ რინოდუო.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არისრინოდუოდა რისთვის გამოიყენება.

რინოდუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: აზელასტინის ჰიდროქლორიდს და ფლუტიკაზონის პროპიონატს.

· აზელასტინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ანტიჰისტამინების ჯგუფს. ანტიჰისტამინები მოქმედებენ ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ჰისტამინი, რომელიც ორგანიზმის მიერ წარმოიქმნება ალერგიული რეაქციის სახით; ამ გზით ის ამცირებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს.

· ფლუტიკაზონის პროპიონატი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ ანტებით პროცესს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება ზომიერი და მძიმე სეზონური ალერგიული რინიტის და ხანგრძლივი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად, იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ინტრანაზალური ანტიჰისტამინური ან კორტიკოსტეროიდული მკურნალობა საკმარისი არ აღმოჩნდება.

სეზონური ან ხანგრძლივი ალერგიული რინიტი არის ალერგიული რეაქცია ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა პოლინოზი (თივის ცხელება), სახლის ტკიპა, ობი, მტვერი ან შინაური ცხოველები.

მედიკამენტი ხსნის ალერგიის სიმპტომებს, მაგალითად: გამონადენი ცხვირიდან, რინორეა, ცემინება, ქავილი ან ცხვირის გაჭედვა.

2. რა უნდა ვიცოდეთ რინოდუოს გამოყენებამდე.

არ გამოიყენოთ რინოდუო:

- თუ ალერგიული ხართ აზელასტინის ჰიდროქლორიდის ან ფლუტიკაზონის პროპიონატის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

· ახლახან გაიკეთეთ ცხვირის ოპერაცია.

· გაქვთ ცხვირის ინფექცია. ცხვირის ინფექციების მკურნალობა უნდა მოხდეს ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. თუ დანიშნული გაქვთ მედიკამენტი ცხვირის ინფექციის სამკურნალოდ, მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ ამ მედიკამენტის მიღება ალერგიის სამკურნალოდ.

· გაქვთ ტუბერკულოზი ან არა ნამკურნალევი ინფექცია.

· გაქვთ მხედველობის დარღვევები ან ანამნეზში მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა და/ან კატარაქტა. თუ გაწუხებთ რომელიმე ეს დაავადება, ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ.

· დარღვეული გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია. სიფრთხილეა საჭირო სისტემური სტეროიდული თერაპიიდან ამ მედიკამენტზე გადასვლისას.

· გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება. გაიზრდება სისტემური გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა.

ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მე-3 პუნქტში მითითებული დოზა ან თქვენი ექიმის მიერ გამოწერილი დოზა. ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რასაც შესაძლებელია რომ მოყვეს წონის კლება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მარილის საჭიროება, სახსრების ტკივილი, დეპრესია და კანის გამუქება. რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სხვა მედიკამენტი სტრესის ან სელექტიური ოპერაციის დროს.

თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, თქვენი ექიმი გირჩევთ მიიღოთ რაც შეიძლება დაბალი დოზა, რაც საჭიროა რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლისთვის.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ (როგორიცაა ეს მედიკამენტი) შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში და მოზარდებში. ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ბავშვების ზრდის პროცესი და დარწმუნდეს, რომ ისინი იღებენ ყველაზე დაბალ დოზას.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა სახის დარღვევები.

თუ დარწმუნებული არ ხართ გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

რინოდუოს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს ამ მედიკამენტის მოქმედება, ამიტომ თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის ზოგიერთი აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი და სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი: კეტოკონაზოლი).

ორსულობა და ლაქტაცია.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა.

ამ მედიკამენტს ძალიან მინიმალური გავლენა აქვს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ან თავად დაავადების ან ამ მედიკამენტის მიღების გამო. ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ეს გვერდითი მოვლენები.

რინოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას, რადგანაც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ასეთ რეაქციაზე (ცხვირის მუდმივი დახშობა) ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი ნაზალური მედიკამენტი, რომელიც არ შეიცავს ამ დამხმარე ნივთიერებას.

3. როგორ მივიღოთ რინოდუო.

ზედმიწევნით დაიცავით მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში ხელახლა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სრული ეფექტისათვის საჭიროა მედიკამენტის რეგულარულად მიღება.

მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.

მოზრდილები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)

· რეკომენდირებული დოზაა თითო შესხურება თითოეულ ნესტოში, დილით და საღამოს.

გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

· ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გამოიყენეთ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს

არ არსებობს მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

გამოყენების მეთოდი

ნაზალური გზით.

ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქცია და მედიკამენტი გამოიყენეთ მხოლოდ მითითებების შესაბამისად.

გამოყენების ინსტრუქცია.

სპრეის მომზადება

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი 5 წამის განმავლობაში ზევით და ქვევით მოძრაობით, შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური (იხ. სურათი 1).

2. ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებისას ტუმბო უნდა გააქტიუროთ ჰაერში შესხურებით.

3. გაააქტიურეთ ტუმბო ტუმბოს თითოეულ მხარეს ორი თითის და ფლაკონის ძირზე ცერა თითის დაჭერით.

4. დააჭირეთ და გამოასხით ტუმბოდან 6-ჯერ, სანამ არ გამოჩნდება გლუვი სპრეი (იხ. სურათი 2).

5. ტუმბო ახლა გააქტიურებულია და მზად არის გამოსაყენებლად. 6. თუ ნაზალური სპრეი არ გამოგიყენებიათ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგჭირდებათ ტუმბოს ხელახლა გააქტიურება ტუმბოს დაჭერით და სითხის გამოშვებით.

შესხურების მეთოდი

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი 5 წამის განმავლობაში ზევით და ქვევით მოძრაობით, შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური. (იხ. სურათი 1).

2. გაითავისუფლეთ ცხვირის ნესტოები.

3. თავი ფეხების მიმართულებით დახარეთ. არ გადახაროთ თავი უკან.

4. ფლაკონი დაიკავეთ ვერტიკალურ პოზიციაში და ფრთხილად მოათავსეთ პულვიზატორი ერთ ნესტოში.

5. აიფარეთ თითი მეორე ნესტოზე, სწრაფად შეისხურეთ ერთხელ და, ამავე დროს, მსუბუქად ჩაისუნთქეთ. (იხ. სურათი 3).

6. ისუნთქეთ პირით.

7 გაიმეორეთ ოპერაცია მეორე ნესტოში.

8. მსუბუქად ჩაისუნთქეთ და შესხურების შემდეგ თავი უკან არ გადახაროთ. რითაც ხელს შეუშლით მედიკამენტის ყელში გადასვლას, რაც იწვევს უსიამოვნო გემოს (იხ. სურათი 4).

9. თითოეული გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ შესასხურებელი მოწყობილობა სუფთა ხელსახოცით ან ქსოვილით და შეცვალეთ დამცავი თავსახური.

10. არ დაჭეჭყოთ ფილტრი თუ სპრეი არ გადმოდის. სარქველი გაწმინდეთ წყლით.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა. გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მედიკამენტი გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ხანს გაქვთ ალერგიის სიმპტომები.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რინოდუო.

თუ ეს მედიკამენტი საჭიროზე მეტი რაოდენობით შეისხურეთ ცხვირში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის პრობლემა შეგექმნათ. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ რეკომენდირებულზე მეტ დოზას დიდი ხნის განმავლობაში იყენებდით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ ვინმე, განსაკუთრებით ბავშვი, შემთხვევით დალევს მედიკამენტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო ცენტრს, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონის ნომერზე (91) 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

თუ დაგავიწყდათ რინოდუოს მიღება.

მიიღეთ ნაზალური სპრეი, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ რინოდუოს მიღება.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგანაც შესაძლოა საფრთე შეუქმნას თქვენი მკურნალობის შედეგებს. მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

· სისხლდენა ცხვირიდან.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

· თავის ტკივილი

· მწარე გემო პირში, განსაკუთრებით მაშინ თუ ნაზალური სპრეის გამოყენებისას თავი უკან არის გადახრილი. ეს გემო გაქრება, თუ მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე წუთში დალევთ გაზიან სასმელს.

· უსიამოვნო სუნი.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

· ცხვირის შიდა ნაწილის მსუბუქი გაღიზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი ჩხვლეტა, ქავილი ან ცემინება.

· ცხვირის სიმშრალე, ხველა, ყელის სიმშრალე ან ყელის გაღიზიანება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 1.000-დან 1 ადამიანში):

· ყელის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10.000-დან 1 ადამიანში):

· მოდუნება ან ძილიანობა.

· კატარაქტა, გლაუკომა ან თვალის წნევის მომატება, მხედველობის შესაძლო დაკარგვით და/ან სიწითლე და ტკივილი თვალებში. ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ფლუტიკაზონის პროპიონატის ნაზალური სპრეით ხანგრძლივი მკურნალობისას.

· კანისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებები.

· შეუძლოდ ყოფნის, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება.

· კანის გამონაყარი, სიწითლე ან ქავილი, ჭინჭრის ციება.

· ბრონქოსპაზმი (ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება).

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ყლაპვის/სუნთქვის გართულება, და კანზე გამონაყარის უეცარი გამოჩენა. ეს შესაძლოა იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები. გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობას).

· მხედველობის დაბინდვა.

· წყლულები ცხვირში.

ამ მედიკამენტის დიდი დოზებით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები (გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელს სხეულზე). ამ გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა ნაკლებია, თუ ორალური კორტიკოსტეროიდების ნაცვლად გამოიყენება კორტიკოსტეროიდი ნაზალური სპრეი. ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა განსხვავებული იყოს ცალკეული პაციენტების და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების შემთხვევაში. (იხ. პუნქტი 2).

ნაზალური კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს ორგანიზმში ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მაღალი დოზები გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში. ბავშვებში და მოზარდებში ამ გვერდითმა მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება.

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოვლინდეს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), როდესაც კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითიმოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ რინოდუო.

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისიანობის ვადის გასვლა გახსნის შემდეგ: გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნაზალური სპრეი პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

მედიკამენტები არ უნდა იქნას გადაგდებული კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რინოდუოს შემადგენლობა

- აქტიური ნივთიერებებია აზელასტინის ჰიდროქლორიდი და ფლუტიკაზონის პროპიონატი. ყოველი შესხურება (0.137 გ) შეიცავს 137 მიკროგრამ აზელასტინის ჰიდროქლორიდს (=125 მიკროგრამი აზელასტინი) და 50 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.

- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი, გლიცეროლი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და გამოხდილი წყალი.

პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი.

რინოდუო არის თეთრი, ერთგვაროვანი ხსნარი.

რინოდუო წარმოდგენილია ქარვისფერი შუშის ფლაკონში, აღჭურვილია სპრეის ტუმბოთი, აპლიკატორით და დამცავი თავსახურით.

25 მლ ფლაკონი შეიცავს 23 გ ნაზალური სპრეის (მინიმუმ 120 შესხურება).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy