რიეკო - Ryeqo 40/1/0.5მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 237,45 GEL რეგულარული ფასი 249,95 GEL
მარაგშია
SKU
90146_2

ჩვენება: გამოიყენება საშვილოსნოს მიომის ზომიერი და მძიმე ხარისხის სიმპტომების სამკურნალოდ რეპროდუქციული ასაკის მოზრდილ ქალებში.

რიეკო ®®(RYEQO®)

მოცემული პრეპარატი საჭიროებს დამატებით მონიტორინგს. ეს მოგვცემს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფად მოპოვების საშუალებას. ჩვენ მივმართავთ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს თხოვნით მოგვაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ მოხსენების წესი წარმოდგენილია განყოფილებაში "გვერდითი ეფექტი" .

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რიეკო ®®(RYEQO®)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):

რელუგოლიქსი/ესტრადიოლი/ნორეთისტერონი ( relugolix / estradiol / norethisterone )

გამოშვების ფორმა:აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:რელუგოლიქსი - 40 მგ, ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი - 1,032 მგ(ექვივალენტია ესტრადიოლი 1მგ;), ნორეთისტერონის აცეტატი - 0,5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები:მანიტოლი (E421), ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ოპადრაი II ყვითელი (ჰიპრომელოზა, 2910, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)).

აღწერა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის, ერთ მხარეს გრავირებით "415" და მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული ჰორმონები და მათი ანალოგები. ანტიგონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

რელუგოლიქსი არის არაპეპტიდური გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც უკავშირდება გნრჰ-ს რეცეპტორებს ჰიპოფიზის წინა წილში და აინჰიბირებს მათ აქტივობას. ადამიანში გნრჰ-ს რეცეპტორების ინჰიბირება იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედების მიერ მალუთეინირებელი ჰორმონის (მლჰ) და ფოლიკულ მასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) სეკრეციით დოზადამოკიდებულ შემცირებას. შედეგად, მოცირკულირე მლჰ-სა და ფმჰ-ს კონცენტრაცია მცირდება. ფმჰ-ის კონცენტრაციის შემცირების ფონზე საკვერცხეებში არ ხდება ფოლიკულების ზრდა და განვითარება, რაც თრგუნავს ესტროგენების გამომუშავებას. მლჰ-ს სეკრეციის პიკის არარსებობა ხელს უშლის ოვულაციას და შემდგომში ყვითელი სხეულის წარმოქმნას, შესაბამისად, არ ხდება პროგესტერონის გამომუშავება. ამრიგად, პრეპარატი რიეკო®უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს არანაკლებ 1 თვის განმავლობაში გამოყენების პირობით (იხ. განყოფილება "გამოყენების წესი და დოზები").

ესტრადიოლი პრეპარატის შემადგენლობაში არის ენდოგენურად პროდუცირებული ჰორმონის იდენტური და წარმოადგენს ესტროგენის ბირთვული რეცეპტორების (RE) ქვეტიპების ძლიერ აგონისტს. ორგანიზმში ეგზოგენური გზით შემოსული ესტრადიოლის მიღება ამცირებს ესტროგენის დეფიციტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობას, კერძოდ, ვაზომოტორულ სიმპტომებს და ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის დაკარგვას.

ნორეთისტერონის აცეტატი არის სინთეზური პროგესტაგენი. ვინაიდან ესტროგენები ხელს უწყობენ ენდომეტრიუმის ზრდას, ესტროგენებით თერაპია მონოთერაპიის რეჟიმში ზრდის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და მისი კიბოს რისკს. პროგესტაგენის დამატება ამცირებს ესტროგენებით ინდუცირებულ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის რისკს ქალებში შენარჩუნებული საშვილოსნოთი.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გავლენა ჰიპოფიზის და საკვერცხეების მიერ ჰორმონების სეკრეციაზე

რელუგოლიქსის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მოცირკულირე ლმჰ-ის, ფმჰ-სა და ესტრადიოლის კონცენტრაციების სწრაფი დოზადამოკიდებული შემცირება. ესტრადიოლის კონცენტრაციის თითქმის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება პრეპარატის 40 მგ დოზით მიღებისას პოსტმენოპაუზის მდგომარეობისთვის დამახასიათებელ დონემდე. კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ესტრადიოლის საშუალო კონცენტრაციები პრეპარატ რიეკო ®--სმიღებისას სტაბილურად ნარჩუნდებოდა იმ დონეზე, რომელიც, როგორც მინიმუმი, 10 პგ/მლ-ით აღემატებოდა ანალოგიურ დონეს რელუგოლიქსის მონოთერაპიის ფონზე. კლინიკურ კვლევებში პრეპარატ რიეკო®-სშესწავლის III ფაზაზე ესტრადიოლის მედიანური კონცენტრაციები პრეპარატის მიღებამდე 24 კვირის შემდეგ შეადგენდნენ დაახლოებით 33 პგ/მლ, რაც შეესაბამებოდა დონეს, რომელიც დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის ადრეული ფოლიკულური ფაზისათვის. პროგესტერონის კონცენტრაციები პრეპარატ რიეკო ®-ით თერაპიის დროს ნარჩუნდებოდა <3.0 ნგ/მლ დონეზე.

გავლენა ოვულაციაზე

ერთ კოჰორტულ კვლევაში ჯანმრთელი ქალების მონაწილეობით, რომლებმაც ჯერ არ მიაღწიეს მენოპაუზას, პრეპარატ რიეკო®-ს დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებამ 84 დღის განმავლობაში გამოიწვია ფოლიკულის ზრდის მნიშვნელოვანი დათრგუნვა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (ფოლიკულის საშუალო დომინანტური ზომები შეადგენდნენ დაახლოებით 6 მმ-ს), ამავდროულად ოვულაციის დათრგუნვა ჰუგლანდ-სკოუბის შკალით შეფასების მიხედვით აღინიშნებოდა ქალების 100%-ში. პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ყველა გამოკვლეულ ქალს (67-დან 66-ს) აღენიშნებოდა ოვულაციის აღდგენა 43 დღის განმავლობაში (საშუალოდ 23,5 დღის განმავლობაში).

თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება 24 კვირის განმავლობაში

პრეპარატ რიეკო®-ს თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება მისი დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებისას შესწავლილი იყო ორი რეპლიკაციური, 24 კვირიანი, საერთაშორისო, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის მანძილზე 18-50 წლის ასაკის ქალების მონაწილეობით უხვი მენსტრუალური სისხლდენებით, რომლებიც დაკავშირებული იყო საშვილოსნოს მიომასთან. კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები იყო საშვილოსნოს მიომის არსებობა, რომელიც დადასტურებული იყო ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეომით, და მენსტრუალური სისხლის დაკარგვის (მსდ) მოცულობა, რომელიც შეადგენდა ≥ 80 მლ (ტუტოვანი ჰემატინის განსაზღვრის მეთოდით).

ორივე კვლევაში იყო გათვალისწინებული 3 სამკურნალო ჯგუფი: ქალები რანდომიზებულნი იყვნენ რელუგოლიქსის 40 მგ დოზით ესტრადიოლთან 1 მგ დოზით და ნორეთისტერონის აცეტატთან 0.5 მგ დოზით (E2/NETA) (პრეპარატი რიეკო®) კომბინაციით მკურნალობის 24 კვირის ხანგრძლივობის ჯგუფში, ან პლაცებოს ჯგუფში 24 კვირის განმავლობაში ან რელუგოლიქსით 40 მგ დოზით.12 კვირიანი ხანგრძლივობის მკურნალობის ჯგუფში, რასაც შემდგომში მოჰყვებოდა რელუგოლიქსით 40 მგ დოზით და E2/NETA-თი 12 კვირის ხანგრძლივობის კომბინირებულ თერაპიაზე გადასვლა. ასაკის მედიანა ქალებში შეადგენდა 42 წელს, სხეულის მასის საშუალო ინდექსი შეადგენდა 31,7 კგ/მ2. ქალების დაახლოებით 49,4% იყო შავკანიანი, 44,7% -ევროპოიდული რასის წარმომადგენლები და 5,9% მიეკუთვნებოდნენ სხვა რასებს.

უხვიმენსტრუალური სისხლდენის მკურნალობა

ორივე კვლევაში, ქალების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტი, რომლებიც რეაგირებდნენ მკურნალობაზე (მსდ-ს მოცულობა < 80 მლ და მსდ-ს მოცულობის შემცირება საწყისი დონიდან მინიმუმ 50%-ით) იყო დარეგისტრირებულიდა პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის ჯგუფში . პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (ცხრილი 1). მსდ-ის მოცულობის შემცირება დაფიქსირდა უკვე მონაწილეთა პირველ გამოკვლევაზე (მე-4 კვირა). სხვა მეორადი საბოლოო წერტილების ანალიზის შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია საშვილოსნოს სისხლდენასთან, წარმოდგენილია ცხრილში 1. ყველა ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილი კონტროლდებოდა ალფას სანდოობის დონით.

ცხრილი 1. პირველადი და შერჩეული მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილების ანალიზის შედეგები 1 და2 კვლევებში.

 

კვლევა 1

კვლევა2

რიეკო ®

(n=128)

პლაცებო

(N=127)

რიეკო ®

(N=125)

პლაცებო

(N = 129)

ქალების რაოდენობა (%), რომლებიც რეაგირებენ მკურნალობაზე a,b

94 (73.4%)

24 (18.9%)

89 (71.2%)

19 (14.7%)

ქალების რაოდენობა (%) მსდ მოცულობა < 80 მლ

97 (75.8%)

34 (26.8%)

97 (73.6%)

25 (19.4%)

ქალების რაოდენობა (%) მსდ მოცულობის ≥ 50%-ით შემცირებით

101 (78.9%)

28 (22.1%)

96 (76.8%)

28 (21.7%)

ამენორეით ქალების რაოდენობა (%) b,c

67 (52.3%)

7 (5.5%)

63 (50.4%)

4 (3.1%)

ქალების რაოდენობა (%) ჰემოგლობინის დონის მომატებით > 2 გ/ლd-ით

15 (50.0%)

5 (21.7%)

19 (61.3%)

2 (5.4%)

ქალების რაოდენობა (%) NRS შკალით შეფასებით≤ 1 b,e

25 (43.1%)

7 (10.1%)

32 (47.1%)

14 (17.1%)

პირველადი მიომის კვანძის მოცულობის პროცენტული ცვლილება

-12.4 (5.62)

–0.3 (5.40)

-17.4 (5.93)

-7.4 (5.92)

საშვილოსნოს მოცულობის პროცენტული ცვლილება

-12.9 (3.08)

2.2 (3.01)

-13.8 (3.39)

-1.5 (3.37)

მკურნალობისპასუხად ითვლებოდა მსდ-ს <80 მლ მოცულობის შემცირება და საწყისი დონიდან მსდ-ს მოცულობის შემცირება მინიმუმ 50%-ით მკურნალობის ბოლო 35 დღის განმავლობაში.

bp-მნიშვნელობა < 0,0001 რიეკო ® -ს ჯგუფის პლაცებოს ჯგუფთან შედარებით საწყის დონეზე (< 225 მლ, ≥ 225 მლ) მსდ მოცულობისა და გეოგრაფიული რეგიონის (ჩრდილოეთი ამერიკა, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები) მიხედვით სტრატიფიკაციის შემდეგ

cამენორეა განისაზღვრებოდა როგორც მენსტრუალური სისხლდენის, ლაქების სახით სისხლიანი გამონადენის ან მინიმალური სისხლდენის არარსებობა (მსდ მოცულობა < 5 მლ) ელექტრონული დღიურის (eDiary) მონაცემების მიერ დადასტურებული ორჯერ ზედიზედ ვიზიტის დროს .

dქალებში საწყისი ჰემოგლობინის დონით ≤ 10,5 გ/ლ.

eქალებში ზომიერი ან ძლიერი ტკივილის სინდრომით საწყის დონეზე.

აბრევიატურები: E2-ესტრადიოლი; მსდ- მენსტრუალური სისხლის დაკარგვა; NETA- ნორეთისტერონის აცეტატი; NRS - ციფრული რეიტინგის სკალა; UFS-QoL არის კითხვარი ცხოვრების ხარისხისა და საშვილოსნოს მიომის სიმპტომების გამოხატულების შესახებ.

ძვლოვანი ქსოვილისმინერალური სიმკვრივის (ძქმს) გაზომვები 104 კვირის განმავლობაში

პრეპარატ რიეკო®-ს გავლენა ძქმს-ზეშეფასებული იყო ორ ენერგოვანი რენტგენის აბსორბციომეტრიით (ოერა) ყოველ 12 კვირაში. პრეპარატ რიეკო ®-ის ზოგადად 28 კვირიან ღია არაშედარებად გაფართოებულ კვლევაში ( კვლევა 3), რომელშიც ყველა ქალი იღებდა პრეპარატ რიეკო®-ს, იყო ჩართული 477 ქალი, რომლებმაც დაასრულეს 24 კვირიანი საბაზისო კვლევები (კვლევა 1 და 2). 228 ქალი, რომლებმაც დაასრულეს გაფართოეული კვლევა, ჩაირიცხნენ დამატებით 52-კვირიან კვლევაში (კვლევა პრეპარატის რანდომიზებული მოხსნით) და ხელახლა რანდომიზირებულნი იყვნენ პრეპარატ რიეკო ® -ს ან პლაცებოს ჯგუფში (იხ. ცხრილი 2)

ცხრილი 2.ძვლოვანი ქსოვილისმინერალური სიმკვრივის(ძქმს)გაზომვები 104 კვირ ის განმავლობაში

რიეკო ®

(N=163)

პლაცებო

(N=164)

ხერხემლის წელის ნაწილი (L1–L4)

   

კვლევა1 და 2

   

საწყისი დონე

   

N

163

164

საშუალო უკმ

1.2

1.3

(95% CI)

(1.1663; 1.2219)

(1.2223; 1.2796)

 

   

მე-12 კვირა

   

N

145

146

საშუალოუკმ -ის ცვლილება (%) a

-0.368

0.403

(95% CI)

(-0.8117; 0.0757)

(-0.0811; 0.8866)

 

   

24 კვირა

   

N

153

156

საშუალოუკმ -ის ცვლილება (%) a

–0,229

0.241

(95% CI)

(-0.6930; 0.2358)

(-0.2432; 0.7164)

 

   

კვლევა 3

რიეკო®

პლაცებო

კვირა 36

   

N -

154

138

საშუალოუკმ -ის ცვლილება (%) a

-0.726

–0,246

(95% CI)

(-1.2329; -0.2185)

(-0.7906; 0.2983)

 

   

კვირა 52

   

N

132

120

საშუალოუკმ -ის ცვლილება (%) a

–0.804

-0,775

(95% CI)

(-1.3578; -0.2503)

(-1.3246; -0.2261)

 

   

კვლევარანდომიზებულიპრეპარატის მოხსნი

რიეკო ®

პლაცებო

104 კვირა

   

N

82

78

საშუალოუკმ-ის ცვლილება (%)b

0.81

0.10

(95% CI)

(0.20; 1.42)

(-0.52; 0.72)

აბრევიატურები: საშუალო უკმ -საშუალო მნიშვნელობაა, რომელიც გამოითვლება უმცირესი კვადრატების მეთოდით; E2 - ესტრადიოლი; NETA - ნორეთისტერონის აცეტატი

a ცვლილებასაწყის დონესთან მიმართებაში (%)

b ცვლილება 52 კვირას არსებულ შეფასებასთან მიმართებაში (%)

პრეპარატ რიეკო®-ს ჯგუფში, წელის მიდამოში ძქმს-სათვის საშუალო უკმ-ის პროცენტული ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში 36-ე და 52-ე კვირას შეადგენდა -0.73% და -0.80%, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ 95% CI-ის ზედა ზღვარი 52-ე კვირას იყო 0-ზე დაბალი, საშუალო ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში არ შეფასდა როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქვედა ზღვარი არ აღემატებოდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზღურბლს -2.2%. პლაცებოს ჯგუფში, რომელშიც პაციენტები შემდგომში იღებდნენ პრეპარატ რიეკო ® -ს პლაცებოთი მკურნალობის 24 კვირის შემდეგ აღინიშნებოდა ძქმს-ის მსგავსი პროცენტული ცვლილება ხერხემლის წელის ნაწილში საწყის დონესთან მიმართებაში. პრეპარატის რანდომიზებული მოხსნის კვლევის მიმდინარეობის დროს, საშუალო უკმ-ის პროცენტული ცვლილება 52 კვირას მიცემულ შეფასებასთან მიმართებაში პრეპარატ რიეკო ®-ს ჯგუფში შეადგენდა 0.81%, მაშინ, როდესაც პაციენტებში, რომლებმაც დაასრულეს პრეპარატ რიეკო®-თითერაპიის 104 კვირა, ეს მნიშვნელობა უდრიდა 0, 04% ( n=32).

ძქმს-ის შეფასება ქალებში, რომლებიცღებულობდნენ რელუგოლიქსმონოთერაპიის სახით12 კვირის განმავლობაში

ქალებში, რომლებიც იღებდნენ რელუგოლიქსს მონოთერაპიის სახით 12 კვირის განმავლობაში 1 და 2 კვლევების ფარგლებში, ძქმს-ს მაჩვენებლები ხერხემლის წელის ნაწილში შემცირდა საწყის დონესთან მიმართებაში -2.0% და -1.92%-ით შესაბამისად. განსხვავებები ძქმს-ის პროცენტულ ცვლილებაში ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო®-ს და რელუგოლიქსს მონოთერაპიის სახით, მე-12 კვირას იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, რაც მიუთითებს რელუგოლიქსის გამოყენების ეფექტურობაზე E2/NETA-სთან (პრეპარატი რიეკო®) კომბინაციაში ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის მინიმიზაციის მიზნით.

პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის 52 კვირის განმავლობაში ძქმს-ის პროცენტულ ცვლილებაზე გავლენის გასაანალიზებლად ჩატარდა დაკვირვებითი კვლევა არანამკურნალევი საშვილოსნოს მიომის მქონე ასაკის მიხედვით შერჩეულ ქალებში, რომლის მიზანი წარმოადგენდა 18-50 ასაკის პრემენოპაუზაში მყოფი ქალების ძქმს-ის ლონგიტუდინალური შეფასება (დაავადების ბუნებრივი განვითარების კვლევა). ძქმს-ის პროცენტული ცვლილების მაჩვენებლები პრეპარატ რიეკო®-ს მიღების ფონზე მკურნალობის 52 კვირის განმავლობაშიშეესაბამება იმ მაჩვენებლებს, რომელიც შეინიშნებოდა მოცემულ კოჰორტაში ასაკის მიხედვით შერჩეულ მენოპაუზაში მყოფ საშვილოსნოს მიომის მქონე ქალებში. ძქმს-ის საშუალო პროცენტული ცვლილების მაჩვენებლები 52 კვირის განმავლობაში მიუთითებდნენ ძქმს-ის უმნიშვნელო შემცირებაზე 35 წლიდან და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფებში. ეს მაჩვენებლები ოდნავ დაბალი იყო ქალებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ რიეკო®-ს ანალოგიური ასაკობრივი ჯგუფის დაავადების ბუნებრივი განვითარების კვლევაში ჩართულ ქალებთან შედარებით.

გავლენა ენდომეტრიუმზე

ქალების ქვეჯგუფს ჩაუტარდა ენდომეტრიუმის ბიოფსია საწყის ეტაპზე და მკურნალობის 24 და 52 კვირის შემდეგ. ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის შემთხვევები არ დარეგისტრირებულა.

ფარმაკოკინეტიკა

რელუგოლიქსის, ესტრადიოლის (E2), საერთო ესტრონის (E1) და ნორეთისტერონის (NET) ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები რიეკოს® უზმოზე ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელპოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში წარმოდგენილია ცხრილში 3.

ცხრილი 3. რელუგოლიქსის, ესტრადიოლის,საერთო ესტრონისა და ნორეთისტერონის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში

 

რელუგოლიქსი

ესტრადიოლი (E2)

არაკონიუგირებული

ესტრონი (E1)

ნორეთისტერონი (NET)

AUC 0–∞

(ნგ∙სთ/მლ ან პგ∙სთ/მლ)

198.1 (111.6)

818.7 (334.4)

4126 (1650)

17.5 (8.46)

C max(ნგ/მლ ან პგ/მლ)

25.99 (18.21)

27.95 (19.15)

188.4 (59.09)

3.57 (1.43)

T max(სთ)

2.00 (0.25; 5.00)

7.00 (0.25; 24.00)

6.00 (2.00; 12.00)

1.01 (0.50; 4.00)

ტერმინალური t 1/2(სთ)

61.5 (13.2)

16.6 (7.67)

15.9 (6.52)

10.9 (3.05)

აბრევიატურები: AUC 0–∞- ფართობი „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ 0 წერტილიდან ექსტრაპოლაციით უსასრულობაზე; C max-არის მაქსიმალური დაკვირვებადი კონცენტრაცია; E1 - ესტრონი; E2 - ესტრადიოლი; NET- ნორეთისტერონი; T maxარის მაქსიმალური დაკვირვებითი კონცენტრაციის მიღწევის დრო; t 1/2- ნახევარგამოყოფის პერიოდი

შენიშვნა. ცხრილში მოყვანილია საწყისი მნიშვნელობების გათვალისწინებით დაკორექტირებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ესტრადიოლისთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. წარმოდგენილია არითმეტიკული საშუალო და სტანდარტული გადახრები, გარდა t max, რომლისთვისაც მოყვანილია მნიშვნელობების მედიანა და მნიშვნელობების დიაპაზონი (მინიმუმი, მაქსიმუმი). AUC 0-∞მოცემულია ნგ∙სთ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის და პგ∙სთ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. C maxმოცემულია ნგ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის, და პგ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის.

რელუგოლიქსის, ესტრადიოლის (E2), საერთო ესტრონის (E1) და ნორეთისტერონის (NET) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები წონასწორულ მდგომარეობაში პრეპარატ რიეკო®-ს ერთხელ დღე-ღამეში 6 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ ჯანმრთელი ქალების მიერ, რომლებმაც არ მიაღწიეს მენოპაუზას, წარმოდგენილია ცხრილში 4.

ცხრილი4. რელუგოლიქსის, ესტრადიოლის, მთლიანი ესტრონისა და ნორეთისტერონის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები პრეპარატ რიეკო®ს მრავალჯერადი მიღების შემდეგ ქალებში, რომლებსაც ჯერ არა აქვთ მენოპაუზა

 

რელუგოლიქსი

ესტრადიოლი (E2)

არაკონიუგირებული ესტრონი (E1)

ნორეთისტერონი (NET)

AUC 0-24

(ნგ∙სთ/მლ ან პგ∙სთ/მლ)

157 (94.7)

784 (262)

4450 (1980)

25.5 (11.4)

C max(ნგ/მლ ან პგ/მლ)

26 (21.4)

46.8 (17.3)

303 (137)

5.21 (1.53)

T max(სთ)

3 (0.5, 6)

3 (0.50; 12.00)

4 (1; 8.08)

1 (1; 2)

ეფექტური t 1/2(სთ)

~ 25

17.1 (4.03)

13.9 (4.14)

8.28 (1.87)

აბრევიატურები: AUC 0-24- ფართობი „კონცენტრაცია-დრო“-ის მრუდის ქვეშ პრეპარატის მიღებებს შორის არსებული ინტერვალის განმავლობაში (24 საათი); C maxარის მაქსიმალური დაკვირვებადი კონცენტრაცია; E1 - ესტრონი; E2 - ესტრადიოლი; NET, ნორეთისტერონი; t maxარის მაქსიმალური დაკვირვებადი კონცენტრაციის მიღწევის დრო.

შენიშვნა. წარმოდგენილია არითმეტიკული საშუალო და სტანდარტული გადახრები, გარდა t max, რომლისთვისაც მოცემულია მნიშვნელობების მედიანა და დიაპაზონი (მინიმუმი, მაქსიმუმი). AUC 0-24მოცემულია ნგ*სთ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის და პგ*სთ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. C maxმოცემულია ნგ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის, ხოლო პგ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. რელუგოლიქსის ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეფასებული იყო დაგროვების კოეფიციენტების გამოყენებით AUC მნიშვნელობებზე დაყრდნობით პრეპარატის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ 40 მგ დოზით.

შეწოვა

რელუგოლიქსის შეწოვას პერორალური მიღების შემდეგ ძირითადად განაპირობებს ეფლუქსიური გადამტანი P-გლიკოპროტეინი (P-gp), რომლის სუბსტრატიც არის რელუგოლიქსი. პერორალური გამოყენების შემდეგ რელუგოლიქსი სწრაფად შეიწოვება, პირველი პიკი აღინიშნება მიღებიდან 0,25 საათის შემდეგ, შემდგომ რეგისტრირდება ერთი ან რამოდენიმე შეწოვის პიკი. რელუგოლიქსის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 11,6%. პრეპარატ რიეკო ®-ს მიღების შემდეგ ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მაღალკალორიულ საკვებთან ერთად რელუგოლიქსის AUC 0-∞და C max მცირდებოდა შესაბამისად 38%-ით და 55%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით.

პრეპარატ რიეკო®-ს უზმოზე ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნა არაკონიუგირებული ესტრადიოლის კონცენტრაციის ნელი ზრდა, ამასთან მისი საშუალო კონცენტრაციები აღწევდნენ პიკს მიღებიდან 8 საათის შემდეგ. პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენების შემთხვევაში ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მაღალკალორიულ საკვების მიღების შემდეგ ის აღარ ახდენდა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ესტრადიოლის ან ესტროგენის მეტაბოლიტების სისტემური ზემოქმედების დონეზე.

ნორეთისტერონის აცეტატი პერორალური მიღების შემდეგ განიცდის სწრაფ ბიოტრანსფორმაციას ნაწლავში და ღვიძლში ნორეთისტერონის (NET) წარმოქმნით. პრეპარატ რიეკო®-ს უზმოზეერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, NET-ის კონცენტრაციებმა მიაღწიეს რაოდენობრივი განსაზღვრის ზღურბლს მიღებიდან 0,5 საათის შემდეგ, სწრაფი შემდგომი ზრდით და პიკურ მნიშვნელობებს მიაღწია 1 საათის განმავლობაში.

საკვების მიღების გავლენა

საკვებთან ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია რელუგოლიქსის AUC და Cmax შემცირება 38%-ით და 55%-ით დაქვეითება შესაბამისად, პრეპარატისცარიელ კუჭზე მიღებასთან შედარებით, თუმცა რელუგოლიქსის სისტემური ზემოქმედების დონის შესაბამისი შემცირება განიხილება როგორც კლინიკურად უმნიშვნელო. საკვების მიღების კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ესტრადიოლის, ესტროგენის მეტაბოლიტების ან ნორეთისტერონის სისტემური ზემოქმედების დონეებზე არ ყოფილა.

განაწილება

რელუგოლიქსი 68–71% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამასთან მისი შემცველობის საშუალო თანაფარდობა მთლიან სისხლში და სისხლის პლაზმაში შეადგენს 0,78. სისხლში მოცირკულირე ესტრადიოლი და ნორეთისტერონი ანალოგიურ ხარისხში უკავშირდებიან სქესობრივი ჰორმონების დამაკავშირებელ გლობულინს (სჰდგ; 36-37%) და ალბუმინს (61%), მაშინ, როცა დაახლოებით 1-2% თავისუფალ ფორმაშია. განაწილების სავარაუდო მოცულობის (Vz) მნიშვნელობა 19×10 3 ლ, მიღებული პრეპარატის ინტრავენური შეყვანის შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობის კვლევისას, მიუთითებს რელუგოლიქსის ფართო გავრცელებაზე ქსოვილებში. ეგზოგენური და ენდოგენური ესტრადიოლი ნაწილდება ერთნაირი წესით. ესტროგენები ფართოდ ვრცელდებიან ორგანიზმში და ძირითადად გვხვდება მაღალი კონცენტრაციით ორგანოებში, რომლებიც სამიზნეა სქესობრივი ჰორმონების ზემოქმედებისთვის.

მეტაბოლიზმი

In vitroკვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომული სისტემის ძირითადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ღვიძლში რელუგოლიქსის საერთო ჟანგვითი მეტაბოლიზმში იყვნენ: CYP3A4 / 5 (45%) > CYP2C8 (37%) > CYP2C19 (<1%) ჟანგვითი მეტაბოლიტების, მეტაბოლიტ-A-ს და მეტაბოლიტ-B-ს წარმოქმნით, CYP3A4/5 და CYP2C8-ის გავლენის ქვეშ შესაბამისად.

ეგზოგენური და ენდოგენური ესტრადიოლი მეტაბოლიზდება ერთნაირი წესით. ესტრადიოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავებში, მაგრამ ასევე სამიზნე ორგანოებში ნაკლებად აქტიური ან არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, ესტრონის, კატექოლ ესტროგენებისა და ესტროგენების სხვადასხვა სულფატებისა და გლუკურონიდების ჩათვლით. ესტროგენები ექსკრექტირდება ნაღველთან ერთად, ჰიდროლიზდება და რეაბსორბირდება (ენტეროჰეპატური ცირკულაცია) და გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად შარდით ბიოლოგიურად არააქტიური ფორმით. ესტრონისა და ესტრადიოლის დაჟანგვა ხდება ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების, ძირითადად CYP1A2, CYP1A2 (ექსტრაჰეპატური მეტაბოლიზმი), CYP3A4, CYP3A5, CYP1B1 და CYP2C9 მონაწილეობით.

ნორეთისტერონის ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტებია 5-ალფა-დიჰიდრონორეთისტერონის და ტეტრაჰიდრონორეთისტერონის იზომერები, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად სულფატის ან გლუკურონიდის კონიუგატების სახით.

გამოყოფა

აბსორბციის შემდეგ რელუგოლიქსის დაახლოებით 20% ელიმინირდება ორგანიზმიდან უცვლელი სახით შარდთან ერთად და 80% ექვექმდებარება მეტაბოლიზმს სხვადასხვა მეორეხარისხოვანი გზებით და/ან გამოიყოფა ნაღველთან ერთად უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით. მიღებული დოზის დაახლოებით 38% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით (გარდა მეტაბოლიტის-C-სი) განავლით და შარდით. მეტაბოლიტი-C, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის მიკროფლორას ზემოქმედებით, არის განავალში ნაპოვნი ძირითადი მეტაბოლიტი (51%) და შემდგომში არის არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მაჩვენებელი.

რელუგოლიქსის, ესტრადიოლისა და ნორეთისტერონის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდების (t 1/2 ) საშუალო ხანგრძლივობა პრეპარატ რიეკო ® -ს ტაბლეტის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს, 61,5 საათს, 16,6 საათს და 10,9 საათს შესაბამისად. რელუგოლიქსის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ყოველდღიური ერთჯერადი გამოყენების 12-13 დღის შემდეგ. დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას რელუგოლიქსი ხასიათდება დაახლოებით 2-ჯერადი დაგროვების ხარისხით, რაც შეესაბამება ეფექტურ ნახევარგამოყოფის პერიოდს დაახლოებით 25 საათის განმავლობაში და ადასტურებს პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ გამოყენების შესაძლებლობას.

E2-ისა და NET-ის დაგროვება დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას მერყეობს 33%-დან 47%-მდე, თუმცა ერთდროული გამოყენებისას რელუგოლიქსთან, რომელიც წარმოადგენს CYP3A-თი განპირობებული ნაწლავური (პრესისტემური) მეტაბოლიზმის სუსტ ინდუქტორს, შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ E2-ის დაგროვება არ შეიცვლება ან ოდნავ შემცირდება.

წრფივობა/არაწრფივობა

რელუგოლიქსი ხასიათდება სისტემური ზემოქმედების სუპერწრფივი დოზადამოკიდებული ზრდით დოზების დიაპაზონში 1-80 მგ, რაც ყველაზე შესამჩნევი ხდება 20 მგ-ზე მეტი დოზების მიღების დროს; ამავდრიულად ითვლება, რომ ეს დაკავშირებულია ნაწლავის P-gp-ის სატურაციასთან და პრეპარატის ბიოშეღწევადობის შესაბამისი ზრდით შინაგანად მიღებისას.

რელუგოლიქსის ფარმაკოკინეტიკური თვისებები დღე-ღამეში ერთხელ 40 მგ დოზით მიღებისას არ არის დამოკიდებული დროზე.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

განსხვავებები ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებთან მიმართებაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებს შორის ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან აღმოჩენილი არ ყოფილა, რაც მიუთითებს რელუგოლიქსის ფარმაკოკინეტიკის ეთნიკური მგრძნობელობის არარსებობაზე. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგები მიუთითებენ კლინიკურად მნიშვნელოვან განსხვავებების არარსებობაზე რელუგოლიქსის სისტემური ზემოქმედების დონეზე ასაკის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, სხეულის წონის ან სხეულის მასის ინდექსიდან (სმი) გამომდინარე. ვინაიდან როგორც ესტრადიოლი, ასევე ნორეთისტერონის აცეტატი წარმოადგენენ კომბინირებული ჰორმონალური პრეპარატების კარგად შესწავლილ კომპონენტებს,არანაირი კვლევები პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში არ ჩატარებულა.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

რელუგოლიქსის ერთჯერადი მოღების შემდეგ 40 მგ დოზით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა AUC 0-∞და C max 1,5 და 1,1-ჯერ ზრდა, შესაბამისად, საკონტროლო ჯგუფში მყოფ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით. რელუგოლიქსის ერთჯერადად 40 მგ დოზით მიღების შემდეგ თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღნიშნებოდა ორივე PK მაჩვენებლის (AUC 0-∞და C max )ზრდა 1,5-ჯერ საკონტროლო ჯგუფში თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის ანალიზის მონაცემებით თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან კოვარიატას რელუგოლიქსის რომელიმე ფარმაკოკინეტიკური პარამეტრისთვის. რიეკო®სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "სიფრთხილის ზომები"), დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე დარღვევით არ არის საჭირო (იხ. ნაწილი "გამოყენების წესი და დოზები).

თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის (ჰემოდიალიზის ჩატარებისაგან დამოუკიდებლად) გავლენა ესტრადიოლის, ნორეთისტერონის და რელუგოლიქსის ფარმაკოკინეტიკაზე, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატ რიეკოს ®კომპონენტებს, არ არის შესწავლილი ქალებში, რომლებმაც არ მიაღწიეს მენოპაუზას. ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან გამოყოფილი რელუგოლიქსის, ესტრადიოლის ან ნორეთისტერონის რაოდენობა ცნობილი არ არის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი რიეკო ® არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში(იხ. ნაწილი "უკუჩვენებები"). ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატ რიეკო®-ს დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი "მიღების წესი და დოზები"). რელუგოლიქსის ერთჯერადად 40 მგ დოზით მიღების შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნა AUC 0-∞და C max- ის შემცირება 31%-ით და 24%-ით შესაბამისად, საკონტროლო ჯგუფის ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რელუგოლიქსის ერთჯერადად მიღების შემდეგ 40 მგ დოზით AUC 0-∞შემცირდა 5%-ით და C maxგაიზარდა 1.2-ჯერ საკონტროლო ჯგუფში ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი რიეკო ® გამოიყენება საშვილოსნოს მიომის ზომიერი და მძიმე ხარისხის სიმპტომების სამკურნალოდ რეპროდუქციული ასაკის მოზრდილ ქალებში.

უკუჩვენებები

- მომატებული გრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში "შემადგენლობა";

- ვენური თრომბოემბოლია ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია);

- არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება);

- დადასტურებული თრომბოფილური დარღვევები (მაგალითად, პროტეინ C -ს, პროტეინ S-ის ან ანტითრომბინის დეფიციტი, ან რეზისტენტობა გააქტიურებული პროტეინ C-ს მიმართ (გპC-რეზისტენტობა), მათ შორის ლეიდენის V ფაქტორი (იხ.განყოფილება „სიფრთხილის ზომები“);

- დადასტურებული ოსტეოპოროზი;

- თავის ტკივილები კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ან შაკიკისებრი თავის ტკივილი აურით (იხ. განყოფილებაში “ სიფრთხილის ზომები“);

- დადასტურებული ან სავარაუდო ავთვისებიანი ნეოპლაზმები, რომლებიც მგრძნობიარეა სტეროიდული სასქესო ჰორმონების მიმართ (მაგალითად, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი ნეოპლაზმები);

- ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები");

- ღვიძლის მძიმე დაავადებები ამჟამად ან ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;

- დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს");

- უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;

- ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები

რეკომენდებული დოზით მიღებისას პრეპარატი რიეკო®აინჰიბირებს ოვულაციას ქალებში და უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს. რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში და პრეპარატის ზედიზედ ორი ან მეტი მიღების გამოტოვებიდან 7 დღის განმავლობაში. ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ ოვულაცია განახლდება პრეპარატ რიეკო®-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ მალევე. პრეპარატის შეწყვეტის წინ პაციენტთან აუცილებლად უნდა იქნას განხილული შესაბამისი კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება, ხოლო მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქალმა უნდა დაიწყოს კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).

ორსულობა

ორსულ ქალებში რელუგოლიქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რელუგოლიქსმა ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება გაზარდოს ორსულობის ადრეული დაკარგვის რისკი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოორიცხოს მისი არასასურველი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე.

პრეპარატ რიეკო®-სგამოყენებაორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები"). ორსულობის დადგომის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა იქნას შეწყვეტილი.

როგორც ჩანს, მავნე ზეგავლენა იმ ბავშვებზე, რომლებიც დაიბადნენ ქალებისგან, რომლებიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს იღებდნენ (შეიცავენ ესტროგენებს და პროგესტაგენებს), არის უმნიშვნელო ან არ არსებობს. პრეპარატ რიეკო ®-ს გამოყენების განახლების შემთხვევაში აუცილებელია მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვთე-ის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).

ძუძუთი კვება

პრეკლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ რელუგოლიქსი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში. მონაცემები რელუგოლიქსის ან მისი მეტაბოლიტების არსებობის შესახებ მეძუძური ქალების რძეში და პრეპარატის გავლენის შესახებ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების ჯანმრთელობაზე არ არის ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ ქალებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ესტროგენ-პროგესტაგენური პრეპარატებით, ეს უკანასკნელები გვხვდება დედის რძეში. არ შეიძლება იყოს გამორიცხული პრეპარატ რიეკო®-ს ზეგავლენა ახალშობილებზე /ჩვილებზე.

პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენების დროს და მისი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").

ფერტილობა

პრეპარატი რიეკო®აინჰიბირებს ოვულაციას და ხშირად იწვევს ამენორეას. ოვულაცია და მენსტრუალური სისხლდენა აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა").

მიღების წესი და დაზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატ რიეკო®-ს ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღე-ღამეში 1-ჯერ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს საკვების მიღების მიუხედავად. საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობით სითხე (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").

ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის ან ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია ჩატარდეს ორენერგოვანი რენტგენის აბსორბციომეტრია (ოერა) რიეკო ®-ით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“ ).

მკურნალობის დასაწყისში პირველი ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობა იწყება მენსტრუალური ციკლის სხვა დღეს, თავიდან შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული და/ან ძლიერი სისხლდენა.

პრეპარატრიეკო®-თი მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა .

პრეპარატი რიეკო®-ს მიღება შესაძლებელია უწყვეტად.

მენოპაუზის დაწყებისას გასათვალისწინებელია საკითხი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ცნობილია, რომ მენოპაუზის დაწყების შემდეგ საშვილოსნოს მიომები რეგრესირებენ.

1 წლიანი მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ოერა-ს სკანირება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).

პრეპარატისრიეკო®-ს კონტრაცეპტული თვისებები

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ნებისმიერი ჰორმონალური კონტრაცეპტული პრეპარატების მიღების შეწყვეტა, ვინაიდან პრეპარატ რიეკო®-ს ერთდროული გამოყენება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").

მკურნალობის დაწყებიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები.

მინიმუმ ერთი თვის გამოყენების შემდეგ ქალებში, რომლებიც იღებენ რეკომენდებულ დოზას, პრეპარატი რიეკო®თრგუნავს ოვულაციას და უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს.

რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ ოვულაცია აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე. ამიტომ, მკურნალობის შეწყვეტამდე პაციენტთან აუცილებელად უნდა იქნას განხილული საკითხი კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდების გამოყენებისა, ხოლო მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქალმა უნდა დაიწყოს კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“ ) .

პრეპარატის მიღების გამოტოვება

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, აუცილებელია მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება მალე და მეორე დღეს გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ჩვეულ დროს.

თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია ზედიზედ ორი ან მეტი დღის მანძილზე, აუცილებელია იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები მკურნალობის მომდევნო 7 დღის განმავლობაში (იხ. განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს").

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დადგენილი ჩვენების მიხედვით, პრეპარატი რიეკო®არ გამოიყენება ხანდაზმულ ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.

პაციენტები თირკმების ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის რიეკოს დოზის კორექცია პაციენტებშითირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე დარღვევით არ არის საჭირო (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატ რიეკო®-ს დოზის კორექცია საჭიროარ არის (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").პრეპარატი რიეკო®უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე ქალებში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").

გამოყენება ბავშვებში

ჩვენების მიხედვით „საშვილოსნოს ზომიერი და მძიმე ხარისხის მიომის სიმპტომების მკურნალობა რეპროდუქციული ასაკის ზრდასრულ ქალებში“, პრეპარატი რიეკო ® 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

მიღების წესი

შინაგანი მიღებისთვის.

პრეპარატ რიეკო®-ს მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედვად, აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.

ვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილისრეზიუმე

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყო „ალები“ (8,3%) და საშვილოსნოდან სისხლდენა (4.7%).

არასასურველირეაქციებისრეზიუმეცხრილი ს სახით

მე-5 ცხრილში ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი წარმოქმნის სიხშირისა და სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით.

სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. შემთხვევების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირად (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად (≥-დან 1/10 000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10,000) და უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

ცხრილი 5.არასასურველი რეაქციები

ფსიქიკური დარღვევები

ხშირად

გაღიზიანებადობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირად

სიმხურვალის შეტევები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირად

საჭმლის მონელების დარღვევა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირად

ალოპეცია

ჰიპერჰიდროზი

ღამის ოფლიანობა

არახშირად

ანგიონევროზული შეშუპება

ჭინჭრის ციება

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისდა სარძევე ჯირკვლებისმხრივ

ხშირად

საშვილოსნოს სისხლდენა *

სარძევე ჯირკვლების ცისტები

ლიბიდოს დაქვეითება

იშვიათად

საშვილოსნოს მიომატოზური კვანძის ექსპულსია

* მენორაგიისა და მეტრორაგიის ჩათვლით

შეტყობინებასაეჭვოარასასურველირეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების მოხსენება სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამკურნალო საშუალების „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია შეატყობინონ სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

ჯანმრთელმა მამაკაცებმა და ქალებმა ერთჯერადად მიიღეს რელუგოლიქსი დოზით 360 მგ-მდე (9-ჯერ აღემატება რეკომენდებულ კლინიკურ დოზას- 40 მგ) და, ზოგადად, პრეპარატი კარგად გადაიტანებოდა.

რელუგოლიქსის კლინიკურ კვლევებში ესტრადიოლთან და ნორეთისტერონის აცეტატთან კომბინაციაში დარეგისტრირებული იყო პრეპარატის მიღების შემთხვევები დოზებით, რომლებიც თერაპიულ დოზებს ორჯერ აღემატებოდა, მაგრამ არანაირი არასასურველი მოვლენები არ განვითარებულა.

ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევების შემთხვევები მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს დიდი რაოდენობით სამკურნალო პრეპარატები,რომლებიც შეიცავდნენ ესტროგენება, დარეგისტრირებული არ ყოფილა.

სიმპტომები: ესტრადიოლისა და ნორეთისტერონის აცეტატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება, ხოლო ქალებს შეიძლება განუვითარდეთ მოხსნის სისხლდენა.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან გამოყოფილი რელუგოლიქსის, ესტრადიოლისა ან ნორეთისტერონის რაოდენობა არ არის ცნობილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

რეკომენდაციები პრეპარატ რიეკო®-სმედიკამენტოზურიურთიერთქმედების შესახებეფუძნება ცალკეული კომპონენტების მედიკამენტოზურ ურთიერთქმედებების კვლევებს, რომლებიც შედიან მის შემადგენლობაში.

სხვასამკურნალოპრეპარატების ზემოქმედების ალბათობა პრეპარატრიეკო®-ს კომპონენტებზე

რელუგოლიქსი

P-გლიკოპროტეინის(P-gp)პერორალური ინჰიბიტორები

არ არის რეკომენდებული პრეპარატ რიეკო®–ს ერთდროული გამოყენება Pgp–ს პერორალურ ინჰიბიტორებთან ერთად. რელუგოლიქსი არის P-gp-ს სუბსტრატი (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა"), ერითრომიცინთან რელუგოლიქსის მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევისას, P-gp და ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 ზომიერ ინჰიბიტორთან, ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) და რელუგოლიქსის მაქსიმალური კონცენტრაცია (C max) იზრდებოდა 6,2-ჯერ. . P-gp-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რელუგოლიქსის ექსპოზიციის მატება. ესეთ პრეპარატებს განეკუთვნება ზოგიერთი ანტიმიკრობული სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, გენტამიცინი, ტეტრაციკლინი), სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კარვედილოლი, ვერაპამილი), ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, დრონედარონი, პროპაფენონი, ქინიდინი), ანტიანგინალური სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რანოლაზინი), ციკლოსპორინი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ან C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) პროტეაზების ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი, ტელაპრევირი). თუ P-gp პერორალურ ინჰიბიტორებთან ერთდროულ გამოყენების (მაგალითად, აზითრომიცინი) 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში თავიდან აცილება შეუძლებელია, პრეპარატ რიეკო®სა დაP-gp ინჰიბიტორის მიღება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე. პირველ რიგში უნდა იქნას მიღებული პრეპარატი რიეკო®, ხოლო P-gp-ს ინჰიბიტორი სულ მცირე 6 საათის შემდეგ. ასევე აუცილებელია განხორციელდეს უფრო გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე არასასურველი რეაქციების განვითარებასთან დაკავშირებით.

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) და/ან P-gp-ს ძლიერი ინდუქტორები

პრეპარატ რიეკო®–ს ერთდროული გამოყენება CYP3A4-ისდა/ან Pgp-ს ძლიერ ინდუქტორებთან არ არის რეკომენდებული. ურთიერთქმედების კლინიკური კვლევაში რიფამპიცინთან, რომელიც არის CYP3A4-სა და Pgp-ს ძლიერი ინდუქტორი, რელუგოლიქსის C maxდა AUC მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად 23% და 55%-ით.სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც იწვევენ CYP3A4-სა და/ან Pgp-ს ძლიერ ინდუქციას, ისეთებმა, როგორიცაა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი), მიკრობსაწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი), კრაზანა ( Hypericum perforatum), ბოსენტანი და აივ-ის ან C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზების ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი, ბოცეპრევირი, ტელაპრევირი), და ასევე არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები (მაგალითად, ეფავირენზი), შეიძლება შეამცირონ რელუგოლიქსის პლაზმური კონცენტრაცია და გამოიწვიონ თერაპიული ეფექტის დაქვეითება.

CYP3A4 ინჰიბიტორები

რელუგოლიქსის ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან, რომლებიც არ აინჰიბირებენ P-gp-ს (ვორიკონაზოლი) არ გამოიწვია რელუგოლიქსის ექსპოზიციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ურთიერთქმედების კვლევის შედეგების თანახმად, პრეპარატ რიეკო®-ს ერთდროულმა გამოყენებამ ატორვასტატინთან, რომელიც არის ფერმენტ CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი, არ გამოიწვია რელუგოლიქსის ექსპოზიციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.

ესტრადიოლი და ნორეთისტერონის აცეტატი

CYP3A4-ისინჰიბიტორები

სამკურნალო პრეპარატები, აინჰიბირებენ რა ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რომლებიც ამეტაბოლიზირებენ სამკურნალო საშუალებებს, მაგალითად, კეტოკონაზოლს, შესაძლებელია ზრდიან მოცირკულირე ესტროგენისა და ნორეთისტერონის კონცენტრაციას, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატ რიეკო®-ს კომპონენტებს.

ფერმენტი CYP-ის ინდუქტორები

ესტროგენებისა და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს ისეთ ნივთიერებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ დადგენილი უნარი ფერმენტების ინდუცირებისა, რომლებიც ამეტაბოლიზირებენ სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით ციტოქრომ 450-ს სისტემის ფერმენტებისა, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ან ანტიმიკრობული საშუალებების (მაგალითად, რიფაპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი).

რიტონავირი, ტელაპრევირი და ნელფინავირი, თუმცა ცნობილინი არიან როგორც ძლიერი ინჰიბიტორები, ასევე არიან ინდუქტორები და შეუძლიათ შეამცირონ ესტროგენებისა და პროგესტაგენების ექსპოზიცია.

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველ მცენარეულ პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ესტროგენებისა და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი. კლინიკურ გარემოში ესტროგენების მეტაბოლიზმის გაძლიერებამ შეიძლება მიგვიყვანოს ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის პრევენციის ზომების ეფექტურობის შემცირებასთან. ამასთან დაკავშირებით, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება პრეპარატ რიეკო ®-სთან ერთად არ არის რეკომენდებული.

პრეპარატ რიეკო®-ს კომპონენტების ზემოქმედების ალბათობა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

რელუგოლიქსი

რელუგოლიქსი არის CYP3A4-ის სუსტი ინდუქტორი. რელუგოლიქსთან 40 მგ სადღეღამისო დოზით ერთდროული გამოყენების შემდეგ მიდაზოლამის, CYP3A4 მგრძნობიარე სუბსტრატის, AUC და Cmaxმნიშვნელობები მცირდებოდა 18%-ით და 26%-ით შესაბამისად. თუმცა, მიდაზოლამთან კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, რელუგოლიქსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა CYP3A4 -ს სხვა სუბსტრატებზე არ არის მოსალოდნელი.

რელუგოლიქსი აინჰიბირებს ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილას (BCRP) in vitro. ჩატარებული იქნა კვლევა მისი ურთიერთქმედების თაობაზე როზუვასტატინთან, რომელიც არის BCRP-ის სუბსტრატი და ორგანული ანიონების 1B1 (OATP1B1) სატრანსპორტო პოლიპეპტიდი. რელუგოლიქსთან 40 მგ სადღეღამისო დოზით ერთდროული გამოყენების შემდეგ, როზუვასტატინის AUC და Cmaxმნიშვნელობები შემცირდა 13%-ით და 23%-ით შესაბამისად. ეს ეფექტები განიხილება, როგორც კლინიკურად უმნიშვნელო, ამიტომ როზუვასტატინის დოზის კორექცია არ არის საჭირო პრეპარატ რიეკო®-სთან ერთდროული გამოყენებისას . პრეპარატ რიეკო®-ს კლინიკური ზეგავლენა სხვა BCRP სუბსტრატებზეარ არის შესწავლილი და მისი მნიშვნელობა სხვა BCRP სუბსტრატებისათვის უცნობია.

რელუგოლიქსის 40 მგ დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Pgp-ის სატურაცია ნაწლავში, ვინაიდან რელუგოლიქსს გააჩნია სუპერხაზოვანი დოზადამოკიდებული ფარმაკოკინეტიკა 10-120 მგ დოზების დიაპაზონში, რამაც შეიძლება გაზარდოს ერთდროულად გამოყენებული პრეპარატების შეწოვა. რომლებიც წარმოადგენენ Pgp-ის მგრძნობიარე სუბსტრატებს. პრეპარატის Pgp სუბსტრატებთან (მაგალითად, დაბიგატრანის ეტექსილატი ან ფექსოფენადინი) ურთიერთქმედების კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატის რიეკო®-ს ერთდროულიგამოყენება Pgp-ს მგრძნობიარე სუბსტრატებთან არ არის რეკომენდებული.

ესტრადიოლი და ნორეთისტერონის აცეტატი

ესტროგენებისა და პროგესტაგენების შემცველმა სამკურნალო პრეპარატებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა მოქმედი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, პრეპარატ რიეკო®-სთან ერთდროულად გამოყენებისას მათი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი). შესაძლოა საჭირო გახდეს ამ სამკურნალო პრეპარატების დოზის კორექტირება.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი რიეკო®შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გულდასმითი დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ.

სამედიცინოშემოწმებები/კონსულტაციები

პრეპარატის რიეკო®-ს გამოყენებისდაწყებამდე ან განახლებამდეაუცილებელია დეტალური სამედიცინო ანამნეზის შეგროვება (მათ შორის ოჯახის ანამნეზის ). აუცილებელია არტერიული წნევის გაზომვა, ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები") და განსაკუთრებული მითითებებისა და სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები"). მკურნალობის დროს აუცილებელია პაციენტის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება სათანადო კლინიკური პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისად.

ნებისმიერი ჰორმონალური კონტრაცეპტივის მიღება უნდა იქნას შეწყვეტილი პრეპარატ რიეკო ®-თი თერაპიის დაწყებამდე (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები"). კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის დაწყებიდან როგორც მინიმუმი ერთი თვის განმავლობაში. რიეკო®-სმიღების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა.

თრომბოემბოლიური დარღვევების რისკი

ესტროგენებისა და პროგესტოგენების შემცველი სამკურნალო პრეპარატების გამოყენება ზრდის არტერიული ან ვენური თრომბოემბოლიის (ათე ან ვთე) რისკს მკურნალობის არარსებობასთან შედარებით.

ათე/ვთე-ის განვითარების რისკი რიეკო®-ს გამოყენებისას დადგენილი არ არის. .ესტროგენისა და პროგესტაგენის შემცველობა პრეპარატ რიეკო®-შიუფრო დაბალია, ვიდრე კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებში, ამ დროს პრეპარატ რიეკო®-სშემაგენლობაში შედის რელუგოლიქსი, რომელიც წარმოადგენს გნრჰ რეცეპტორის ანტაგონისტს, რომელიც თრგუნავს საკვერცხეების მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუცირებას. ესტრადიოლის შემცველობა პრეპარატ რიეკო ®-სგამოყენების ფონზე არის მენსტრუალური ციკლის ადრეული ფოლიკულური ფაზის დამახასიათებელი დიაპაზონის ფარგლებში (იხ. განყოფილება "ფარმაკოდინამიკა").

ათე/ვთე წარმოქმნის დროს მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პრეპარატი რიეკო®უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად ამჟამად ან ანამნეზში ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევების მქონე ქალებში (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").

ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკის ფაქტორები

ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ პრეპარატებს, სადაც შემადგენლობაში შედის ესტროგენები და პროგესტაგენები, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით რამოდენიმე ფაქტორის კომბინაციისას (იხ. ცხრილი 6 ქვემოთ).

ცხრილი 6.ვთე-ის რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

კომენტარი

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი [სმი] 30 კგ/ მ2 -ზე მეტი)

რისკი არსებითად იზრდება სმი-ს მატებასთან ერთად.

ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა

ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა (გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში მინიმუმ 4 კვირით ადრე) და მისი განახლება მობილობის სრული აღდგენიდან ყველაზე ადრე 2 კვირის შემდეგ.

დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (შემთხვევები, როდესაც ვთე აქვს ღვიძლ ძმას, ღვიძლ დას ან მშობლებს, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე)

ვთე-ზე მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის არსებობისას, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციაზე პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ვთე-ის განვითარების რისკთან

ავთვისებიანი სიმსივნე, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ.

აუცილებელია თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის გათვალისწინება ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში (ორსულობისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ განყოფილებაში "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს").

ვთე-ის სიმპტომები (ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვისარტერიისთრმბოემბოლია)

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის ღებულობს პრეპარატ რიეკო®-ს.

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) შესაძლო სიმპტომები:

− მუხლის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ფეხის შეშუპება ვენის გასწვრივ;

− ტკივილი ან ტკივილის შეგრძნება ფეხში დგომისას ან სიარულის დროს;

− დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მატება;

− კანის სიწითლე ან კანის ფერის შეცვლა ფეხზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) შესაძლო სიმპტომები:

− აუხსნელი ქოშინის ან აჩქარებული სუნთქვის უეცარი გაჩენა ;

− უეცარი ხველა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლიან ნახველთან;

− მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში;

− მძიმე მდგომარეობა, როგორც გულის წასვლის წინ ან თავბრუსხვევა;

− აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა.

ზოგიერთი ამ სიმპტომიდან (როგორიცაა ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იყოს შეფასებული, როგორც უფრო ხშირი ან ნაკლებად მძიმე დაავადების ნიშნები (მაგ., სასუნთქი გზების ინფექციები).

არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) რისკის ფაქტორები

ეპიდემიოლოგიური კვლევების მიმდინარეობისას დადგინდა კავშირი ესტროგენების/ პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების გამოყენებასა და არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ინსულტი) განვითარების გაზრდილ რისკს შორის. არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს.

არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ პრეპარატებს, სადაც შემადგენლობაში შედიოდნენ ესტროგენები და პროგესტაგენები, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის დროს, განსაკუთრებით რამოდენიმე ფაქტორის კომბინაციისას (იხ. ცხრილი 7 ქვემოთ).

ცხრილი 7ათე-ს რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

კომენტარი

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ.

მოწევა

ქალებს აუცილებლად უნდა მიეცეს რეკომენდაცია პრეპარატ რიეკოს®-სგამოყენების შემთხვევაში თავი შეიკავონ მოწევისაგან.

არტერიული ჰიპერტენზია

 

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი [BMI] 30 კგ/ მ2 -ზე მეტი)

რისკი არსებითად იზრდება სმი-ს მატებასთან ერთად.

დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ათე-ს შემთხვევები ღვიძლ დასთან, ღვიძლ ძმასთან ან მშობლებთან, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე)

ვთე-ზე მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის არსებობის დროს ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციაზე პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

შაკიკი

შაკიკის შეტევების სიხშირის ან სიმძიმის მატება პრეპარატის გამოყენების ფონზე არის მისი დაუყოვნებელი მოხსნის საფუძველი, ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის წინამორბედები.

სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს არასასურველი სისხლძარღვოვანი მოვლენები

შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.

ათე-ს სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის ღებულობს პრეპარატ რიეკო ®-ს.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების შესაძლო სიმპტომები:

− სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;

− სიარულის უეცარი გაძნელება, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;

− უეცრად გაჩენილი გონების აღრევა, მეტყველების ან მისი გაგების უნარის დარღვევა;

− მხედველობის უეცარი დარღვევა ერთ ან ორივე თვალში;

− უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე;

− გონების დაკარგვა ან გულის წასვლა, რასაც შეიძლება ახლდეს კრუნჩხვები.

სიმპტომების გარდამავალი ხასიათი მიუთითებს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე.

მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო სიმპტომები:

− ტკივილი, დისკომფორტის გრძნობა, დაწოლის ან სიმძიმის შეგრძნება, შებოჭილობის ან სისავსის გრძნობა მკერდში, მკლავში ან მკერდის უკან;

− დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ზურგის, ქვედა ყბის, ყელის, მკლავის, მუცლია არეზე;

− გადატვირთვის შეგრძნება მუცელში, საჭმლის მონელების დარღვევა ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;

− ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;

− ძლიერად გამოხატული სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;

− სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

ძვლოვანი ქსოვილისდაკარგვის რისკი

ზოგიერთ ქალებს, რომლებიც მკურნალობდნენ პრეპარატ რიეკო®-თი ნორმალური ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივით (ძქმს) აღენიშნებოდათ >3-8% ძვლოვანი ქსოვოლის დაკარგვა.

ამიტომ, მკურნალობის 52 კვირის შემდეგ, რეკომენდებულია ოერა-სკანირების ჩატარება იმის დასადასტურებლად, რომ პაციენტებს არ აქვთ ძქმს-ის მაჩვენებლის დაქვეითება, რაც აღემატება პრეპარატ რიეკო®-ით მკურნალობის სარგებელს.

ანამნეზში მცირე ტრავმის შედეგად მოტეხილობის მქონე პაციენტებში ან ოსტეოპოროზის ან ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის სხვა რისკ-ფაქტორებით, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენოზურ თერაპიას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ძქმს-ზე, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შეფასდეს პრეპარატ რიეკო ® -ს მიღების სარგებელი და რისკი. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია DERA-სკანირების ჩატარება პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის დაწყებამდე. პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობაარ უნდა იქნას დაწყებული, თუ ძქმს-ის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკი აღემატება მკურნალობის პოტენციურ სარგებელს.

სიმსივნეები ან ღვიძლის დაავადებები

პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით ან ღვიძლის დაავადებებით მისი ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები"). სიყვითლის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

კლინიკურ კვლევების მსვლელობის დროს, სისხლის შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) კონცენტრაციის ასიმპტომური ტრანზიტორული ზრდა მინიმუმ 3-ჯერ რეფერენტული მნიშვნელობების დიაპაზონის ზედა ზღვართან მიმართებაში აღენიშნებოდა მონაწილეთა <1%-ს, რომლებმაც ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო®-ს. ღვიძლის ფუნქციის ტესტური მაჩვენებლების მკვეთრი გადახრებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ რიეკო®–ს მოხსნა ამმაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში აღინიშნება რელუგოლიქსის სისტემური ზემოქმედების დონის მატება (იხ. "ფარმაკოკინეტიკა"), ამისდამიუხედავად დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. განყოფილება "გამოყენების წესი და დოზები"). ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან გამოდევნილი რელუგოლიქსის რაოდენობა ცნობილი არ არის.

მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილება

პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეპარატ რიეკო®-ით მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეინიშნოს მენსტრუალური სისხლის დაკარგვის შემცირება ან ამენორეა.

24 კვირას ჩატარებული შემოწმების მსვლელობის დროს ქალების უმრავლესობას, რომლებიც მკურნალობდნენ პრეპარატ რიეკო®-ით, აღენიშნებოდათ ამენორეა (51.6%) ან ციკლური სისხლდენები (15.4%), მაშინ, როცა დანარჩენებს (31.9%) აღენიშნებოდა არარეგულარული სისხლდენები. გარდა ამისა, 52-ე კვირა ჩატარებული შემოწმების დროს ქალების 70.6%-ს, რომლებიც მკურნალობდნენ პრეპარატ რიეკო®-ით, აღენიშნებოდათ ამენორეა.

სტაბილური ძლიერი სისხლდენების დროს პაციენტებმა ამის შესახებ უნდა აცნობონ ექიმს.

პრეპარატი რიეკო®-სკონტრაცეპტული თვისებები

პრეპარატი რიეკო®უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს არანაკლებ 1 თვის მანძილზე გამოყენებისას (იხ. განყოფილება "გამოყენების წესი და დოზები"). თუმცა, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები უნდა იქნან გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ ოვულაცია აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე. ამრიგად, მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქალმა აუცილებლად უნდა გამოიყენოსოს კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.

ორსულობის ამოცნობის სირთულე

ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ რიეკო®-ს ხშირად აღენიშნებათ ამენორეა, მენსტრუალური სისხლდენების მოცულობის, ინტენსიურობის ან ხანგრძლივობის შემცირება.

მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილებამ შეიძლება გაართულოს ორსულობის დროული ამოცნობა. ორსულობის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი და დადებითი შედეგის შემთხვევაში პრეპარატი რიეკო®-ს მიღება უნდა შეწყდეს.

მიომატოზური კვანძის პროლაფსი ანექსპულსია

ხშირად აღინიშნება საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომები (საშვილოსნოს მიომების მქონე ქალების 15-20%-ში), ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს კვანძის პროლაბირება საშვილოსნოს ყელის გავლით ან მიომატოზური კვანძის დაბადება (ექსპულსია), რასაც შეიძლება ახლდეს საშვილოსნოს სისხლდენის გარდამავალი გაძლიერება. ქალებს, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული ან სავარაუდო სუბმუკოზური საშვილოსნოს მიომები, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი პრეპარატ რიეკო®-ს მიღების დროს მიომატოზური კვანძის პროლაფსის ან ექსპულსიის შესაძლებლობის შესახებ , ამიტომ, თუ პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის ფონზე სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ კვლავ განვითარდება მძიმე სისხლდენა , უნდა დაუკავშირდნენ თავის მკურნალ ექიმს.

დეპრესია

ანამნეზში დეპრესიის მქონე ქალები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ და სერიოზული დეპრესიული ეპიზოდის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობა უნდა შეწყდეს. დღეისათვის შეზღუდულია მონაცემების რაოდენობა პრეპარატ რიეკო®-ს ან ესტრადიოლისა და პროგესტინების შემცველი სხვა პრეპარატების მიღებასა და ქალში უკვე არსებული დეპრესიის განვითარებასა და დეპრესიის მიმდინარეობის გაუარესებას შორის ურთიერთკავშირზე. განწყობის ცვალებადობისა და დეპრესიის სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში, მათ შორის მკურნალობის დაწყებიდან მალევე, ქალმა უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.

არტერიული ჰიპერტენზია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს, რომელიც იღებს პრეპარატ რიეკო®-ს, აღენიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება, არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატების შემთხვევები აღინიშნება იშვიათად. თუმცა, პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენების ფონზე მუდმივი კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების დროს უნდა დაინიშნოს ანტიჰიპერტენზიული თერაპია და შეფასდეს პრეპარატის შემდგომი მიღების მიზანშეწონილობა. თუ მოხდა პრეპარატ რიეკო®-ს მიღების დროებითი შეწყვეტა, მისი განახლება შესაძლებელიაიმ პირობით, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ფონზე მიღწეულია არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები.

ნაღვლის ბუშტის დაავადებები

იყო მიღებული შეტყობინებები ისეთი მდგომარეობების განვითარებაზე ან გაუარესებაზე, როგორიცაა ნაღვლის ბუშტის დაავადება, ნაღველკენჭოვანი დაავადებები და ქოლეცისტიტი, ესტროგენების ან პროგესტაგენების, მათ შორის რიეკო®-ს, გამოყენებისას, მაგრამამ დაავადებების კავშირი რიეკო®-სთან არარის დადასტურებული.

ლაბორატორიული ანალიზები

ესტროგენებისა და პროგესტაგენების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ პარამეტრებზე, სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციებზე სისხლის პლაზმაში, ისეთების, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების დამაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდების/ლიპოპროტეინების ფრაქციები, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ზოგიერთი მაჩვენებელი და სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებელები. ლაბორატორიული მაჩვენებლების ეს ცვლილებები, როგორც წესი, რჩება ნორმალური მნიშვნელობების დიაპაზონის ფარგლებში.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი რიეკო®შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას ტოტალური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი რიეკო®არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა

გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტები

28 ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონში სიმშრალის შემანარჩუნებლით, დახურული ინდუქციურად დალუქული ბავშვებისაგან დამცველი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy