რეფლუკალმი - Reflucalm პლუსი სუსპენზია 210მლ

46,95 GEL
მარაგშია
SKU
91380_3644

ჩვენება: გულძმარვა, საყლაპავის წვა/ფუნქციური პიროზი,საყლაპავის ჰიპერმგრძნობელობა მჟავე და არამჟავე რეფლუქსის მიმართ.

რეფლუკალმ+ 210მლ

REFLUCALM+ 210ml

პერორალური სუსპენზია გასტროეზოფაგური რეფლუქსის  სიმპტომური მკურნალობისათვის

რეფლუკალმ+   ბლანტ კონსისტენციას, ამომფენი თვისებების  გამო, შეუძლია შექმნას დამცავი ბარიერი საყლაპავის ლორწოვანი გარსისთვის.

ჰიალურონის მჟავა  ატენიანებს და იცავს კუჭ-საყლაპავის ტრაქტის ლორწოვან გარსს და აჩქარებს დაზიანებული ეპითელიუმის რეგენერაციის პროცესს.

 სიმეთიკონი თავისი ქიმიურ-ფიზიკური თვისებების წყალობით ამცირებს კუჭის შიგთავსში არსებული აირების ზედაპირულ დაძაბულობას და ხელს უწყობს მათ განეიტრალებას.

ნატრიუმის ალგინატი ქმნის ბლანტ ბარიერს კუჭში, რითაც შეუძლია აღმოფხვრას  კუჭის შიგთავსის რეფლუქსი საყლაპავში.

მაგნიუმის ალგინატი ფარავს საყლაპავის ლორწოვან გარსს და იცავს მას რეფლუქსის ეპიზოდების დროს საყლაპავში მოხვედრილი კუჭის წვენის დამაზიანებელი მოქმედებისგან  (წვის შეგრძნება).

მიროს ექსტრაქტის (commiphora myrrh 30%) პოლისაქარიდებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ლორწოვანის აღმდგენი თვისებები.პოლისაქარიდები

შემადგენლობა:

დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა, მაგნიუმის ალგინატი, ნატრიუმის ალგინატი, სიმეთიკონი, მიროს ექსტრაქტის (commiphora myrrh) 30% პოლისაქარიდები, წყალი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, არაბული გუმფისი,  ქსანთანის გუმფისი, გუარის თესლის ფქვილი, სუკრალოზა, არომატის სუბსტანცია.

ასევე, იხილეთ : Gaviscon - გევისკონი სუსპენზია 200მლ

ჩვენება:

არაეროზიული რეფლუქსური დაავადება/აერდ;

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება/გერდ;

გულძმარვა, საყლაპავის წვა/ფუნქციური პიროზი;

საყლაპავის ჰიპერმგრძნობელობა მჟავე და არამჟავე რეფლუქსის მიმართ

რეფლუქსი ბავშვთა ასაკში;

ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული ეზოფაგიტი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები/აუტოიმუნური დაავადებები.

(გასტრიტი, ეზოფაგიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ)

დოზირება და მიღების წესი:

შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენების წინ.

მოზრდილები: 15 მლ 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბავშვები: 5 მლ 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ჩვილები: 5 მლ 1-2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის რეფლუკალმ+   გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაციის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

რეფლუკალმ+   გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

თავსებადობა დამოწმებულია, ინდივიდუალური ალერგიული რექციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
 
არ გამოიყენოთ პროდუქტი 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. 

მოიხმარეთ პროდუქტი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 210მლ ბოთლი დოზატორით და კოვზით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy