Reparon - რეპარონი რექტალური სანთლები 12ცალი

განსაკუთრებული ფასი 17,53 GEL რეგულარული ფასი 24,30 GEL
მარაგშია
SKU
68741_3
რეპარონის სანთლები გამოიყენება ბუასილის და მისი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, ეგზემა, ნახეთქები ანუსის გარშემო.

შემადგენლობა 
რეპარონის სანთლების შემადგენლობა:
- აქტიური კომპონენტი: თითოეული სანთელი შეიცავს E. Coli (სტერილური) 0,66 მილიარდ ვაქცინას.
- სხვა ინგრედიენტები: თხევადი ფენოლი, მყარი ცხიმი, საშუალო ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, გამოხდილი წყალი.
როგორ გამოიყურება რეპარონის სანთლები და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის, უსუნო ან დამახასიათებლი, ოდნავ მოტკბო სუნის მქონე, მოგრძო ფორმის სანთელი.
კოლოფში მოთავსებულია 10 სანთელი PVC/PE ფირფიტაზე.

მიღების წესები და დოზები
რა არის და რისთვის გამოიყენება რეპარონის სანთლები
რეპარონის სანთლების აქტიური ინგრედიენტია მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია (ფენოლის საშუალებით დახოცილი Escherichia coli ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები). ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე იწვევს იმუნური პასუხის სტიმულაციას (ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა), აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. რეპარონის სანთლები გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, ეგზემა (კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს ქავილი, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების წარმოქმნა), ნახეთქები ანუსის გარშემო.

რეპარონის სანთლების გამოყენებამდე

რეპარონი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- რეპარონის სანთლების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერსენსიტიურობის) დროს.

თუ ექიმისგან სხვა მითითება არ გაქვთ, დაიბანეთ და ამის შემდეგ ერთი სანთელი მოათავსეთ სწორ ნაწლავში, გამოიყენეთ დღეში 1 ან 2-ჯერ.
- მოარიდეთ პრეპარატი თვალის არესა და პირის ლორწოვან გარსს. ყოველი გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები. პრეპარატის ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
- რეპარონის სანთლებმა შეიძლება საცვლების დალაქავება გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ საფენების გამოყენებას.
ასაკოვანი პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ასაკოვანმა პაციენტება სანთლები უნდა გამოიყენონ ჩვეულებრივი წესით.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
18 წლამდე ასაკის შემთხვევაში სანთლების გამოყენება იზღუდება.

რეპარონის სანთლების ჭარბი გამოყენების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების ან ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
პრეპარატის გადაყლაპვამ (ბავშვების მიერ) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მუცლის ტკივილი, გულისრევა). დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! 

თუ თქვენ დაგავიწყდათ რეპარონის სანთლების გამოყენება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. მკურნალობა გააგრძელეთ დანიშნულებისამებრ. 

თუ თქვენ შეწყვიტეთ რეპარონის სანთლების გამოყენება
თუ თქვენ შეწყვეტთ რეპარონის სანთლების გამოყენებას რეკომენდირებულ დროზე ადრე, შეიძლება სიმპტომები გაუარესდეს. მკურნალობის ხანგრძლივობის დასაზუსტებლად მიმართეთ თქვენს ექიმს. 
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რეპარონის სანთლებსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იშვიათი (1-10 პაციენტში 10 000-დან):
იშვიათად აღინიშნება კანის ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება). ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად!
დაუზუსტებელი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია):
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი სიწითლე, ქავილი, კანის აქერცვლა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სანთლების გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
რეპარონის სანთლების სწორად გამოყენებისას სხვა არასასურველი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
აქ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენათაგან თუ რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო, ან თუ შენიშნეთ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეპარონის სანთლების გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტში კონსერვანტის სახით არსებული ფენოლის შემცველობა, აქამდე გამოყენებულ ხსნარებთან შედარებით, ძალიან დაბალია, არც დედისთვის და არც ბავშვისთვის საფრთხე მოსალოდნელი არაა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
რეპარონის სანთლები არ არღვევს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილის, შესახებ.
თუ თქვენ სწორად იყენებთ რეპარონის სანთლების, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პრაქტიკულად გამორიცხულია.
რეპარონის სანთლების პრეზერვატივთან ერთად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ამ უკანასკნელის დამცველობითი უნარი.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მაცივარში (2℃-8℃). დატენიანების თავიდან ასაცილებლად შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
ნუ გამოიყენებთ რეპარონის სანთლებს მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მუყაოს კოლოფზეა აღნიშნული. მოხმარების ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო რიცხვში.
ნუ გამოიყენებთ რეპარონის სანთლებს, თუ შეამჩნიეთ გაფუჭების რაიმე ნიშანი (მაგალითად, ფერის შეცვლა).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამედიცინო პრეპარატებს ნუ გაატანთ კანალიზაციის წყალს და ნუ გადაყრით საოჯახო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გადაყრის საშუალებების შესახებ რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. საჭირო ზომების მიღებით გარემოს დაბინძურებისგან დაიცავთ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა12
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy