Pure - პურე თვალის წვეთები 10მლ
სავაჭრო სახელწოდება | პურე / Pure |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | comb. drug; |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები |
მწარმოებელი ფირმა | ფარმიგეა |
მწარმოებელი ქვეყანა | იტალია |
გამოშვების ფორმა | ოფთლამოლოგიური ხსნარი 10 მლ. ფლაკონში |
გაცემის რეჟიმი | III ჯგუფი (ურეცეპტოდ) |
შემადგენლობა:გვირილის წყლიანი ექსტრაქტი 10%, ღიღილოს წყლიანი ექსტრაქტი10%, კორდისკბილას წყლიანი ექსტრაქტი 10%, ჰამამელისის წყლიანი ექსტრაქტი 10%,
ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
ჩვენებები
სამკურნალო თვისებები
პურეს ეფექტი ემყარება ნატურალური კომპონენტების: გვირილის, ღიღილოს, კორდისკბილასა და ჰამამელისის კომბინირებულ მოქმედებას. პურე ხსნის
თვალის სიწითლეს, ამშვიდებს ატენიანებს, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებით, როგორიცაა: ქარი, მზის გამოსხივება, მშრალი ჰავა,
მარილიანი წყალი. ასევე გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი, მკვეთრი განათება, მხედველობითი გადაღლა, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.
მიღების წესები და დოზები
დამცავი პაკეტის გახსნის შემდეგ ამოიღეთ ერთი კონტეინერი და გახსენით თავსახურის შემობრუნებითა და ამოწევით. კონტეინერზე მსუბუქი დაჭერით
წამლის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში. დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ რამოდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს და უსაფრთხოა კონტაქტურ ლინზაზე დასაწვეთებლად.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს, თუ კონტეინერი დაზიანებულია
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს, თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
• ნუ შეეხებით თვალს კონტეინერის წვერით
• სასურველია დაიცადოთ 1015 წუთი სხვაპრეპარატის ჩაწვეთებამდე
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
• ნუ გადაყლაპავთ
შენახვის პირობები და ვადები შეინახეთ არაუმეტეს 25˚Cისა.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account