პროვიდონ - Providone იოდი მალამო 5% 15გ
ჩვენება: მალამო ნაჩვენებია პირველადი და მეორადი ადგილობრივი ინფექციების, ინფიცირებული ქირურგიული ჭრილობების, ინფიცირებული ტრავმული დაზიანებების დრო.
პოვიდონ-იოდი 5% მალამო (Povidone-Iode 5% Ointment)
შემადგენლობა:
ყოველი გრამი მალამო შეიცავს პოვიდონ-იოდის USP 50მგ.
დამხმარე ნივთიერება: პოლიეთილენ გლიკოლი 400, 3350, გამწმენდი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება
ათქ კოდი: D08AG02
ფარმაკოლოგია: პოვიციდი შეიცავს პოვიდონ-იოდს, რომელიც წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონის (პვპ-იოდი) და ელემენტარული იოდის სტაბილურ ქიმიურ კომპლექს. ის ავლენს არასელექციურ ფართო სპექტრის ბაქტერიციდულ ეფექტს და მოქმედებს როგორც ძლიერი ბაქტერიციდი, როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით ბაქტერიებზე, ვირუსებზე, სოკოებზე და მარტივი ორგანიზმების მიმართ.
მისი მოქმედების მექანიზმი ასეთი: თავისუფალ იოდს აქვს სწრაფი ბაქტერიციდული ეფექტი, ხოლო პოლიმერი წარმოადგენს საწყობს იოდისთვის. კანთან ან ლორწოვან გარსებთან შეხებისას პოლიმერიდან მუდმივად გამოიყოფა იოდი მზარდი რაოდენობით. იოდი რეაგირებს დაჯანგულ SH დაOH ამინომჟავების ჯგუფებთან, რომლებიც შედიან მიკროორგანიზმების ფერმენტების და სტრუქტურული ცილების შემადგენლობაში, ამ ცილების ინაქტივაციით ან განადურებით.
პოვიდონ-იოდი არ ავითარებს რეზისტენტობას მიკროორგანიზმებში. ის უფრო უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელია, ვიდრე კლასიკური იოდის პრეპარატები და აქვს დაბალი სისტემური ტოქსიურობა. ხსნარისგან განსხვავებით, ის არ არის მგრძნობიარე და არ იწვევს ტკივილს ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე გამოყენებისას. ის არ იწვევს კანის, ბუნებრივი ბოჭკოების ან მყარი ზედაპირების მუდმივად შეღებვას.
ჩვენება :
პოვიდონ-იოდი 5% მალამო (Povidone-Iode 5% Ointment)არის ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ეს მალამო ნაჩვენებია პირველადი და მეორადი ადგილობრივი ინფექციების, ინფიცირებული ქირურგიული ჭრილობების, ინფიცირებული დეკუბიტის ან სტაზის წყლულების, პიოდერმის, მეორადი ინფიცირებული დერმატოზებისა და ინფიცირებული ტრავმული დაზიანებების დროს. იგი გამოიყენება დამწვრობის დროს მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ასევე კათეტერის გამოყენებისას დეზინფექციისთვი და სხვა ადგილოდრივი დაზიანებებისას.
პოვიდონ-იოდი 5% მალამო (Povidone-Iode 5% Ointment) გამოიყენება აბრაზიების, ნაკაწრების, მცირე ჭრილობების დროს. მას შეუძლია მოახდინოს ინფექციის პრევენცია და ხელი შეუწყოს ჭრილობების შეხორცებას.
დოზირება და გამოყენების წესი:
ადგილობრივი გამოყენებისთვის.
პრეპარატი გამოიყენება ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
დოზირების რეჟიმი:
ინფექციის სამკურნალოდ: წაისვით დღეში ორჯერ ან სამჯერ მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში. ინფექციის პროფილაქტიკისთვის: წაისვით კვირაში ერთხელ ან ორჯერ რამდენიც საჭიროა. პოვიდონ-იოდის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ დაზიანებული ადგილი სუფთა და მშრალია, წაისვით წამლის მცირე რაოდენობა თხელ ფენად კანზე. დაზიანებულ ადგილზე შესაძლებელია სახვევის გამოყენება.
უკუჩვენება :
უკუჩვენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მალამოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები:პოვიდონ-იოდი 5% მალამო (Povidone-Iode 5% Ointment) გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.
პოვიდონ-იოდი 5% მალამო (Povidone-Iode 5% Ointment)განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. პაციენტი უნდა მოერიდოს თვალთან კონტაქტს. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. გაღიზიანების განვითარებისას, პროდუქტის მოხმარება უნდა შეწყდეს.
იოდის მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შეიძლება გამოიჭვიოს ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის სხვა არა მწვავე დაავადებები). ასეთ პაციენტებში მალამოს გამოყენება უნდა შეიზღუდოს დროში და დამუშავებული კანის ზედაპირის ფართობი.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი მოვლენები :
პოვიდონ-იოდი მიმართ მომატებული მგრძნობელობა, იშვიათად მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრისციება, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა, პირის ღრუს, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება), ჰიპერთირეოზი ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი ზედაპირების დამუშავებით, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრიემია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს :
პოვიდონ-იოდი 5% მალამოს (Povidone-Iode 5% Ointment) გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებისას და დაბალი დოზებით. ასევე პოვიდონ-იოდის რეგულარული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულ და მეძუძურ ქალებში, რადგან აბსორბირებულმა იოდმა შეიძლება შეაღწიოს პლაცენტურ ბარიერში და გამოიყოს დედის რძეში.
გარდა ამისა, ნაყოფისა და ახალშობილისთვის დამახასიათებელია მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.
გამოყენება ბავშვებში :
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
წამლის ურთიერთქმედება:არ შეიძლება პოვიდონ-იოდის გამოყენება ვერცხლის წყლის, ვერცხლის, ტაუროლიდინის, წყალბადის ზეჟანგის შემცველ მადეზინფიცირებელ პრეპარატებთან ერთად რადგან ეს ამცირებს ორივე პრეპარატის ეფექტურობას.
გაფრთხილება: პოვიდონ-იოდის ჟანგვითი თვისების გამო, ზოგიერთი ტიპის კვლევებში შარდში ან განავალში ფარული სისხლის დასადგენად, აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას შეიძლება ცრუ დადდაებითი შედეგი მივიღოთ.
დოზის გადაჭარბება :
იპოვიდონ-იოდით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია: მეტალის გემო პირში, წვის შეგრძნება ან ტკივილი პირის ღრუში, თვალების გაღიზიანება, ქავილი, ჰიპერნატრიემია, მეტაბოლური აციდოზი.
მკურნალობა: უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ვარგისიანობიბს ვადა: 24 თვე
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 15გ მალამო ტუბში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account