პრობაქტო უროფლორი 30 კაფსულა
ჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ხელშეწყობა,ქალის ჯანმრთელობის ხელშეწყობა მთელი ცხოვრების მანძილზე, მათ შორის მენოპაუზის, ორსულობის, ლაქტაციის დროს.
პრობაქტო უროფლორი
გამოყენების ინსტრუქცია
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
გამოშვების ფორმა
30 ნაწლავში ხსნადი კაფსულა (DR-კაფსულები), პერორალურად მისაღებად.
შემადგენლობა (1 კაფსულა შეიცავს):
აქტიური ინგრედიენტები:
მოცვის ექსტრაქტი -240,000მგ (შეიცავს 72მგ პროანტოციანიდინს)
ლაქტობაქტერიები-36,000მგ (შეიცავს 2 მილიარდ 2X109 ბაქტერიებს)
L.rhamnosus
L.acidophilus
L.casei
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470).
კაფსულის გარსი: ჰიპრომელოზას კაფსულები (ГПМЦ)
აღწერა
გამჭვირვალე კაფსულა მოვარდისფრო-ყავისფერი ფხვნილით.
პრობიოტიკები - სასარგებლო ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომელბიც საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში საკმარისი რაოდენობით მოხვედრისას სასარგებლო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის აღდგენით.
ადამიანისთვის განმსაზღვრელია ნაწლავის, პირის ღრუს,საშოს და ზედა სასუნთქი გზების მიკროფლორა. პრობიოტიკები ხელს უწყობს საჭმლის მონელების დარღვევისგან დაცვას,ხელს უწყობს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის ზრდას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. პრობაქტო უროფლორის შემადგენლობაშია 2 მილიარდი ლაქტობაქტერია L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus და პროანტოციანიდინი მოცვის ექსტრაქტი სტანდარტული ეფექტური დოზით 72მგ.
ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus ყველაზე კარგად შესწავლილია მტკიცებითი მედიცინის მხრივ და კლინიკურ კვლევებში აჩვენა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარგებელი. ლაქტობაქტერიები ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, კონკურირებს არსებობის სფეროს მხრივ და ამცირებს პირის ღრუს,სასუნთქი გზების და ნაწლავის პათოგენური მიკროფლორის რაოდენობას, წარმოქმნის IgA-ს, ააქტიურებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახდენს ძილის ნორმალიზაციას და ზრდის სტრესის და ინფექციებისადმი გამძლეობას. ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus პრობაქტორ უროფლორის შემადგენლობაში მოთავსებულია სპეციალურად შემუშავებულ, ნაწლავში ხსნად კაფსულებში-DR კაფსულებში. DR კაფსულები იცავს ლაქტობაქტერიებს კუჭის მჟავა გარემოს ზემოქმედებისგან,ხელს უწყობს მათ ცოცხლად მიტანას უშუალოდ მოქმედების ადგილას-ნაწლავში, ამით უზრუნველყოფს ეფექტურობას.
ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მახასიათებლები
ცოცხალი ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus, პრობაქტო უროფლორის შემადგენლობაში ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ფუნქციონირებას, ოპტიმალურ პირობებს ქმნის საკვების გადამუშავებისთვის და საკვები ნივთიერებების შეწოვისთვის, მონაწილეობს ვიტამინების ბიოსინთეზში, ხელს უწყობს ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციური აქტივობის შენარჩუნებას, მოცვის ექსტრაქტის პროანტოციანიდინები პრობაქტო უროფლორის შემადგენლობაში ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით,აქვს დამცავი მოქმედები საშარდე გზების ინფექციების წინააღმდეგ. პროანტოციანიდინები ხელს უშლის ბაქტერიული უჯრედების გამრავლებას და საშარდე ეპითელიუმის უჯრედებთან მათ მიმაგრებას, ხელს უწყობს პათოგენური ბაქტერიების გამოყოფას საშარდე გზებიდან. წარმოების სპეციალური ტექნოლოგიის გამო (ლიოფილური გაშრობა) ცოცხალი ბაქტერიების- L. acidophilus, L.casei, L.rhamnosus ეფექტურობა პრობაქტო უროფლორის შემადგენლობაში ნარჩუნდება შენახვის მთელი ვადის განმავლობაში.
გამოყენების სფერო
პრობაქტო უროფლორის რეკომენდაცია შეიძლება ქალების და 6 წელზე უფროსი ასაკის გოგონებისთვის დამხმარე ნივთიერებების სახით შემდეგი შემთხვევებისას:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ხელშეწყობა;
- შარდ-სასქესო და ვაგინალური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნება;
- ქალის ჯანმრთელობის ხელშეწყობა მთელი ცხოვრების მანძილზე, მათ შორის მენოპაუზის, ორსულობის, ლაქტაციის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 კაფსულა 2 -ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.
ბავშვებში და პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მთელი კაფსულის გადაყლაპვა, აუცილებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში ან საკვებში გარევა. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
უკუჩვენება
ბად-ის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
ურთიერთქმედება
გამოვლენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ ცვლის კვების სრულფასოვან და მრავალფეროვან რაციონს.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები გამოვლენილი არ არის.
შეფუთვა
15 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე.
გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ წარმოადგენს წამალს.
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account