პოლიტორვა - Polytorva 10/10/20მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 29,87 GEL რეგულარული ფასი 42,07 GEL
მარაგშია
SKU
91766_2434

ჩვენება: მოზრდილ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტეროლის დონის მატებასთან.

პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/20 მგ ტაბლეტები

რამიპრილი + ამლოდიპინი + ატორვასტატინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრქუციას,რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

• შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დამატებით დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

• დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• მედიკამენტი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

• სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

1. რა არის პოლიტორვა და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პოლიტორვას მიღებამდე

3. პოლიტორვას მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. პოლიტორვას შენახვის პირობები

6. გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის პოლიტორვა და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი პოლიტორვა შეიცავს რამიპრილს, ამლოდიპინსა და ატორვასტატინს აქტიური ნივთიერებების სახით.

რამიპრილი მიეკუთვნება „აგფ-ინჰიბიტორების“ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ის აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძრღვებში.

ამლოდიპინი მიეკუთვნება „კალციუმის არხების ბლოკატორებს“. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას პერიფერიული სისხლძარღვებისკენ.

ატორვასტატინი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფს, რომლებიც არეგულირებენ ლიპიდების (ცხიმის) კონცენტრაციას სისხლში. ის ამცირებს ლიპიდების - ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.

პოლიტორვა გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტეროლის დონის მატებასთან (პირველადი ჰიპერქოლესტეროლემია) ან ქოლესტეროლისა და ცხიმის (ტრიგლიცერიდების) დონის ერთდროულ მატებასთან (კომბინირებული ან შერეული ჰიპერლიპიდემია).

რამიპრილის, ამლოდიპინისა და ატორვასტატინის ცალ-ცალკე მიღების ნაცვლად, თქვენ მიიღებთ 1 ტაბლეტ პოლიტორვას, რომელიც სამივე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს საჭირო დოზებით.

2. რა უნდა იცოდეთ პოლიტორვას მიღებამდე

არ მიიღოთ პოლიტორვა, თუ:

· ხართ ალერგიული რამიპრილის ან ნებისმიერი აგფ-ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ან კალციუმის არხების ნებისმიერი ბლოკატორის, ატორვასტატინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 ნაწილში);

ალერგიული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.

· გაქვთ უჩვეულოდ დაბალი ან არასტაბილური წნევა. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას;

· აღგენიშნებათ გულის უკმარისობა გადატანილი ინფარქტის შემდეგ;

· გაქვთ გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის ნაკადის ბლოკირება (მაგ. მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი) ან შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით, მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლით მიწოდებას);

· თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ანგიონევროზული შეშუპების სახით. სიმპტომები მოიცავს: ქავილს, ჭინჭრის ციებას, წითელ ლაქებს ხელებზე, ტერფებსა და ყელზე, ხორხისა და ენის შეშუპებას, თვალებისა და ტუჩების ირგვლივი მიდამოს შეშუპებას, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას;

· იღებდით ან ამჟამად ღებულობთ საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაციას, მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ ხანგრძლივად;

· იმყოფებით დიალიზზე ან გიტარდებათ სისხლის სხვა ტიპის ფილტრაცია. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე, პოლიტორვას გამოყენება შეიძლება არ იყოს თქვენთვის მიზანშეწონილი;

· გაქვთ თირკმლის სისხლმომარაგების დარღვევით მიმდინარე დაავადებები (თირკმლის არტერიის სტენოზი);

· გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს;

· გაქვთ დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს, ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის უკმარისობა) ან აუხსნელი მიზეზით განპირობებული ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური სინჯები;

· იყენებთ გლეკაპრევირი/პიბრენტასვირის კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ;

· ხართ ორსული, გეგმავთ ორსულობას ან ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი და არ მიმართავთ საიმედო კონტრაცეპციას;

· ხართ ლაქტაციის პერიოდში.

არ მიიღოთ პოლიტორვა და მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ მითითებული პათოლოგია.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პოლიტორვას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული პათოლოგია ან მდგომარეობა:

· გულის უკმარისობა ან გულის რომელიმე სხვა პათოლოგია;

· ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი;

· თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან თირკმლის დაავადებები;

· ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის დაავადებები;

· დაკარგეთ დიდი რაოდენობით მინერალები და სითხე (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის, დაბალმინერალური დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივად მიღების ან დიალიზის შედეგად);

· აპირებთ ანტიალერგიული თერაპიის ჩატარებას ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);

· უნდა ჩაიტაროთ ანესთეზია და/ან ქირურგიული ოპერაცია. საანესთეზიო საშუალება შეიძლება დაინიშნოს ოპერაციის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევის წინ. პოლიტორვას მიღება უნდა შეწყდეს პროცედურამდე ერთი დღით ადრე; რჩევისათვის მიმართეთ ექიმს;

· გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალემია) ან ღებულობთ კალიუმის შემცვლელებს;

· ღებულობთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რამაც შეიძლება შეამციროს სისხლში ნატრიუმის დონე. რეკომედებულია მონიტორინგი ნატრიუმის დონის შესამოწმებლად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში;

· გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა). აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

· რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის ერთდროული მიღების შემთხვევაში მატულობს ანგიონევროზული შეშუპების რისკი:

• mTOR-ინჰიბიტორები (ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებელი მედიკამენტები), მაგ.: თემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი;

• ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება);

• ნეპრილიზინი (NEP-ინჰიბიტორი, მაგ.: რაცეკადონტრილი (დიარეის სამკურნალო საშუალება)) ან

• საკუბიტრილი/ვალსარტანი (საკუბიტრილი/ვალსარტანი იხ. მე-2 ნაწილში „არ მიიღოთ პოლიტორვა“);

· გაქვთ კოლაგენის ვასკულარული დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან ერითემატოზული სისტემური წითელი მგლურა;

· სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით შავკანიან პაცინეტებში უფრო მაღალია ანგიონევროზული შეშუპების რისკი და არტერიული წნევის დასაწევად შესაძლოა მედიკამენტი ნაკლებად ეფექტური იყოს.

· ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:

• ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი სარტანების სახელწოდებით, მაგ.: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები;

• ალისკირენი.

· გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა ან მკურნალობის პერიოდში განგივითარდათ სუნთქვის უკმარისობის მძიმე სიმპტომები.

· ღებულობთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში ორალურად ან ინექციის გზით მიიღეთ ფუზიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო საშუალება). ფუზიდის მჟავისა და პოლიტორვას კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების სერიოზული დაზიანება/განლევა (რაბდომიოლიზი - მიოციტების განლევა.

· დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

· გქონიათ კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი გაურკვეველი ტკივილი ან კუნთოვანი მასის დაზიანების პირადი ან ოჯახური ისტორია.

· ადრე გქონიათ კუნთოვანი მასის დაზიანება ლიპიდების დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს (მაგ. სხვა "-სტატინი" ან "-ფიბრატი").

· რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა გეცნობათ (ან ვარაუდობთ, რომ გეხებათ), პოლიტორვას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებულია შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება პოლიტორვას დანიშვნამდე, რათა განსაზღვროს კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტის - რაბდომიოლიზის რისკი იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას (იხილეთ ნაწილი 2 სხვა მედიკამენტები და პოლიტორვა“).

ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება.

მედიკამენტის მიღების პერიოდში, აუცილებელია ექიმის მიერ გამოირიცხოს დიაბიტის არსებობა ან მისი განვითარების რისკი. დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია, თუ სისხლში გაქვთ გლუკოზისა და ცხიმების მაღალი დონე, ხართ ჭარბი წონის მატარებელი და გაქვთ მაღალი წნევა.

ექიმის მიერ რეკომენდებულია თირკმის ფუნქციური მაჩვენებლების მონიტორინგი, არტერიული წნევისა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობის განსაზღვრა სისხლში. ინფორმაციისთვის აგრეთვე იხილეთ ნაწილი: „არ მიიღოთ პოლიტორვა “.

ბავშვები და მოზარდები

პოლიტორვას გამოყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

სხვასამკურნალო საშუალებებიდა პოლიტორვა

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, მიიღეთ ან აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას, ურეცეპტო (მათ შორის მცენარეული) პრეპარატების ჩათვლით.

გარკვეულ მედიკამენტებს შეუძლიათ შეცვალონ პოლიტორვას ეფექტი ან, პირიქით, მათი ეფექტი შეიცვალოს პოლიტორვას გავლენით. ამ ტიპის ურთიერთქმედებამ შეიძლება ერთი ან ორივე წამალი ნაკლებად ეფექტური გახადოს. გარდა ამისა, ამგვარ კომბინაციებს შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ან სიმძიმე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კუნთების განლევა, ანუ რაბდომიოლიზი (აღწერილია მე-4 ნაწილში):

· საკუბიტრილი/ვალსარტანი - გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. ნაწილი 2 - „არ მიიღოთ პოლიტორვა “);

· ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, მათ შორის ალისკირენი, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (მაგ. ვალსარტანი). (აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილებში: „არ მიიღოთ პოლიტორვა“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);

· ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის ქრონიკული დაავადებების და ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები);

· გულის რითმის მარეგულირებელი მედიკამენტები (პროკაინამიდი, დიგოქსინი, ამიოდარონი);

• დიურეზული საშუალებები;

· დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა იზოპროტერენოლი, დობუტამინი, დოფამინი, ეპინეფრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. რეკომენდებულია ექიმმა გააკონტროლოს თქვენი არტერიულ წნევის მაჩვენებლები;

· კალიუმის შემცველი დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) და სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის რაოდენობა სისხლში, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი ცალკე აღებული ან სულფამეთოქსაზოლთან ერთად (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება) და ჰეპარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად);

· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ფენაზონი და აცეტილსალიცილის მჟავა);

· რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).

  • Hypericum perforatum (კრაზანა - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება);

· კიბოს სამკურნალო საშუალებები (ციტოსტატიკები);

· იმუნოსუპრესანტები (ამცირებენ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმს), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);

· ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები, როგორიცაა პრედნიზოლონი;

· ალოპურინოლი, კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები);

· კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოზაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

· ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ფუზიდის მჟავა* (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);

· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის ან ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა C ჰეპატიტი, მაგ. დელავირდინი, ეფავირენცი; რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირის კომბინაცია, ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, ელბასვირის/გრაზოპრევირისა და ლედიპასვირის/სოფოსბუვირის კომბინაციები (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები);

· ლეტერმოვირი, ციტომეგალოვირუსის სამკურნალო საშუალება;

· დანტროლენი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება).

· ე.წ. mTor-ინჰიბიტორების ან ნეპრილიზინის (NEP) ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტები, მაგ:

• თემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალო საშუალება)

• სიროლიმუსი (ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგო საშუალება)

• ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება)

• რაცეკადოტრილი (დიარეის სამკურნალო საშუალება)

იხ. ნაწილი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

· ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ. გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი, ეზიტიმიბი;

· ვარფარინი (არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი);

  • ორალური კონტრაცეპტივები;

· სტირიპენტოლი (ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსიური საშუალება);

· ციმეტიდინი (გულძმარვისა და პეპტიური წყლულის სამკურნალო საშუალება);

· ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები);

· დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პერორალური საშუალებები და ინსულინი. პოლიტორვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება. პოლიტორვას მიღებისას აუცილებლად აკონტროლეთ გლუკოზის დონე სისხლში;

· ფსიქიკური აშლილობის, დეპრესიის, სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ლითიუმი). პოლიტორვამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის დონის მატება სისხლში. ექიმმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა;

· ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთოვანი დაჭიმულობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი);

· სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (მაგალითად, ნიტრატები, ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი).

*თუ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ საჭიროა პერორალური ფუზიდის მჟავას მიღება, პრეპარატის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს. ექიმი გეტყვით, როდის შეგიძლიათ პოლიტორვას კურსის გაგრძელება. პოლიტორვას მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). მეტი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 ნაწილში.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან ვარაუდობთ, რომ გეხებათ), პოლიტორვას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

პოლიტორვას მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

პოლიტორვას მიღების წესი იხილეთ მე-3 ნაწილში.

პოლიტორვას მიღების დროს არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენისა და გრეიფრუტის მიღება, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მატება, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს პოლიტორვას არტერიული წნევის დამაქვეითებელი (ანტიჰიპერტენზიული) ეფექტის არაპროგნოზირებადი მატება. გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობა იწვევს ატორვასტატინის ეფექტის გაძლიერებასაც.

მოერიდეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღებას პრეპარატთან ერთად. დეტალებისთვის იხ. ნაწილი 2 - „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

პოლიტორვას მიღების დროს ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა. თუ გაინტერესებთ, რა რაოდენობით ალკოჰოლის მიღება შეგიძლიათ პოლიტორვას მიღების პერიოდში, მიმართეთ ექიმს, რადგან წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტებისა და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ერთმანეთის სედაციური ეფექტი.

ორსულობადა ლაქტაცია

ორსულობა

არ მიიღოთ პოლიტორვა ორსულობის პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას. პოლიტორვას მიღების პერიოდში ორსულობის რისკის შემთხვევაში მიმართეთ საიმედო კონტრაცეპციას (იხ. „არ მიიღოთ პოლიტორვა“).

ლაქტაცია

არ მიიღოთ პოლიტორვა ლაქტაციის პერიოდში. აცნობეთ ექიმს, თუ ჩვილს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი გამოკვებას.

ავტომობილისადა სხვამექანიზმების მართვა

პოლიტორვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ მედიკამენტის მიღების ფონზე თავს ცუდად გრძნობთ, გაწუხებთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა, არ მართოთ ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

პოლიტორვაშეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პოლიტორვაშეიცავს ნატრიუმს

პრეპარატის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ამიტომ მიჩნეულია „ნატრიუმის პრაქტიკულად არშემცველ“ საშუალებად.

3. პოლიტორვას მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ/10 მგ/40 მგ - 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ.

პოლიტორვას მიღების დროს აუცილებელია ქოლესტეროლის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.

ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

არ გაწუწნოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი.

არ მიიღოთ პოლიტორვა გრეიფრუტის წვენთან ერთად.

პოლიტორვას საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში

მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს. თავად ნუ მართავთ ავტომობილს კლინიკაში მისასვლელად, სთხოვეთ სხვა მძღოლს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სამსახური. თან აუცილებლად იქონიეთ მედიკამენტის კოლოფი, რათა ექიმმა გაიგოს რომელი მედიკამენტი მიიღეთ გადაჭარბებით.

მედიკამენტის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება კრიტიკულ დონემდე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევს მწვავე ვარდნის შემთხვევაში ვითარდება შოკი. ამ დროს კანი ცივია და ტენიანი, პაციენტი კარგავს ცნობიერებას.

პოლიტორვას დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პოლიტორვას მიღების შეწყვეტა

ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გაუარესება.

პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, პოლიტორვას მიღებას შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

თუ განგივითარდათ ქვემოთ მოყვანილი რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი ან სიმპტომი, შეწყვიტეთ პოლიტორვას მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

· სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხორხის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს პოლიტორვას ფონზე განვითარებული მწვავე ალერგიული რეაქციის (ანგიონევროზული შეშუპების) ნიშანი (იხ. ნაწილი 2 - „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);

· მწვავე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, უკვე არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, აქერცვლა ან კანის აშრევება, ლორწოვანი გარსების ანთება (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;

· გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავანა ლაქებით სახეზე, მკლავებზე ან ფეხებზე, შეიძლება აიქერცლოს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეების მსგავსად (ცენტრალური მუქი ლაქები, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და მუქი რგოლით კიდეზე) (ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა);

· კუნთოვანი სისუსტე, კუნთების დარბილება, ტკივილი, დაშლა ან შარდის წითელი-მოყავისფერო შეფერილობა და, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების ანომალიური დაშლით (რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმელების მხრივ პრობლემები;

· მგლურას მსგავსი დაავადება (გამონაყარი, სახსრების დაზიანება და სისხლის უჯრედების ცვლილება);

· სისუსტე ხელებსა და ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შესაძლოა ინსულტის ნიშანი იყოს;

  • ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე დაბალი წნევის გამო;

· სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (არითმია, მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ტკივილი გულმკერდის არეში, შებოჭილობა მკერდში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია) ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

· ქოშინი, უეცარი ხიხინი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, რაც ფილტვების პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს;

· სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება, ჩვეულებრივზე ხანგრძლივი სისხლდენა, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. ღრძილებიდან), იისფერი ლაქები კანზე ან ინფექციის ჩვეულებრივზე ადვილად განვითარება, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავბრუსხვევა ან სიფერმკრთალე შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციის უკმარისობის ნიშნები;

· კუჭის ძლიერი ტკივილი ირადიაციით ბეჭების მიდამოში, შეიძლება პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი) მიუთითებდეს;

· ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, კანის ან თვალების სიყვითლე ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს, როგორიცაა ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის დაზიანება, ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

· მოულოდნელი ან უჩვეულო სისხლდენა, ან სისხლჩაქცევები შეიძლება ღვიძლის პრობლემაზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა გვერდითი ეფექტები

აცნობეთ ექიმს რომელიმე ქვემოთ აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში.

ძალიან ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტზე მეტს

· შეშუპება სითხის შეკავების ფონზე.

ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტს

· ცხვირის ღრუს ანთება (ნაზოფარინგიტი);

· სისხლში კალიუმის დონის მატება;

· სისხლში გლუკოზის დონის მატება (ჰიპერგლიკემია; თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი);

· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სომნოლენცია;

· მხედველობის მხრივ დარღვევები (მათ შორის გაორება და ბუნდოვანი მხედველობა);

· გაძლიერებული გულისცემა (პალპიტაცია);

· სახსრების შეშუპება, ტერფის შეშუპების ჩათვლით;

· დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომის (ორთოსტატული კოლაფსი) დროს, სისუსტე (სინკოპე), ალები;

· არაპროდუქტიული შემაწუხებელი ხველა, ბრონქიტი, სინუსური წიაღების ანთება (სინუსიტი), ქოშინი, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;

· მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დავადებები, საჭმლის მონელების დარღვევები და დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა, ყაბზობა, მეტეორიზმი;

· გამონაყარი კანზე წამოწეული ზედაპირით ან მის გარეშე;

· კუნთოვანი სპაზმი, კრთომები ან ტკივილი კუნთებში (მიალგია), ტერფის შეშუპება, ტკივილი სახსრებში (ართრალგია), წელის ტკივილი, ტკივილი კიდურებში;

· ტკივილი გულმკერდის მიდამოში, დაღლილობის შეგრძნება;

· სისუსტის და უძლურების შეგრძნება (ასთენია);

· ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, კრეატინკინაზის მატება სისხლში.

ზომიერი სიხშირის: უვითარდება 100-დან 1 პაციენტს

· სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) რაოდენობის მატება;

· მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);

· გლუკოზის დონის დაქვეითება სისხლში (ჰიპოგლიკემია; თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა გააგრძელოთ სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი);

· წონის მატება;

· განწყობის ცვლილებები, გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (ძილიანობის ჩათვლით), უძილობა, კოშმარები;

· თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი), სინკოპე;

· უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

· გემოს დაკარგვა (აგევზია) ან შეცვლა (დისგევზია);

· მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია);

· შუილი ყურებში და/ან თავში (ტინიტუსი);

· ხელებისა და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);

· ცემინება/გამონადენი ცხვირიდან (რინიტი), ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა;

· სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით;

· პანკრეასული ფერმენტების მატება სისხლში;

· ნაწლავის შეშუპება - "ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება", რაც გამოვლინდება მუცლის ტკივილით, ღებინებითა და დიარეით;

· პირის სიმშრალე, მუცლის ზედა (გასტრიტის ჩათვლით) და ქვედა ნაწილების ტკივილი, გულძმარვა;

· ლაბორატორიული მონაცემების ცვლილება სისხლში, რაც ღვიძლის ფუნქიის დარღვევაზე მიუთითებს (ღვიძლის ფერმენტების და/ან კონიუგირებული ბილირუბინის მატება);

· ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);

· თმის ცვენა (ალოპეცია);

· ქავილი, მცირე სისხლჩაქცევები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი;

· კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა;

· თირკმელების პრობლემები, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში და/ან გახშირებული შარდვა, ღამით შარდვის მოთხოვნილება (ნოქტურია);

· უკვე არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილა), შარდში სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მატება;

· ერექციის უუნარობა (იმპოტენცია), სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებში ან ქალებში, მკერდის გადიდება (გინეკოამასტია) მამაკაცებში;

· სხეულის ტემპერატურის მატება/ცხელება (პირექსია);

· უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე);

· წონის მატება ან შემცირება

იშვიათი: უვითარდება 1000-დან 1 პაციენტს

· ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია), თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლში;

· ცნობიერების არევა;

· წონასწორობის დარღვევა;

· ნერვული პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეის შეგრძნება ან დაბუჟება (პერიფერიული ნეიროპათია);

· თვალების სიწითლე, ქავილი, შეშუპება (კონიუნქტივიტი);

· სმენის დაქვეითება;

· სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);

· სისხლის მიმოქცევის შეფერხება (ჰიპოპერფუზია);

· სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);

· წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი);

· ფრჩხილების პრობლემები, მაგ. ფრჩხილების სისუსტე ან აშრევება (ონიქოლიზი);

· კუნთების დაზიანება ან ანთება: მიოპათია, მიოზიტი, კუნთოვანი ქსოვილის დაშლა;

· მყესების დაზიანება, იშვიათად გაგლეჯა.

ძალიან იშვიათი:​​ უვითარდება 10,000-დან 1 პაციენტს

· ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (ანაფილაქსია);

· კუნთების დაძაბულობის მომატება (ჰიპერტონია);

· სმენის დაქვეითება;

· ღრძილების ქსოვილის გაფაშრება (ღრძილის ჰიპერპლაზია);

· ღვიძლის უკმარისობა;

· მომატებული მგრძნობელობა სინათლის ან მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა).

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელა

· ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (პანციტოპენია);

· ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია);

· ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების მატება;

· კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრთომა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;

· ნატრიუმის დაქვეითება სისხლში;

· ყურადღების დარღვევა;

· დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;

· წვის შეგრძნება;

· საგნების სუნის ცვლილება (პაროსმია);

· კანკალი, რიგიდობა (გაშეშება), ნიღბისებრი სახე, ნელი მოძრაობები და გაუწონასწორებელი სიარული (ექსტრაპირამიდული აშლილობა);

· ხელისა და ფეხის თითების ფერის ცვლილება (სიფერმკრთალე) სიცივეში და ჩხვლეტის შეგრძნება ან მტკივნეულობა შემდგომი გათბობისას (რეინოს სინდრომი);

· პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფთოზური სტომატიტი);

· არაერთგვაროვანი კანი (პემფიგუსი);

· კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი), კანის მწვავე გამონაყარი (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის აქერცვლა ან აქერცვლის გამწვავება (გამწვავებული ფსორიაზი), გამონაყარი ლორწოვან გარსზე (ენანთემა);

· კუნთების მუდმივი სისუსტე (იმუნური პასუხით გამოწვეული ნეკროზული მიოპათია).

ზოგიერთი სტატინის (ატორვასტატინის მსგავსი მედიკამენტები) მოქმედებით განპირობებული გვერდითი ეფექტები:

· სექსუალური სირთულეები;

• დეპრესია;

· სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი, ან ცხელება;

· შაქრიანი დიაბეტი, რისი განვითარებაც უფრო სავარაუდოა, თუ გაქვთ სისხლში გლუკოზისა და ცხიმის მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა, ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში.

გვერდითიეფექტების აღრიცხვა

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ უშუალოდ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია დანართი 5-ში.

5. პოლიტორვას შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი ნაგავში ან კანალიზაციაში. ნარჩენი პრეპარატის განადგურების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამგვარი ქმედებით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.

6. გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

პოლიტორვას შემადგენლობა

პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/20 მგ ტაბლეტები

1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რამიპრილს, 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმტრიჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გლიცეროლის დიბეჰენატი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლისორბატ 80, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

პოლიტორვას გამოშვების ფორმა:

პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/20 მგ ტაბლეტები

თეთრიდან მოთეთრომდე ფერის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთი მხრიდან ამოტვიფრული “D” სიმბოლოთი და “10” მეორე მხარეს (ზომები: დიამეტრი დაახლოებით 15,5 მმ × 8 მმ).

30 ტაბლეტი OPA/ალუმინი/ PVC-ფოლგის, ალუმინის ფოლგით დაფარულ ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში.

ყველა დოზა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy