Protefix - პროტეფიქს წებოვანი საფენი ზედა ყბის 30 ცალი

განსაკუთრებული ფასი 15,72 GEL რეგულარული ფასი 16,55 GEL
მარაგშია
SKU
83032_651
Protefix - პროტეფიქს წებოვანი საფენი ზედა ყბის, დამზადებულია თხელი, რბილი მასალისგან, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ალგინატს. უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ტკივილის და დისკომფორტისგან. გამოიყენება ზედა ყბის მთლიანი პროთეზისთვის. 30 ცალი

Protefix - პროტეფიქს წებოვანი საფენი ზედა ყბის 

ზედა ყბის ლორწოვანის დაცვა ნაწოლებისა და ანთებითი პროცესებისგან. დამზადებულია თხელი, რბილი მასალისგან, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ალგინატს. პროთეზის მოვლის საშუალება  უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ტკივილისა და დისკომფორტისგან. გამოიყენება ზედა ყბის მთლიანი პროთეზისთვის.

გამოყენების წესი

1. შეამოწმეთ ზომა: მოარგეთ საფენი პროთეზს, თუ პროთეზი პატარა ზომისაა, მაკრატლით მოაჭერით გვერდები

2. დაასველეთ საფენი: წებოვანი საფენი მოათავსეთ თბილ წყალში 10 წმ-ის განმავლობაში და ფრთხილად გაწურეთ 

3. მოათავსეთ საფენი სველ პროთეზზე ორივე მხრიდან, პროთეზის უკანა ნაწილი 2 მმ-ის ფარგლებში უნდა იყოს საფენისგან თავისუფალი

4. დააწექით თითით საფენს, რომ მჭიდროდ მოთავსდეს პროთეზზე  

შემადგენლობა

ნატრიუმის ალგინატი, ვისკოზის ბოჭკო, პოლიპროპილენის ბოჭკო.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.

გაფრთხილება

გამოიყენება მხოლოდ მთლიანი პროთეზისთვის ჯანსაღ ლორწოვან გარსზე.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

პროტეფიქსის წებოვანი საფენი ქვედა ყბის იხილეთ აქ: Protefix - პროტეფიქს წებოვანი საფენი ქვედა ყბის 30 ცალი

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy