Curasept - კურასეპტი სავლები IMPLANT 200 მლ 2940
Curasept - კურასეპტი სავლები IMPLANT
შეიცავს ADS (ანტიდისკოლორაციის სისტემა, არ უცვლის ფერს კბილს, არ ტოვებს ლაქებს). პირის ღრუს სავლები შეიცავს ნადების საწინააღმდეგო ეფექტურ ფორმულას 0.20% ქლორჰექსიდინს + PVP-VA, ასევე ჰიალურონის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფ შეხორცებას და აღდგენას. რეკომენდებულია მათთვის, ვინც ჩაიტარა იპლანტაციური მკურნალობა. აღნიშნული სავლები ხელს უწყობს იმპლანტაციის შემდგომ სწრაფ და ეფექტურ შეხორცებას. ხელს უწყობს ტკივილის, დისკომფორტის შემცირებას; ასევე ნადების ბიოფილის შემცირებას; მხარს უჭერს პერიიმპლანტიტის პროფესიონალურ მკურნალობას, შესაძლოა იპლანტაციამდე 1 კვირით ადრე გამოყენება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქლორჰექსიდინი -ერთ-ერთი ყველაზე ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასთანავე ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (Candida albicans).
ჰიალურონის მჟავა ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტებთან და უზრუნველყოფს პერიოდონტის შემაერთებელი ქსოვილის სტაბილურობას და ელასტიურობას.
ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პერიოდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში.
- ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
- ჰიალურონის მჟავას გააჩნია წყლის შეკავების მაღალი პოტენციალი (ჰიალურონის მჟავას ერთი მოლეკულა იკავებს წლის ≈1000 მოლეკულას), რაც შეშუპების საწინააღმდეგო, ე.წ. „ღრუბლის“ ეფექტს განაპირობებს.
- ჰიალურონის მჟავას აქვს მთელი რიგი დადებითი თვისებები, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების წარმატებულ მკურნალობას.
გამოყენების წესი
გამოივლეთ 10მლ ოდენობის სითხე პირის ღრუში 1 წუთის განმავლობაში. ორჯერ დღეში: დილას და საღამოს. სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვების, სასმელის მიღება და თამბაქოს მოხმარება. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღემდე ან სტომატოლოგის რეკომენდაციით. შეიცავს ნატრიუმის ბისულფატს.
უსაფრთხოების ზომები
არ გადაყლაპოთ.
შენახვის წესები და ვადა
სავლები შეინახეთ მჭიდროდ დახურული. გახსნიდან 6 თვის ვადა.
მოცულობა
200 მლ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account