პიკოვიტი IQ 130 მლ. სიროფი
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
PIKOVIT IQ®
მულტივიტამინური სიროფი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები
წამლის ფორმა: საბავშვო სიროფი
შემადგენლობა
5 მლ (1 კოვზი) სიროფი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები 205 მგ
საიდანაც:
დოკოზოჰექსაენის მჟავა 85 მგ
ეიკოზოპენტაენის მჟავა 120 მგ
ვიტამინი A 200 მკგ
ვიტამინი D 5 მკგ
ვიტამინი B2 0.8 მგ
ვიტამინი B6 0.5 მგ
ვიტამინი B1 0.7 მგ
ვიტამინი B12 0.35 მკგ
ვიტამინი C 40 მგ
ვიტამინი E 3 მგ
ფოლის მჟავა 50 მკგ
პანტოთენის მჟავა 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ემულგატორი (გლიცეროლი, პოლისორბატ 80, ტრაგაკანტი), თევზის ქონი, დისტილირებული წყალი, გლუკოზის სიროფი,LL – ასკორბინის მჟავა, აგარი, კონსერვანტი (ნატრიუმის ბენზოატი), არომატიზატორი (ატმის), ნატურალურის იდენტური, DL – ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი, დექსპანთენოლი, რიბოფლავინის–ნატრიუმის-5-ფოსფატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, პიროქსიდინის ჰიდროქლორიდი, რეტინოლის პალმიტატი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი, ფტეროილმონოგლუტამინის მჟავა.
თვისებები:
პიკოვიტ IQ სიროფი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ 10 ვიტამინს და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის ომეგა-3, რომელიც შედის თევზის ქონის შემადგენლობაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში, ძირითადად, როგორც ფოსფოლიპიდების კომპონენტები, რაც წარმოქნის უჯრედის მემბრანას. მათი კონცენტრაცია ნაყოფის თავის ტვინში, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სამმაგდება და მატება გრძელდება 2 წლამდე. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (განსაკუთრებით დოკოზოჰექსაენი და ეიკოზოპენტაენი) შეადგენენ საკვების მნიშვნელოვან კომპონენტს ბავშვთა ასაკში, რადგან ისინი ხელს უწყობენ თავის ტვინის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. თვალის ბადურა ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით დოკოზოჰექსაენის მჟავას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობის ჩამოყალიბება-შენარჩუნებისთვის.
ვიტამინები ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია უჯრედის შიგნით ნორმალური მეტაბოლური პროცესების ხელშეწყობისთვის.
ვიტამინების და ცხიმოვანი მჟავების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, იმუნური სისტემის დასუსტება და ზრდაში ჩამორჩენა.
ჩვენება:
პიკოვიტი IQ სიროფი მიიღება 1 წლიდან და ხელს უწყობს ტვინის, ნერვული სისტემის და მხედველობის ნორმალურ განვითარებას და ფუნქციონირებას.
განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის ინტენსიური ზრდის პერიოდში, მაღალი ფიზიკური დატვირთვის დროს, ან ბავშვებში გადამეტებული დაღლილობით.
შეფუთვა:
ფლაკონი მუყაოს ყუთში, შეიცავს 130მლ სიროფს. დოზიმეტრი კოვზით. ინახება არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. თავის ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.
გამოყენების შემდეგ ფლაკონი მაშინვე უნდა დაიხუროს.
ფლაკონის შენახვის ვადა გახსნიდან – 2 თვე.
არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გაცემის პირობები.
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი.
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო სლოვენია.
Is Online? | არა |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account