პარი-ფლო ადვანსი - Pari-flo Advance სუსპენზია 125მლ

განსაკუთრებული ფასი 36,45 GEL რეგულარული ფასი 50,62 GEL
მარაგშია
SKU
90291_1609

ჩვენება: გამოიყენება ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების სამკურნალოდ,რომლებიც გამოწვეულია სტრესით,ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონიით, არტერიული ჰიპერტენზიით,ჰორმონალური დარღვევებით.

პარი-ფლო ადვანსი სუსპენზია შინაგანი გამოყენებისათვის 125 მლ

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

- გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი :

1.რა არის პარი-ფლო ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის ?

2.რა უნდა იცოდეთ პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე

3.როგორ უნდა მიიღოთ პარი-ფლო ადვანსი ?

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.პარი-ფლო ადვანსის შენახვის პირობები

6.შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის პარი-ფლო ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის ?

პარი-ფლოადვანსიშეიცავს: პასიფლორა (Passiflora incarnata), L-გლიცინი (L-Glycine), L-მეთილ ფოლატი (L-methyl folate), მაგნიუმის L-ტრეონატი( Magnesium L-threonate) და მიეკუთვნება ფსიქოლეფსიური საშუალებების ჯგუფს.

პარი-ფლოადვანსი გამოიყენება ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია სტრესით, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჰორმონალური დარღვევებით (მენოპაუზა, პრემენსტრუალური სინდრომი, ჰიპერთირეოზი და სხვ.); სხვადასხვა წარმოშობის ნევროზების და ნევრასთენიების, გაღიზიანებადობის, შიშის და შფოთვის, ასევე დეპრესიის დროს; შაკიკის შეტევებისას; კრუნჩხვითი სინდრომით მიმდინარე ნევროლოგიური დაავადებების და მეტაბოლური დარღვევების შემთხვევაში. ალკოჰოლური აბსტინენციის დროს.

2.რა უნდა იცოდეთ პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე

არ მიიღოთ პარი-ფლო ადვანსი :

თუ გაქვთ ალერგია პარი-ფლო ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

• აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ პარი-ფლო ადვანსი

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები

• აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე.

თუ თქვენ ხშირად იღებთ პარი-ფლო ადვანსს

პარი-ფლო ადვანსის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერება.

თუ ეს გეხებათ თქვენ

• აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ პარი-ფლო ადვანსის მიღების შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, არ ქრება სწრაფად ან პირიქით ძლიერდება

• სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. (ნაწილი 4)

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება პარი-ფლო ადვანსთან ერთად.

ზოგიერთმა პრეპარატმა პარი-ფლო ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ბავშვები 12 წლამდე

პარი-ფლო ადვანსის გამოყენება რეკომენდებულია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, დაავადების სიმძიმისა და ხარისხის გათვალისწინებით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პარი-ფლო ადვანსის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების სიმცირის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობაზე ზემოქმედების ტესტი არ ჩატარებულა.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

პარი-ფლო ადვანსის გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ამ შემთხვევაში არ მართოთ მანქანა და მექანიზმები!

3.როგორ მივიღოთ პარი-ფლო ადვანსი

ბავშვებში დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და სიმძიმეზე. პედიატრიაში პარი-ფლო ადვანსი შეიძლება გამოყენებულ იქნას წყალთან ერთად.

• გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა

• არ გამოიყენოთ ადექვატური და დაბალანსებული კვების სანაცვლოდ.

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

დოზირება

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის 10 მლ ერთჯერ დღეში.

რეკომენდებული დღიური დოზა ბავშვებისთვის

ასაკი(წლები )

დღიური დოზა

3-6

1,5-2 მლ 2-ჯერ დღეში

6-12

2.5 მლ დღეში 2-ჯერ

12-15

2.5 მლ დღეში 2-3-ჯერ

15

5 მლ დღეში 2-ჯერ

თუ თქვენ მიიღეთ პარი-ფლო ადვანსის ჭარბი დოზა

კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

• რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება

•აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.

5.პარი-ფლოა დვანსის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პარი-ფლო ადვანსი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები-პასიფლორა (Passiflora incarnata), L-გლიცინი (L-Glycine), L-მეთილ ფოლატი (L-methyl folate), მაგნიუმის L-ტრეონატი( Magnesium L-threonate).

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ყავისფერი-კოლა საღებავი, ლიმონის-ლაიმის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება პარი-ფლო ადვანსი და შეფუთვის შიგთავსი

პარი-ფლო ადვანსი არის გამჭვირვალე, ყავისფერი სითხე დამახასიათებელი სუნით.

შეფუთვის ზომები: ბოთლი 125 მლ.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას თქვენი მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი სლიფ & სტრეს საფორთ 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy