პალმიტოლი - Palmitol ცხვირის წვეთები 30მლ

განსაკუთრებული ფასი 32,44 GEL რეგულარული ფასი 45,05 GEL
მარაგშია
SKU
91187_3425

ჩვენება: ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება, ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება.

პალმიტოლი

შემადგენლობა :  

A პალმიტატი (0.01 %)

D-პანთენოლი (0.05 %)

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, დინატრიუმი EDTA, ბენზალკონიუმი ,ქლორიდი,გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს ,ინარჩუნებს ტენიანობას.
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.

ასევე, იხილეთ : ნიამარინი-პანთენოლი ცხვირის სპრეი 50მლ

გამოყენების ჩვენებები: 

·       ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება ;

·       ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება ;

·       ენდოსკოპიური  გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება ;

·       ატროფიული რინიტი (ოზენე)

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები :

ინდივიდუალური მგრძნობელობა  პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

გამოყენების წესი და დოზირება :

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ  1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-5 ჯერ დღეში .

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე  12-25 °C .მოარიდეთ ბავშვებს .

გამოშვების ფორმა: ფლაკონი  30მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy